Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
რელიგია
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(24)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
საქართველოს სულიერი მისია
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Катеньки
God Particle, MotherDoctress, Little Hut
ჯგუფი: Members
Катеньки
God Particle, MotherDoctress, Little Hut
ჯგუფი: Members
წერილები: 2132
წევრი No.: 213796
რეგისტრ.: 5-February 16
#60498153
· 25 Jun 2023, 11:37 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მათეს სახარება, თავი მეექვსე
1. ეკრძალეთ სიმართლის ქმნას კაცთა წინაშე, მათ დასანახად; თორემ ვერ მიიღებთ საზღაურს თქვენი ზეციერი მამისგან.
2. და როცა გასცემ მოწყალებას, ნუ აყვირებ შენს წინაშე ბუკ-ნაღარას, როგორც იქცევიან თვალთმაქცნი სინაგოგებსა თუ ქუჩაბანდებში, რათა განადიდოს ისინი ხალხმა. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
3. ხოლო როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა,
4. რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს, და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად.
5. ხოლო როდესაც ლოცულობთ, ნუ ემსგავსებით თვალთმაქცთ, რომელთაც უყვართ სინაგოგებსა თუ ქუჩის კუთხეში დგომა და ლოცვა, რათა თავი მოაჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
6. შენ კი, როდესაც ლოცულობ, შედი შენს სენაკში, მოიხურე კარი და ილოცე შენი ფარული მამის მიმართ. და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.
7. ხოლო ლოცვისას ნუ იტყვით ზედმეტს, წარმართთა მსგავსად, რომელთაც ჰგონიათ, რომ სიტყვამრავლობის გამო შესმენილ იქნებიან.
8. ნუ ემსგავსებით მათ, ვინაიდან მამამ თქვენმა, ვიდრე სთხოვდეთ, მანამდეც იცის, რა გჭირდებათ.
9. ხოლო ლოცვით ასე ილოცეთ: მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყოს სახელი შენი.
10. მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, როგორც ცაში, ისე ქვეყანაზედაც.
11. პური ჩვენი არსობისა მოგვეც ჩვენ დღეს.
12. და მოგვიტევე ჩვენი ვალები, როგორც ჩვენ მივუტევებთ ჩვენს მოვალეთა.
13. და ნუ შეგვიყვან ჩვენ განსაცდელში, არამედ გვიხსენ ბოროტისაგან, რადგან შენია სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ.
14. თუ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, თქვენც მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.
15. ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.
16. და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად, თავ-პირი რომ ჩამოსტირით, რათა მმარხველებად ეჩვენონ ხალხს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: უკვე მიიღეს თავიანთი საზღაური.
17. ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი.
18. რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას; და მამა შენი, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგებს შენ ცხადად.
19. ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამ ქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრღნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ.
20. არამედ დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც მღილი ვერა ღრღნის მას, და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვერ იპარავენ.
21. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.
22. სხეულის სანთელი არის თვალი. თუ შენი თვალი წმიდაა, ნათელი იქნება მთელი შენი სხეულიც.
23. ხოლო თუ შენი თვალი უწმინდურია, ბნელი იქნება მთელი შენი სხეულიც. მაგრამ თუ შენში ნათელიც ბნელია, როგორიღა იქნება ბნელი?
24. არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.
25. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი სიცოცხლისათვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი სხეულისათვის, რით შევიმოსოთო. განა სიცოცხლე უფრო მეტი არ არის, ვიდრე საზრდელი და სხეული - უფრო მეტი, ვიდრე სამოსელი?
26. შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ არა სჯობიხართ ფრინველთ?
27. ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე?
28. ან სამოსლისთვის რაღადა ზრუნავთ? შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ.
29. მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი.
30. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?
31. ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით შევიმოსოთო?
32. ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი, და ვინაიდან მამამ თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ.
33. მაშ, ეძებეთ უპირველესად უფლის სასუფეველი და სიმართლე მისი, და ყოველივე ეს მოგეცემათ თქვენ.
34. ნუ ზრუნავთ ხვალინდელი დღისათვის, რადგან ხვალე თვითონ იზრუნებს თავისას: ყოველ დღეს ეყოფა თავისი საზრუნავი.
ჩვენთვის ღვთივბოძებული საქართველო, ლაზარე
ქართველ ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გერბი
--------------------
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9535
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15
#60498395
· 25 Jun 2023, 13:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Катеньки
QUOTE
მათეს სახარება, თავი მეექვსე
საქართველო რა შუაშია მანდ?
--------------------
Honor me, Chaldean priests
Bow to me in adoration
Evangelize prophets of the boundless joy
Sanctify the sin of indulgence
"Inside every cynical person is a disappointed idealist" George Carlin
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#60498825
· 25 Jun 2023, 16:31 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Катеньки
QUOTE
ქართველ ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის გერბი
მეზობლად მყავს მეფე - ნუგზარა. კაი კაცია, დილაობით ძაღლს ასეირნებს ხოლმე. დალევა უყვარს. ხანდახან თეატრშიც აკეთებს რაღაცეებს.
ოღონდ ეს სულიერ მისიასთან რა კავშირშია?
ჩემო კარგო, იქნებ ჩამოყალიბდე რისი თქმა გინდა.
--------------------
შეიცანი სხვა, იქნები სწავლული; შეიცანი შენი თავი, იქნები ბრძენი [ლაო ძია]
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9535
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15
#60500114
· 26 Jun 2023, 02:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
რას ემსახურება საერთოდ ეს თემა?
