თუ შეგიძლიათ ერთი რამის გარკვევაში დამეხმაროთ...
რაჭაში ვარ და აქ სილქნეტის ინტერნეტი არ არის, ეს დღეებია ხელმოწერებს აგროვებენ თითქოს მინიმუმ 50 მსურველი უნდა მოგროვდეს, რომ ჩავრთოთო- უბრძანებიათ სილქის წარმომადგენლებს... 50-ზე ბევრად მეტი მოგროვდა უკვეო და ამბობენ იმავე წარმომადგენლებს უთქვამთ მაქსიმუმ სექტემბრის თვეში შესაძლებელი იქნებაო მოგაწოდოთ ნეტიო, მეც ჩავერთე დიდი ენთუზიაზმით ამ ამბავში

მარა ერთი რამე მაეჭვებს, აქ არანაირი სატელეფონო საკაბელო ქსელი არ არსებობს, არც ძველი და ნუ ახალი თავისთავად არაა, ჰოდა თუ DSL-ის ჩართვაზეა ლაპარაკი (და ალბათ ეგრეცაა) კაბელის გარეშე სხვა რამე ტექნიკური საშუალება არსებობს რომ მომაწოდონ ინტერნეტი? თორე აბა ერთ თვეში და თუნდაც რამოდენიმე თვეში აქ საკაბელო ქსელის გამართვა ნამეტანი არარეალური მგონია. მაგიტომ გამიჩნდა კითხვა "ტრუხა ბაზარი" ხომ არაა...
ვინც ზუსტად ერკვევით ნუ დაგეზარებათ და იქნებ დაწეროთ, ამ ინტერნეტის მომლოდინე ხალხის ხათრით მაინც, აფიორის და მორიგი გადაგდების მცდელობა არ იყოს ემანდ
* * *
აუ ბოდიში სხვაგან დავპოსტე ამ მაგთიფიქსის მოდემის გადამკიდე, წამდაუწუმ მეთიშება და ჭედავს
* * *
აუ ბოდიში სხვაგან დავპოსტე ამ მაგთიფიქსის მოდემის გადამკიდე, წამდაუწუმ მეთიშება და ჭედავს