ამ ნაწყვეტს გვერდი ვერ აუარე რომ არ გამოვხმაურებოდი.)
სახარებიდან ვიცით რომ სამყაროში და დედამიწაზე ყველა პროცესებს ღმერთი განაგებს.
მათე (თავი10 29-30) 29. განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება.
30. ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია.
ლუკა (თავი12 24-28)24 შეხედეთ ყორნებს: არც თესავენ, არც მკიან; არც საკუჭნაო აქვთ და არც ბეღელი; და ღმერთი არჩენს მათ. მერედა, რამდენად სჯობიხართ ფრინველთ?
25 ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი ციდით მოიმატოს სიმაღლე?
26 ხოლო თუ უმცირესიც არ შეგიძლიათ, რაღას ზრუნავთ დანარჩენისთვის?
27 შეხედეთ, როგორ იზრდებიან ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ; მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი, მთელი თავისი დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი.
28 ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ, მცირედ მორწმუნენო?
თუნდაც სახარების ამ ორი ადგილიდან ძალიან საინტერესო ინფორმაციებს ვიგებთ ღმერთის მოქმედებაზე სამყაროში.
ა) რომ ყველაფერი აღრიცხულია და განსაზღვრულია დედამიწაზე, რომ ადამიანის თავზეც კი ყველა თმის ღერი დათვლილია.
ბ) ღმერთი აქტიურად მართავს იმ პროცესებს რომლებიც ფლორა ფაუნიაში მიმდინარეობს ბეღურის და ყვავის მაგალითი ასევე შროშანი კარგად აჩვენებს ამას.
ადამიანების ბედს რომ განაგებს ამაზე აღარაფერს ვამბობ ეს ვიცით და სხვა თემაა.
შესაბამისად სამყაროში თვითდინებაზე მიშვებული არანაირი ევოლუციური პროცესი არ მიმდინარეობს. ყველაფერი აქტიურად კონტროლდება ღმერთისგან და ეძლევა ის მიმართულება რაც რმერთს სურს.
ეხლა ავიღოთ ისეთი შემთხვევა და ადამიანი როცა არც ქრისტიანობა იცის არც სახარება აქვს წაკითხული თუმცა ეს ადამიანი იგივე დასკვნამდე მივა რაც ზემოთ დავწერე სამყაროზე დაკვირვებით. მაშ როგორ.
მთელი სამყარო თუმცა ავიღოთ მისი მცირე ნაწილი დედამიწა არის სისტემა რომელშიც მილიონობით პროცესი ურთიერთ თანაკვეთით ერთმანეთში ჰარმონიულად მოძრაობს და მიმდინარეობს.
ესენია კლიმატი (მსოფლიო ოკეანეების ცირკულაცია და მისი თანამოქმედება ჰაერთან,) და აშ უამრავი აღარ ჩამოვთვლი. გამოვყობ ფლორა ფაუნას და იქ არსებულ ცოცხალ ორგანიზმებს.
ფლორა ფაუნაში ათიათასობით სახეობის მილიონობით ცოცხალი ორგანიზმი ჰარმონიულად თანაარსებობს ერთმანეთთან და გარემო პირობებთან.
ამ ურთულეს სისტემაში უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია. ა) ის ფაქტორი რომ ფლორა ფაუნის ყველა არსება მუდმივად ჭამს ერთმანეთს.
ბ) ყველა სახეობას თავისი გამრავლების სისტემა აქვს ოდენობის, დროის და სხვა ფაქტორებით. ზოგი რომ ათასობით მრავლდება დროის კონკრეტულ მონაკვეთში სხვა სახეობა ერთეული ზუსტად იგივე დროში.
გ) ზრდის და გამრავლების ფაქტორები და სხვა.
იმისთვის რომ ამ სისტემამ ჰარმონიულად იფუნქციონიროს საჭორიოებს მუდმივ უხილავ კონტროლს. ვისგან ბუნებრივია ღმერთისგან რაზეც იყო საუბარი ზემოთ სახარების შესაბამის მუხლებში.
ეხლა კონკრეტულ მაგალითებს არ დავწერე ფლორა ფაუნის წარმომადგენლებისა. რადგან პოსტი სუპერ გრძელი გამოვა თუმცა სხვა დროს ესეც შემიძლია ეხლა უბრალო მსჯელობის ფორმითი მიმოხილვა დავწერე.
ათეისტი ევოლუციონისტები კი რასაც ამბობენ რომ პროცესები მიშვებულია სამყაროში და ფლორა ფაუნაში და მხოლოდ შემთხვევითობა ქაოსი და ბუნებრივი გარემო პირობები განაპირობებს ამ ურთულესი და გენიალური სისტემის ასეთ სრულყოფილ ფუნქციონირებას რათქმაუნდა სისულელეა.
ბუნებრივია ღმერთმა ჩადო ფლორა ფაუნის წარმომადგენლებში გარემო პირობებთან ადაპტაციის და თავდაცვითი მექანიზმები თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ მერე ასე მიუშვა პროცესები.
ყველა სახეობა თავისთავში სრულყოფილია. მაგალითად მეცნიერებამ დღემდე ვერ შეძლო ახალი ხილის შექმნა რაც ბუნებაში არ გვაქვს მიუხედავად იმისა რომ გვაქვს არნახული მეცნიერული პროგრესი და კომპიუტერულ დანადგარ ლაბორატორიებთან ერთად ადამიანზე ჭკვიანი ხელოვნური ინტელექტი.
ბევრჯერ დამიწერია ყველა სელექციონერის ოცნებაა ლურჯი ვარდის შექმნა და ათასობით მეცნიერი მუშაობს ამაზე თავის ლაბორატორიებში თუმცა უშედეგოდ. როცა ამდენი ლურჯი ყვავილი გვაქვს ბუნებაში, ჰორტენზიები, იასამნები, ზამბახები და აშ.
ყველა სახეობას მკაცრი საზღვრები აქვს ღმერთისგან დადგენილი და ის ურთულესი სისტემა რომელიც თითოეულ მცენარეში მოქმედებს მეცნიერებისვის შეუძლებელს ხდის რომ შექმნან ახალი ხილი, ახალი ხე ახალი ყვავილი ერთადერთი რაც მეცნიერებას შეჯვარების ბუნებრივი გზების გამოყენებით და ათასობით ჯიში ერთმანეთზე შეჯვარებით მიიღოს იგივე სახეობა ოღონდ ცოტა განსხვავებული მაგ ვარდი უფრო დიდი ყვავილით უფრო კარგი სურნელით უფრო მედეგი დაავადებებზე უფრო მოყვავილე და აშ. თუმცა აქაც ბევრი რამ ვერ გამოდის და ბუნებრივი უკეთესი რჩება ვიდრე გამოყვანილი თუნდაც სურნელის თუ გარემო პირობებთან ადპტაციის კუთხით.
გენმოდიფიცირებულ კულტურებზე აღარაფერს ვამბობ რომლებსაც მოუმატეს ზრდის უნარი თუმცა დაეკარგა გამრავლების უნარი და ჯანმრთელობისთვისაც მავნებელი გახდა მეტი ტოქსიკურობით ასევე ნიადაგის მავნე გამოფიტვით რის გამოც ნიადაგი მუდმივად საჭიროებს სასუქებს რადგან გენმოდიფიცირებული კულტურის გამოზრდის შემდეგ იმდენად იფიტება მიწა რომ ვეღარ ასწრებს თვით აღდგენას, რაც ბუნებრივ კულტურაზე საერთოდ არაა.
ბევრ დავწერდი კიდე თუმცა ძაან დიდი თემაა