მე ლამის ყველა სიტყვაზე ვორნი მემატება და ეს არაუშავს? ეკითხები თემა რაზეა და პასუხს არ წერს
შერჩევითი სამართალიო თუ რას ეძახიან?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Катеньки
God Particle, MotherDoctress, Little Hut
ჯგუფი: Members
Катеньки
God Particle, MotherDoctress, Little Hut
ჯგუფი: Members
წერილები: 2132
წევრი No.: 213796
რეგისტრ.: 5-February 16
#60504288
· 27 Jun 2023, 18:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დათიკო
QUOTE
ჩემო კარგო, იქნებ ჩამოყალიბდე რისი თქმა გინდა.
საიმისოდ, რათა ვეძებოთ ღმერთი, საერთოდ არ გვჭირდება მიზეზი.
იმისთვის, რომ გვინდოდეს წმიდა სამებასთან ურთიერთობა,
მასთან თანამყოფობა, მიზეზის ძიება არც საამისოდ გვინდა.
ქრისტე იმიტომ გვჭირდება, რომ ქრისტე გვჭირდება.
ვერაფრით წარმოვიდგენდით მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ჩვენი ერის უზარმაზარი ნაწილი ანთებული სანთლებივით
ვიდექით მართლმადიდებლურ ქრისტიანულ ეკლესიაში და ვხარობდით ღმერთით, რომ ახალი ეპოქა ამდენ ცვლილებას
მოიტანდა და ეს უკეთურებანი ჩვენს ყოველდღიურ ყოფიერებას საერთოდ შეეხებოდა. მაგრამ ეს ხდება სამწუხაროდ.
ვფიქრობ, რომ რაღაც ვერ გავაკეთეთ სწორად ჩვენმა თაობამ, რაღაც მნიშვნელოვანი გამოგვრჩა, რამაც ყველაზე
მეტად ახალგაზრდები გახადა მოწყვლადი და დაუცველი დატოვა დღევანდელი რეალობის, 21-ე საკუნის ყოფის მიმართ.
ადამიანის თუ ერის სულიერი ცხოვრება მუდმივად ერთ საფეხურზე ვერ დარჩება და ამას აქვს თავისი გასაგები მიზეზები.
მაგრამ ჩვენ რაღაც უფრო დაღმასვლისკენ მივექანებით - ცხონების ზღვარს ქვემოთ ჩამოვდივართ, ვიდრე აღმასვლა გვაქვს.
"ახლა უკვე უფრო გვიანია, ვიდრე ჩვენ გვგონია. აპოკალიპსისი უკვე ახლა აღესრულება."
/მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი/
რა უნდა მოვიმოქმედოთ ქრისტიანებმა ჩვენი სულების ხსნისთვის? რა იარაღი და საშუალება უნდა გამოვიყენოთ ეშმაკის ყველა მანქანებათა
წინააღმდეგ ადამიანებმა, რომელთაც ამ საშინელ დღეებში მოგვიწევს ცხოვრება? ამ კითხვებზე პასუხი იოანეს გამოცხადებაშია: "აქა არს
მოთმინებაი წმიდათაი, რომელთა დაიცვნენ მცნებანი ღმრთისანი და სარწმუნოებაი იესუისი."(გამოცხ. 14,12)
მაგრამ მოთმინებას უფალ იესო ქრისტესადმი სიყვარულის გარეშე არანაირი სარგებლობის მოტანა არ შეუძლია ტანჯული
ადამიანისთვის, რამეთუ პავლე მოციქულის სიტყვით: "და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი
ჩემნი დასაწუელად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა." (I კორინთ. 13,3).
ხოლო თვით ეს სიყვარული უფლისადმი, წმიდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სიტყვით, გამოიხატება საღმრთო
მცნებების აღსრულებით. მაშ, მოთმინებაც და სიყვარულიც გამოიხატება ქრისტეს რჯულის ერთგულებით აღსრულებაში.
QUOTE
მეზობლად მყავს მეფე - ნუგზარა. კაი კაცია, დილაობით ძაღლს ასეირნებს ხოლმე. დალევა უყვარს.
ხანდახან თეატრშიც აკეთებს რაღაცეებს. ოღონდ ეს სულიერ მისიასთან რა კავშირშია?
თქვენი მეზობელი მეფე-ნუგზარა, ამასთან, ყველა სხვა კონფესიის ადამიანი ზუსტად ისევე მიიღებს საქართველოს სულიერ განვითარებაში,
აღორძინებასა და აღმშენებლობაში მონაწილეობას, როგორც საუკუნეთა მანძილზე ღებულობდნენ ჩვენთან თანაცხოვრების პირობებში.
ან უფლის სასწაულით, როგორღაც მოექცევიან ქრისტეს რჯულზე და ისე მიიღებენ მონაწილეობას, როგორც სურს წმიდა სამებას.
იგივე ითქმის მთელს კაცობრიობაზე, რამეთუ ასეთია ღმერთის ნება.
ჩვენი ერის ისტორიულ წარსულს გადავხედოთ.
თამარის ეპოქის დასრულების შემდეგ ჩვენ ფაქტიურად გავდივართ სულიერი დაღმასვლის ეტაპებს. იყო გამონათების პერიოდები
უფლის წყალობით, ისიც მაშინ, როცა ერი და ბერი უბრუნდებოდა ქრისტეს რჯულის ერთგულებით აღსრულებას - სწორედ
მორჩილებით, სიმდაბლით, სიყვარულით, რწმენით, იმედით, მოთმინებით, ერთგულებით წმიდა სამებისადმი.
