დიდი სიამოვნებით გავშლი თემას.
ზოგადად დიდი აფეთქების თეორია შედგება რამდენიმე ნაწილისგან.
პირველი ნაწილი დიდი აფეთქებით სამყაროს დაბადება, წარმოშობა. ამ ნაწილს არ ვეწინააღმდეგები პირიქით ვეთანხმები და ქრისტიანულადაც ესეა რომ ღმერთმა არაფრობისგან შექმნა კოსმოსი.
მეორე ნაწილი წარმოშობილი სამყაროს, კოსმოსის განვითარება დღევანდელ დღემდე.
დიდი აფეთქების ამ ნაწილში ვკამათობ მხოლოდ რომ დღეს არსებული თეორია 14 მილიარდი წლის მანძილზე სამყაროს განვითარების არის მეცნიერული ჰიპოთეზებით შეთხზული თეორია და არა მეცნიერული ფაქტი როგორც ამას ზოგიერთი მეცნიერი გვაჩეჩებს ჩვენ და გვეუბნება რომ ყველაფერი ვიცით ჩვენ ყველაფერი გარკვეული გვაქვს.
სანამ საკითხზე გადავალ ჯერ ავღნიშნავ, რომ გაპიარებული ზოგიერთი მეცნიერული წრეების მთავარი მოთხოვნაა რომ ყველა ამ თეორიის თუ ჰიპოთეზის შეხედულებები უნდა ერგებოდეს ათეისტურ მოდელს რომ სამყაროს აქვს უნარი ვინმეს ანუ ღმერთის ჩაურევლად თავისით განვითარებულიყო და დალაგებულიყო იმ სახით რაც გვაქვს დღეს.
რაც არის სრული სისულელე ანუ თავშივე ეს თეორიები იწყება აბსურდით.
საერთოდ ათეიზმი რადგან გვეუბნება რომ ყველაფერი ამ სამყაროში თავისით გაჩნდა, თავისით დალაგდა, თავისით განვითარდა და მოვიდა იმ სახით რაც გვაქვს დღეს. იძულებულია საერთოდ ყველაფერში ჩააკვეხოს ევოლუციური განვითარების მოდელი. სხვა გზა უბრალოდ არ აქვს ეს იქნება ფლორა ფაუნა თუ ადამიანი ეს იქმნება ვარსკვლავები თუ ქიმიური ელემენტები.
რადგან კოსმოსზე ვსაუბრობ გამოვყოფ ამ ორ საკითხს პლანეტების ფორმირება და ქიმიური ელემენტების წარმოშობა. ორივეში ევოლუციის მოდელი ჩააკვეხეს და ეს ორი საკითხი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული.
ანუ მარტივად ათეისტური მოდელი ასეთია რომ მილიარდი წლების მანძილზე წარმოიშვნენ პლანეტები გალაქტიკები ნელნელა დამსხვილდნენ , დასუქდნენ თავიდან 3,4 მილიარდი წლის მანძილზე მარტივი ქიმიური ელემენტების შედგენილობით, მერე ნელნელა წარმოიშვა მძიმე ქიმიური ელემენტებიც რომლებიც პლანეტების მილიონ გრადუსებზე ხარშვით ) შეიქმნა და ბოლოს ამ ქიმიური ელემენტებით გავჩნდით ჩვენ ადამიანი და სხვა ცოცხალი ორგანიზმები და რაც მთავარია ეს ყველაფერი თავისით მოხდა შემთხვევით და ასე ლამაზად და კარგად დალაგდა ყველაფერი ჭირი იქა ლხინი აქა ყველაფერი გარკვეული გვაქვს. რიგითი ფეისბუქ ტიკტოკ მსქროლავითსვის ვინც ამის იქით არაფერს კითხულობს ეს თეორია სრულად მისაღებია.
არადა რამხელა სიბეცეა დღევანდელი კოსმოსური ტელესკოპებით ობსერვატორიებით, ზონდებით უყურებდე ადამიანი კოსმოსს და რჩებოდე ათეისტად.
ეხლა რა გვაქვს რეალობაში.
1. არ ვიცით რა არის შავი ხვრელი როგორია მისი სტრუქტურული შედგენილობა, შიგნით მიმდინარე პროცესები.
2. არ ვიცით როგორია შავი მატერია რომელიც კოსმოსის უმეტეს უხილავ ნაწილს წარმოადგენს.
3. არ ვიცით შავი ენერგია რა არის როგორ მოქმედებს
4. არ ვიცით გრავიტაციის მოქმედების კანონზომიერებები კოსმოსში მისი ზემოქმედება გალაქტიკებზე.
5. არ ვიცით კოსმოსის მაშტაბები და და რასაც ვხედავთ ის მხოლოდ არსებულის ნახევარია თუ ნაკლები.
და აშ.
ანუ თითქმის ძირეული საკითხები არაფერი არ ვიცით მეცნიერულ წრეებში და ამ დროს უბრალო ხალხს ეუბნებიან ყველაფერი გარკვეული გვაქვსო და სკოლებშიც კი ასწავლიან ამას როგორც მეცნიერულ ფაქტს.
ჩემი დადებული ვიდეოები სწორედ ეხება ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებს ზოგი შავ ხვრელს ზოგი შავ ენერგიას თუ მატერიას. ანუ აქ ჩანს თუ რამდენი რამე არ ვიცით კოსმოსზე და თითქმის არაფერი არვიცით და რაც ვიცით ეს მათემატიკური მოდელირებით მიღებული მეცნიერული ჰიპოთეზებია რომლებსაც არ აქვთ პრაქტიკული დადასტურება ფაქტობრივ დონეზე კოსმოსში.
ანუ რაც უფრო ღრმად ვიხედებით კოსმოსში მით უფრო მეტ გაუგებრობას და აუხსნელ ფაქტებს ვაწყდებით და გვიწევს იმის თქმა მიჩიო კაკუს და სხვებს რომ ყველაფერი გადასაწერი და ახლიდან საკვლევია რაც აქამდე უტყუარი ფაქტი გვეგონა.
რა გააკეთა ჯეიმს ვებმა აღმოაჩინა ისეთი გალაქტიკერბი, ისეთი შავი ხვრელები და ისეთი პლანეტები ქიმიური ელემენტებით რომლებით იმ დროის მონაკვეთში არ უნდა ყოფილიყო რადგან ათეისტურ 14 მილიარდიან ვარსკვლავების ევოლუციის და ქიმიური ელემენტების ევოლუციურ თეორიას რამდენიმე მილიარდი წლის მერე ჰქონდა აღნიშნული კოსმიური ობიექტების არსებობა დაშვებული.
არამარტო ჯეიმს ვები აკეთებს ამ აღმოჩენებს ასევე კოსმოსური ობსერვატორიებითაც კეთდება ეს აღმოჩენები და უკვე ღიად ლაპარაკობს ყველა ამაზე. უბრალოდ ჯეიმს ვები იყო პიონერი და პირველი ვინც გაარღვია და ეს გაბატონებული ათეისტური თეორია და დაამხო.
ადრე რომ დავდე ვიდეო რუსი მეცნიერი ლექციას რომ კითხულობს ის კარგად ყვება ყველაფერს. და აშ.
This post has been edited by daviti35 on 9 Jun 2025, 22:42