სეფიანები ირანის ქურთისტანიდან გამოვიდნენ და მერე გადაინაცვლეს აზერბაიჯანში.
XI საუკუნიდან არდებილში დამკვიდრდნენ. გათურქდნენ. ახლა მათი შორეული ქურთობის ფესვების ძიებას ისევე არა აქვს აზრი აქვს, როგორც ბაგრატიონების წარმომავლობის ჩხრეკვას.
სეფიანებმა მძლავრი სახელმწიფო შექმნეს, რომელმაც მთელი ირანი გააერთიანა და დედა უტირა საქართველოს. აზერბაიჯანელები მათ აზერბაიჯანელებად თვლიან. მონოგრაფიაც კი არის: გოსუდარსტვო სეფევიდოვ აზერბაიდჯანა.
ბედის ირონია: 1207 ან 1210 წელს ქართველებმა არდებილი აიღეს. ქართველი მხედარი მიაჭენებდა არდებილის ქუჩებში. სახლთან პატარა ბიჭი ატუზულიყო. მხედარმა ხმალი დააძრო და მოუქნია, მაგრამ შეეცოდა ბიჭი და სიბრტყით დაარტყა. ბიჭი გადარჩა. ის სეფიანთა შეიხების წინაპარი გახდა.1501 წელს მათ სეფიანთა სახელმწიფო შექმნეს. იქნებ ჯობდა მოეკლა?
როგორც ამბობენ, ავადმყოფი ლოგინშიო