This post has been edited by
Катеньки
on 27 Jun 2023, 19:45
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Saturnus
we learn by pain
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 9535
წევრი No.: 207692
რეგისტრ.: 16-September 15
#60504303
· 27 Jun 2023, 18:07 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Катеньки
QUOTE
საიმისოდ, რათა ვეძებოთ ღმერთი, საერთოდ არ გვჭირდება მიზეზი.
იმისთვის, რომ გვინდოდეს წმიდა სამებასთან ურთიერთობა,
მასთან თანამყოფობა, მიზეზის ძიება არც საამისოდ გვინდა.
ქრისტე იმიტომ გვჭირდება, რომ ქრისტე გვჭირდება.
"ახლა უკვე უფრო გვიანია, ვიდრე ჩვენ გვგონია. აპოკალიპსისი უკვე ახლა აღესრულება."
/მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი/
რა უნდა მოვიმოქმედოთ ქრისტიანებმა ჩვენი სულების ხსნისთვის? რა იარაღი და საშუალება უნდა გამოვიყენოთ ეშმაკის ყველა მანქანებათა
წინააღმდეგ ადამიანებმა, რომელთაც ამ საშინელ დღეებში მოგვიწევს ცხოვრება? ამ კითხვებზე პასუხი იოანეს გამოცხადებაშია: "აქა არს
მოთმინებაი წმიდათაი, რომელთა დაიცვნენ მცნებანი ღმრთისანი და სარწმუნოებაი იესუისი."(გამოცხ. 14,12)
მაგრამ მოთმინებას უფალ იესო ქრისტესადმი სიყვარულის გარეშე არანაირი სარგებლობის მოტანა არ შეუძლია ტანჯული
ადამიანისთვის, რამეთუ პავლე მოციქულის სიტყვით: "და შე-ღათუ-ვაჭამო ყოველი მონაგები ჩემი და მივსცნე ჴორცნი
ჩემნი დასაწუელად და სიყუარული არა მაქუნდეს, არარაჲვე სარგებელ არს ჩემდა." (I კორინთ. 13,3).
ხოლო თვით ეს სიყვარული უფლისადმი, წმიდა მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის სიტყვით, გამოიხატება საღმრთო
მცნებების აღსრულებით. მაშ, მოთმინებაც და სიყვარულიც მოიპოვება ქრისტეს რჯულის ერთგულებით აღსრულებაში.
საქართველო რა შუაშია მერე აქ?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#60505459
· 27 Jun 2023, 23:36 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Катеньки
QUOTE
საიმისოდ, რათა ვეძებოთ ღმერთი, საერთოდ არ გვჭირდება მიზეზი.
იმისთვის, რომ გვინდოდეს წმიდა სამებასთან ურთიერთობა,
მასთან თანამყოფობა, მიზეზის ძიება არც საამისოდ გვინდა.
ქრისტე იმიტომ გვჭირდება, რომ ქრისტე გვჭირდება.
კი ბატონო, გეთანხმები!
ერის სულიერ მისიათან რა კავშირშია ეს?
QUOTE
თქვენი მეზობელი მეფე-ნუგზარა, ამასთან, ყველა სხვა კონფესიის ადამიანი ზუსტად ისევე მიიღებს საქართველოს სულიერ განვითარებაში,
აღორძინებასა და აღმშენებლობაში მონაწილეობას, როგორც საუკუნეთა მანძილზე ღებულობდნენ ჩვენთან თანაცხოვრების პირობებში.
აჰა, გასაგებია.
შენი აზრით, მონარქია ერთ-ერთი ბერკეტია იმისთვის რომ ქვეყანა (ანუ მისი მოსახლეობა) ქრისტეს გზას დაადგეს და ცხონდეს.
მაინტერესებს რას ეფუძნება ეს მოსაზრება. რამე წინასწარმეტყველებაა?
უპრიანი არ იქნებოდა, გვეთქვა, რომ ეკლესიის ღირსეული პატრიარქი და მის მიერ ხელდასხმული სასულიერო დასი შეძლებდა ქვეყნის სულიერი გაჯანსაღების მისიას?
რანაირად უნდა იმოქმედოს მონარქიამ ქვეყნის რელიგიურ განწყობაზე?
აქვე, კიდევ ერთხელ ვიკთხავ - რას მიშნავს ერის სულიერი მისია? შეიძლება თუ არა ერს გააჩნდეს რაიმე მისია, მითუმეტეს სულიერი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
marna
Super Member
ჯგუფი: Registered
marna
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 131
წევრი No.: 206184
რეგისტრ.: 9-August 15
#60506268
· 28 Jun 2023, 10:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბევრი ტექსტი წერია თემაში და გულწრფელად რომ გითხრათ დავიზარე წაკითხვა, თუმცა სათაურმა ჩემი ყურადღებაც მიიქცია და ასე შემოვიხედებოდი ხოლმე რამე თუ ხდებოდა და კომენტარებს ვკითხულობდი.
არ ვიცი თემის ავტორს რა უდევს გულში, თუმცა ვინმემ რომ დამისვას კითხვა საქართველოს სულიერი მისია რა არისო? მე ასე გავცემდი პასუხს:
დათიკო
სწორად აღნიშნეთ, ყველა ადამიანი მხოლობითია და თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი და გაიაროს ცხონების გზაც.
თუმცა კრებითზე რომ გადავიდეთ, ერი და სამშობლოც ხომ დიდი მოცულობის ოჯახია? ანუ შენ, ინდივიდი თუ ოჯახში ხარ, ქრისტიანი ხარ და შენიანებზე გული შეგტკივა, ხომ ეცდები მათაც მოჰფინო ნათელი? შეძლებ თუ არა სხვა საკითხია, მაგრამ სურვილი ხომ გექნება?
ჰოდა ასეა ჩემი აზრით ერის შემთხვევაშიც. ერი რომ დიდი ოჯახია და ბევრი სხვადასხვა წევრისგან შედგება - მათში არსებული ქრისტიანების სურვილი ხომ არის რომ სხვა მისი ამ დიდი ოჯახის წევრების ჭეშმარიტების გზაზე დაყენება?
და მსოფლიოს მასშტაბზე თუ გადავალთ, მე ამას ასე დავინახავ, რომ მსოფლიოც დიდი ოჯახია, რომელიც სხვადასხვა წევრებისგან(ერებისგან) შედგება. ჰოდა ჩვენს მაგალითზე, საქართველოს, ანუ როგორც მსოფლიოს დიდი ოჯახის ერთი რიგითი წევრის მისია, მისწრაფება და მოწოდება არის იგივე რაც ყოველი ქრისტიანისა(ამ მოწოდების შინაარსზე დაბლა მოგახსენებთ ჩემს აზრს).
დათიკო
ზემოთ დააფიქსირეთ და მე პირადად ამაშიც გეთანხმებით(ვფიქრობ თემის ავტორიც დაგვეთანხმება), რომ ასე ჰოპ და საქართველო "რჩეულია" და ამის გამო ყველა საქართველოს მოქალაქე ცხონდება ავტომატურად - ზღაპარია. თუმცა საქართველო თუ სულიერად ამაღლებული იქნება, და სიყვარული და სიკეთე იტრიალებს ხალხში, რა თქმა უნდა დიდი შანსია რომ გარშემომყოფნიც(ვინც ნაკლებად სულიერია) გაკეთილშობილდნენ და მათი ასე ვთქვათ ცხონების კოეფიციენტიც ასე გაიზრდება.
სხვა ერებზე არ ვიცი(თუმცა ეჭვქვეშ არ ვაყენებ და არაფერს გამოვრიცხავ და შეიძლება ჩვენზე რჩეულიც არის ვინმე), მაგრამ საქართველოზე მართლაც უდიდესი მადლია ჩემი აზრით თუნდაც იმით, რომ ბევრი საოცარი სულიერი ადამიანი გვყოლია. ასეთ დროს ყველაზე თვალსაჩინოდ მე პირადად ბერი გაბრიელი მახსენდება ხოლმე(ჩემთვის ეს ერთი ადამიანიც კმარა, სხვებზე რომ აღარაფერი ვთქვათ), მართლაც რომ საოცრება და წაკითხული მაქვს მისივე ციტატა, რომ "საქართველოში წმინდანთა ჯაჭვი არასდროს არ გაწყვეტილა". ანუ ეს მადლი მოჰყვება ჩვენდა საბედნიეროდ ჩვენს ქვეყანას, რომ გვყავდნენ და გვყვანან მნათობნი. ჰოდა ამ "ერის რჩეულობაზე" კი იმას ვიტყოდი, რომ ვისაც მეტი მიეცა - მეტიც მოეთხოვება. ანუ მეტი პასუხისმგებლობა გაქვს და ეს "რჩეულობაც" ასე თავისით აღებული არაა არაფრის გარანტი. რადგან თუ შენ ამ მოცემულ საგანძურს გაანიავებ და დაკარგავ, გამოხვალ უბრალოდ "ერთ დროს რჩეული". უფროს ძმას(ან დას) რომ ოჯახში პატარა წევრები ჩააბარონ მშობლებმა და ამან რომ არ მოუაროს და ბავშვებმა რომ რამე მოიწიონ მშობლებთან იმით იმართლებს მერე ეს ჯიგარი თავს: მე ხომ "რჩეული" ვიყავი კაცოო? იგივეა ჩემი აზრით ეს ერის "რჩეულობაც", მეტი პასუხისმგებლობა.
ხოლო ზოგადად ქრისტიანის მოწოდებაზე ჩემი(არავისგან გამორჩეული არ ვარ, დამერწმუნეთ, ცოდვები.ჯი ვარ თავიდან ბოლომდე) რწმენა და შეხედულება ასეთია:
სიყვარულია ყველაფრის თავი და ბოლო, აზრიც და მნიშვნელობაც და მის გარეშე ყველაფერი - არაფერია.
სახარებაც არ მაქვს წაკითხული, მაგრამ ასე ალაგ-ალაგ რაღაცებისთვის თვალი მომიკრავს და მამახსოვრდებოდა ზოგიერთი ამონარიდები, რადგან ჩემთვის საგულისხმო იყო ხოლმე. ჰოდა როგორც მახსოვს ასე მთავრდება ერთ-ერთი ავტორის სახარება, რომ "წადით და ახარეთ ყველასო" ანუ მოწოდება, რომ სხვებსაც გაუზიარეთ და სიხარული მოჰფინეთ ყველასო(ანუ მსოფლიოსო).
ერთი ქართველი მოძღვრის ციტატით დავამთავრებ, აი ეს არის ჩემი აზრით რიგითი ქრისტიანის და მერე ქრისტიანი ერების მისიაც:
"გახსოვთ უფალი როგორ ამბობს, როგორ მიხვდებიან, რომ მისნი ვართ?
- აი, მოვიდა ადამიანი და გვაკვირდება,
გვაკვირდება ისე, რომ ჩვენ მას ვერ ვხედავთ,
მოვიდა და უცებ ხედავს - ერთი მეორეს წაეკიდა, ვიღაცამ ვიღაცაზე რაღაც ზურგს უკან თქვა
- იფიქრებს ესენი ვინ არიან, ამათ ხომ სახარება წაკითხული არ აქვთ, იქ ხომ წერია-იმით მიხვდებიან, რომ ჩემები ხართ, რომ ერთმანეთი გეყვარებათ,
- ესენი არ არიან ქრისტესი და წავა, წავა და აბსოლუტურად სწორი იქნება,
ამიტომ არის
- ჩვენ რომ ერთმანეთი გვიყვარდეს, ეს არის ვალდებულება,
- უფალმა ასე გვითხრა."
გმადლობთ თუ წაიკითხეთ,
საუკეთესო სურვილებით..
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#60506334
· 28 Jun 2023, 11:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
marna
QUOTE
სწორად აღნიშნეთ, ყველა ადამიანი მხოლობითია და თვითონ უნდა გააკეთოს არჩევანი და გაიაროს ცხონების გზაც.
თუმცა კრებითზე რომ გადავიდეთ, ერი და სამშობლოც ხომ დიდი მოცულობის ოჯახია? ანუ შენ, ინდივიდი თუ ოჯახში ხარ, ქრისტიანი ხარ და შენიანებზე გული შეგტკივა, ხომ ეცდები მათაც მოჰფინო ნათელი? შეძლებ თუ არა სხვა საკითხია, მაგრამ სურვილი ხომ გექნება?
ჰოდა ასეა ჩემი აზრით ერის შემთხვევაშიც. ერი რომ დიდი ოჯახია და ბევრი სხვადასხვა წევრისგან შედგება - მათში არსებული ქრისტიანების სურვილი ხომ არის რომ სხვა მისი ამ დიდი ოჯახის წევრების ჭეშმარიტების გზაზე დაყენება?
და მსოფლიოს მასშტაბზე თუ გადავალთ, მე ამას ასე დავინახავ, რომ მსოფლიოც დიდი ოჯახია, რომელიც სხვადასხვა წევრებისგან(ერებისგან) შედგება. ჰოდა ჩვენს მაგალითზე, საქართველოს, ანუ როგორც მსოფლიოს დიდი ოჯახის ერთი რიგითი წევრის მისია, მისწრაფება და მოწოდება არის იგივე რაც ყოველი ქრისტიანისა(ამ მოწოდების შინაარსზე დაბლა მოგახსენებთ ჩემს აზრს).
ქვეყანა ნიშნავს მოქალაქეების ერთიანობას, რომელიც იზიარებს ამ ქვეყნის კონსტიტუციას, მის ღირებულებებს, ენას, კულტურას და ა.შ.
მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ ქვეყნის მოსახლოება განსხვავდება ერთმანეთისგან. მადლობა ღმერთს, ჩვენ დიდი ხანია მოვიშორეთ კომუნიზმი და ვაშენებთ დემოკრატიულ. სახელმწიფოს, სადაც წესითა და რიგით თავისუფალია პოლიტიკური, რელიგიური თუ სხვა სახის არჩევანი. ძალით თავზე მოხვევა, რაც არ უნდა ის ჭეშმარიტად და სასარგებლოდ მიგვაჩნდეს, დაუშვებელია. თუკი ვიღაც ჯგუფმა დაიჟინა, რომ თაფლი სასარგებლოა (რაც ნამდვილად ასეა), არ ნიშნავს იმას, რომ ის ყველას ძალით უნდა ვაჭამოთ. კაცია და გუნება, არ უნდა და მორჩა!
მეტსაც ვიყტვი, ეს ფსევდომესიანური დამოკიდებულება, სადაც ქართველი ერის სულიერ მისიაზეა საუბარი, თავად ქრისტიანობასაც ეწინააღმდეგება.
ჩვენ გვმართებს მაქსიმალურად განვანათლოთ საზოგადოება, ოღონდ ობიექტურად, ხოლო გადაწყვეტილება თავად მიიღონ. აქ არანაირ სულიერ მისიაზე არ არის საუბარი. აქ არის ადამიანებზე ზრუნვა. ხოლო თუკი ამ ხალხს არ სურს ჩვენგან ამ (ჩვენთვის ცნობილი) სიკეთის მიღება, მისი ძალით თავზე მოხვევა კატეგორიულად მიუღებელია.
ეს უკვე პროზელიტიზმის მახინჯი ფორმაა და ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს. რომ არაფერი ვთქვათ ანტისახელმწიფოებრიობაზე.
იმაში კი უდაოდ გეთანხმებით. წადით და უქადაგეთ... ოღნდ მეტსაც დავამატებ: იცხოვრეთ ისე, რომ თქვენს გარშემო ათასები ცხონდნენ. ოღონდ ეს ერის სულიერ მისიასთან რა კავშირშია, არ მესმის.
სახარებაში გარკვევით არის ნათქვამი, რომ რა წამსაც შევუდგებით ქრისტეს გზას, იქ აღარ არსებობს არც კაცი, არც ქალი, არც დედა არც მამა, არც ეროვნება...
ერის სულიერი მისია არა იხვის ტოლმა!
This post has been edited by
დათიკო
on 28 Jun 2023, 11:15
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
marna
Super Member
ჯგუფი: Registered
marna
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 131
წევრი No.: 206184
რეგისტრ.: 9-August 15
#60506408
· 28 Jun 2023, 11:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დათიკო
გეთანხმები მეგობარო, ქვეყანა სხვადასხვა მრწამსის და მსოფლმხედველობის ადამიანებისგან შევდგებით და თავს არავის არაფერი არ უნდა მოახვიო..
QUOTE
აქ არის ადამიანებზე ზრუნვა
QUOTE
ოღნდ მეტსაც დავამატებ: იცხოვრეთ ისე, რომ თქვენს გარშემო ათასები ცხონდნენ.
QUOTE
ოღონდ ეს ერის სულიერ მისიასთან რა კავშირშია, არ მესმის
აი მეგობარო, შენსავე წერილშია ამაზე პასუხი: "იცხოვრეთ ისე, რომ თქვენს გარშემო ათასები ცხონდნენო".. ეს რომ ასე განვავრცოთ, ეგ თუ ინდივიდზეა ნათქვამი, ავიტანოთ ოჯახის ხარისხში ჯერ, ისე იცხოვრეთ თქვენ რაზიკაშვილებო(სიტყვაზე ვამბობ..), რომ თქვენს გვერდით რომ სხვა ოჯახები(ათასები) და მისი წევრები არიან ისინიც ცხონდნენ. ახლა ავიტანოთ საერთაშორისო ხარისხში, ისე იცხოვრეთ თქვენ ქართველებო(ესაც მაგალითისთვის) რომ თქვენს გვერდით რომ არიან სომხები, იმათ გვერდით თურქები და ა.შ ანტარქტიდამდე, ისე იცხოვრეთ რომ ცხონდნენ ეგ ათასები.. და რა შუაშია აქ საქართველო? სამართლის კუთხით რომ დაფიქრდე არც არაფერში.. უბრალოდ თუ საქართველო ერთიანი და ქრისტიანი იქნება, მისი ეგ მისიაც თავისთავად დაიბადება, რომ სანიმუშო ქრისტიანული ოჯახივით იყოს და ამით აცხოვნოს სხვა ერებიც(იქ მცხოვრები ცალკე ადამიანები), თორემ ეს უთანასწორობას და არიქა ყველას ვჯობივართ-ს არ ნიშნავს, და არც ეროვნების ნიშნით ცხონებას.
ახლა სხვა ერის წარმომადგენლებს რომ არ ვიცნობ ვერაფერს ვიტყვი და ქართველი მნათობები რომ იყვნენ აქედან გამომდინარე ჩემთვის ჩემი სამშობლო არის რჩეული.. თუმცა ისევ დავძენ, რჩეული თუ ხარ, პასუხისმგებლობა გაქვს ე.ი რომ შენ თუ ცხონების გზას დაადექი, იმ ათასების ცხონება უნდა ეცადო(ძალდაუტანებლად რა თქმა უნდა). ამას შეიძლება დაარქვა მისია ჩემი აზრით, თორემ როგორც ყველა დაბადებული ადამიანია მოწოდებული ცხონებისთვის და სიხარულისთვის, ასევე ყველა ერზეც ითქმის. ეს უბრალოდ სუბიექტური აღქმაა, რომ საქართველოში ფესვები აქვს გამაგრებული ქრისტიანობას და იქნებ ეს მნათობის მისია შეასრულოს სხვებისთვის(განვრცობით ხარისხში). ეს გზა და მისწრაფებაა მეგობარო, თორემ თავადაც აღნიშნე, არაქრისტიანების და უბრალოდ მონათლული ქრისტიანების მეტი რა არის ჩვენს ქვეყანაში?.. ბოდიში თუ აბდა-უბდად ვწერ.
პ.ს თავს ვერ დავდებ, რომ თემის ავტორიც იგივეს მოიაზრებდა, უბრალოდ ჩემი აზრები მოგახსენეთ
This post has been edited by
marna
on 28 Jun 2023, 13:01
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#60508032
· 28 Jun 2023, 19:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
marna
გასაგებია პოზიცია, უბრალოდ მაინც ინდივიდებამდე
მივდივართ. ჩვენი მაგალითით თუ სხვა ცხონდება, საბოლოო ჯამში მაინც ის კონკრეტული პიროვნება იქნება საკუთარი თავის გადარჩენაზე პასუხისმგებელი. ერი ან ქვეყანა აქ არაფერ შუაში არ არის.
როდესაც ვახსენებთ წმინდა მამებს არასოდეს არ ვაკეთებთ აქცენტს მათ წარმომავლობაზე. მათ აღარ გააჩნიათ ეროვნება, რადგან ქრისტეს ეკლესიის წმინდანთა დასის წევრები არიან და არა რომელიმე ქვეყნის გმირები.
სულიერი მისია უნდა იყოს ადამიანებზე ზრუნვა და სიყვარული განურჩევლად ეროვნებისა.
ეს ფსევდო ფილოსოფია ურაპატრიოტული წარმონაქმნია. უფრო თეოკრატიული სახელმწიფოს იდეოლოგიას წააგავს ვიდრე ნამდვილ ქრისტიანობას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Катеньки
God Particle, MotherDoctress, Little Hut
ჯგუფი: Members
Катеньки
God Particle, MotherDoctress, Little Hut
ჯგუფი: Members
წერილები: 2132
წევრი No.: 213796
რეგისტრ.: 5-February 16
#60547871
· 12 Jul 2023, 14:32 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დათიკო
QUOTE
შენი აზრით, მონარქია ერთ-ერთი ბერკეტია იმისთვის რომ ქვეყანა (ანუ მისი მოსახლეობა) ქრისტეს გზას დაადგეს და ცხონდეს.
ქრისტიანული რჯული რომ ძალადობრივი არ არის ხომ მეთანხმებით?
ძალით მართლმადიდებელი ვერ გახდება ადამიანი. ამ მოცემულობასაც ხომ იზიარებთ?
ძალადობრივად კი არა, ვისაც ნებით გვსურს, ჩვენც კი რამდენს ვცოდავთ ღმერთის წინაშე.
წმიდა სამების ყოვლისშემძლეობა სწორედ იმაშია, რომ ის ჩვენს თავისუფალ ნებას არ ეხება.
მაგრამ დრო ცოტაა. და ამას უნდა მივხვდეთ ადამიანები, უფალს უნდა ვევედროთ, რომ მიგვახვედროს.
ღვაწლს, რომელსაც გავიღებთ, ჩვენ გვგონია რომ ჩვენ გავიღებთ. ვცდებით. უფალი გვაძლევს, რომ გავიღოთ.
ღვაწლს, რომელსაც წმიდა სამებისთვის გავიღებთ, რეალურად ჩვენი სულებისთვის გავიღებთ.
ღვაწლს, რომელსაც ჩვენი სულებისთვის გავიღებთ, იმას ხომ ისედაც ჩვენი სულებისთვის გავიღებთ.
ღვაწლს, რომელსაც მოყვასისთვის გავიღებთ, იმასაც ჩვენი და მათი სულების საცხონებლად გავიღებთ უფლის წინაშე.
ამიტომ მისონერული ცხოვრება საკუთარის ხარჯვა კი არა, ღმერთისგან მომადლებული წყალობის გაცემაა გარშემომყოფებზე.
რაც მოგვცა წმიდა სამებამ, რაც გაგვაჩნია, მხოლოდ წმიდა სამების ნების მსახურებაში, სიტყვის აღსრულებაში უნდა გამოვიყენოთ.
მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ფარისევლებიც და მწიგნობრებიც ემსახურებოდნენ ღმერთის სიტყვას თუ ნებას, იცავდნენ რჯულს.
გვესმის კი უფლის ნება?
გვესმის კი ქრისტეს სიტყვები?
რამდენად ახლოს ვართ ჩვენს შემოქმედთან, რომ გვესმოდეს მისი?
ვგრძნობთ კი ღმერთის არსებობას ჩვენს გულში? რა დაემართა ჩვენს გულებს?
ხომ არ გადავუხვიეთ ღმერთის გზიდან ისე შორს, რომ უკან დასაბრუნებელ გზასაც ვეღარ ვპოულობთ?
რამდენად სავსეა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ყოველდღიური ყოფა, ჩვენი თითოეული სურვილი, ქმედება, სიტყვა, აზრი ღმერთით?
დიახ, სწორედ 21-ე საკუნეში, დღის მანძილზე რამდენ დროს ვუთმობთ ღმერთთან ურთიერთობას, მის ნებაზე, მის სიტყვაზე ფიქრს?
რას ვამბობთ, რას ვგრძნობთ, რას ვფიქრობთ, რას ვაკეთებთ, რისთვის ვიბრძვით, რას ვემსახურებით, საით მივდივართ, რა არის ჩვენი მიზანი?
ვიცით კი ჩვენით, რა არის ჭეშმარიტება და რა - ილუზია, იმიტაცია, სიყალბე? რა არის ჩვენი პირადი საზომი? ჩვენი აღქმა ხომ სუბიექტურია ყოველთვის...
***
„ქართლის ცხოვრება“ გვამცნობს: „და შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რა ჟამს წილ იგდეს
მოციქულთა, მაშინ ყოვლად წმიდასა ღმრთის მშობელსა წილად ხვდა მოქცევად ქვეყანა საქართველოსა.“
დედაღვთისა აპირებდა მცხეთაში წამობრძანებას, მაგრამ მას გამოეცხადა მაცხოვარი და ამცნო:
„ჰოი დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო
ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა
მას შენდა ხვედრებულსა, და თანაწარატანე ხატი შენი ვითარიცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ ხატი იგი შენი მკვიდრობდეს
მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა.“
რას ნიშნავს ქრისტეს ეს სიტყვები ჩვენთვის?
This post has been edited by
Катеньки
on 12 Jul 2023, 16:05
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
დათიკო
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33453
წევრი No.: 8152
რეგისტრ.: 10-January 05
#60548094
· 12 Jul 2023, 16:01 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Катеньки
QUOTE
ქრისტიანული რჯული რომ ძალადობრივი არ არის ხომ მეთანხმებით?
დიახ!
QUOTE
ძალით მართლმადიდებელი ვერ გახდება ადამიანი. ამ მოცემულობასაც ხომ იზიარებთ?
დიახ!
QUOTE
ძალადობრივად კი არა, ვისაც ნებით გვსურს, ჩვენც კი რამდენს ვცოდავთ ღმერთის წინაშე.
წმიდა სამების ყოვლისშემძლეობა სწორედ იმაშია, რომ ის ჩვენს თავისუფალ ნებას არ ეხება.
მაგრამ დრო ცოტაა. და ამას უნდა მივხვდეთ ადამიანები, უფალს უნდა ვევედროთ, რომ მიგვახვედროს.
ღვაწლს, რომელსაც გავიღებთ, ჩვენ გვგონია რომ ჩვენ გავიღებთ. ვცდებით. უფალი გვაძლევს, რომ გავიღოთ.
ღვაწლს, რომელსაც წმიდა სამებისთვის გავიღებთ, რეალურად ჩვენი სულებისთვის გავიღებთ.
ღვაწლს, რომელსაც ჩვენი სულებისთვის გავიღებთ, იმას ხომ ისედაც ჩვენი სულებისთვის გავიღებთ.
ღვაწლს, რომელსაც მოყვასისთვის გავიღებთ, იმასაც ჩვენი და სხვისი სულების საცხონებლად გავიღებთ უფლის წინაშე.
ამიტომ მისონერული ცხოვრება საკუთარის ხარჯვა კი არა, ღმერთისგან მომადლებული წყალობის გაცემაა გარშემომყოფებზე.
რაც მოგვცა წმიდა სამებამ და რაც გაგვაჩნია, მხოლოდ წმიდა სამების ნების მსახურებაში უნდა გამოვიყენოთ.
გვესმის კი უფლის ნება?
გვესმის კი ქრისტეს სიტყვები?
რამდენად ახლოს ვართ ჩვენს შემოქმედთან, რომ გვესმოდეს მისი?
ხომ არ გადავუხვიეთ ღმერთის გზიდან ისე შორს, რომ უკან დასაბრუნებელ გზასაც ვეღარ ვპოულობთ?
რამდენად სავსეა ჩვენი ცხოვრება, ჩვენი ყოველდღიური ყოფა, ჩვენი თითოეული სურვილი, ქმედება, სიტყვა, აზრი ღმერთით?
დიახ, სწორედ 21-ე საკუნეში, დღის მანძილზე რამდენ დროს ვუთმობთ ღმერთთან ურთიერთობას, მის ნებაზე, მის სიტყვაზე ფიქრს?
რას ვამბობთ, რას ვგრძნობთ, რას ვფიქრობთ, რას ვაკეთებთ, რისთვის ვიბრძვით, რას ვემსახურებით, საით მივდივართ, რა არის ჩვენი მიზანი?
ვიცით კი, რა არის ჭეშმარიტება და რა - ილუზია, იმიტაცია, სიყალბე? რა არის ჩვენი საზომი? ჩვენი აღქმა ხომ სუბიექტურია ყოველთვის...
ეს ყველაფერი გასაგებია და მისაღები
ერის სულიერ მისიასთან როგორ დავაკავშიროთ?
მთელი ამდენი ხანია ჩვენ ვსაუბრობთ ქრისტიანულ ღირებულებებზე, რასთანაც მე არანაირი საწინააღმდეგო აზრი არ გამაჩნია. პრობლემა ერის სულიერი მისიის განმარტებაშია.
ერი არ შედგება მხოლოდ ქრისტიანებისგან. ჩვენ ბევრი სხვა რელიგიის წარმომადგენელი გვავს, ბევრიც უბრალოდ ათეისტი. რანაირად უნდა გააჩნდეს ერს სულიერი მისია, როდესაც მისი უდიდესი ნაწილი არაეკლესიური ფსევდოქრისტიანია?!
დაძალებით, თავადაც ამბობ, რომ ცვერ მოხერხდება. აბა რა იგულისხმება ამ ერის სულიერ მისიაში?
QUOTE
„ქართლის ცხოვრება“ გვამცნობს: „და შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რა ჟამს წილ იგდეს
მოციქულთა, მაშინ ყოვლად წმიდასა ღმრთის მშობელსა წილად ხვდა მოქცევად ქვეყანა საქართველოსა.“
დედაღვთისა აპირებდა მცხეთაში წამობრძანებას, მაგრამ მას გამოეცხადა მაცხოვარი და ამცნო: „ჰოი დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო
ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის. ხოლო შენ წარავლინე პირველწოდებული ანდრია ნაწილსა
მას შენდა ხვედრებულსა, და თანაწარატანე ხატი შენი ვითარიცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ ხატი იგი შენი მკვიდრობდეს
მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა.“
რას ნიშნავს ქრისტეს ეს სიტყვები ჩვენთვის?
ქრისტეს ქადაგება საქართველოში გასაგებია. ჩვენი ქვეყბის დიდმა ნაწილმა მიიღო ქრისტიანობა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მას რაიმე მისია დაეკისრა. ქრისტეს სწავლება არის ცხონებისკენ მიმავალი გზა, რომელიც ყველა ადამიანმა ინდივიდუალურად უნდა გაიაროს. ცხონების კრებითი ფორმა არ არსებობს. არსებობს კონკრეტული ადამიანი და მისი დამოკიდებულება რელიგიასთან. თუკი რაიმე მისიაზეა საუბარი, ეს შეიძლება იყოს სასულიერო პირის მისია, იქადაგოს ქრისტე. ისევე როგორც წმ. ანდრიამ ან წმ. ნინომ იქადაგეს. ეგ ნამდვილად იყო მისია და დღესაც თუკი ქრისტიანობის ქადაგებაზეა საუბარი, ამ პროცესს შეიძლება ვუწოდოთ მისია. ტერმინი მისიონერიც აქედან მოდის. ერის სულიერი მისია რა ფენომენია, ამიხსნი?
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
ZAZAi
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 12613
წევრი No.: 43862
რეგისტრ.: 12-October 07
#60551126
· 13 Jul 2023, 18:52 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
Катеньки
სულიერ მისიას? ხუმრობთ პატივცემულო? ერთი გადახედეთ კომენტარებს, რომელ სულიერ მისიაზეა საუბარი?
https://www.facebook.com/reel/1424928264743330
სერიოზულად ვინატრე, რომ იქნებ გამომეღვიძოს და საშინელი სიზმარი აღმოჩნდეს ეს ყველაფერი. რას დაამსგავსეთ ქვეყანა!!
მიმაგრებული სურათი
(გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kotte
Crazy Member
ჯგუფი: Registered
kotte
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1179
წევრი No.: 234056
რეგისტრ.: 23-July 17
#60551130
· 13 Jul 2023, 18:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ჰო, კი, კგბ-ს შნირს ჩავაბაროთ ეკლესია და გვაცხონებს უეჭველი.
--------------------
"First we take Manhattan, then we take Berlin"
"Вєлком ту Юкреїн, сука!"
"Ŕосійський військовий корабель, йти нахуй."
·
ციტირება
·
^
0 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
რელიგია
|
იქით
»
Pages:
(24)
1
[2]
3
4
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.1448 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.