1. ჩინეთში ფასები იმატებს - მუშა ხელი და ნედლეული ძვირდება.
თუკი 2000 წელს საშუალო წლიური ხელფასი 1500 დოლარი იყო, დღეს უკვე 10 ათასი დოლარია.
მკვეთრად გაძვირდა პროდუქციაც და ჩინეთი ფასებით უკვე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს უტოლდება.
ყველაფერი თუ ასე გაგრძელდა, მომავალში ინვესტორები უფრო იაფ ქვეყნებში დაიწყებენ ქარხნების გადატანას.
წლიური ხელფასი (მოცემულია ჩინურ იუანში)

2. ჩინეთის ეკონომიკური ზრდა ხელოვნურადაა სტიმულირებული
ჩინეთის მთავრობა და სახელმწიფო კომპანიები იღებენ უზარმაზარ ვალებს და მათ მშენებლობებში დებენ.
ამ გზით იქმნება სამუშაო ადგილები, ამუშავდა მეტალისა და ცემენტის ქარხნები, წახალისდა სამშენებლო მასალის მოპოვება...
მხოლოდ 2011-2013 წლებში ჩინეთმა იმაზე მეტი ცემენტი აწარმოა და მოიხმარა, ვიდრე აშშ-მ მთელი მე-20 საუკუნის განმავლობაში.
ასეთი არანორმალურად გაზრდილი დანახარჯები ხელისუფლებას იმისთვის სჭირდება, რომ ქაღალდზე 7%-იანი ზრდა დააფიქსიროს.
ეს პროცესი გაქვს კომაში ჩავარდნილი კაცის სასუნთქ აპარატზე მიერთებას. მალე "სასუნთქი აპარატი" (სესხები) შეწყდება და ეკონომიკური ზრდაც დავარდება.
აუცილებელი სამშენებლო პროექტები უკვე განხორციელებულია, დღეს კი ეკონომიკურად წამგებიან პროექტებში ხდება ფულის ჩასხმა და გაფლანგვა.
ამაზე მეტყველებს ქვემოთ მოყვანილი ფაქტები:
3. უძრავი ქონების სექტორი იძირება
ჩინეთში უძრავი ქონება ძალიან ძვირია და უცხოელებზე გაყიდვაც აკრძალულია. ამის გამო ახალაშენებული ბინები თითქმის არ იყიდება.
დღეს უკვე ათობით ე.წ. „მოჩვენება ქალაქი“ და 50 მილიონი ცარიელი ბინა არსებობს, სადაც არავინ ცხოვრობს.
არადა სესხითაა აშენებული და სესხი უნდა დაბრუნდეს. ეს პროცესი გავს ბუშტის გაბერვას, რომელიც აუცილებლად გასკდება.


4. ჩინეთის ვალი უსწრაფესად იზრდება
ჩინეთის მთლიანი ვალი (Total credit to the non-financial sector) 2009 წელს მშპ-ს 140% იყო, 2016 წელს კი 255%-ს მიაღწია,
აშშ-ს გადაუსწრო და აგრძელებს მატებას (შედარებისთვის, აშშ-ს მთლიანი ვალი ბოლო 6-7 წელია თითქმის უცვლელია).
ვალები ეზრდებათ ფიზიკურ პირებსაც და მთავრობასაც, თუმცა კატასტროფული ვალების მატება აქვთ ჩინურ კორპორაციებს,
რომელთა დავალიანებაც უკვე მშპ-ს 166%-ს შეადგენს (შედარებისთვის, ამერიკაში 72%-ია).
და მთავარი პრობლემაც ის არის, რომ ამ ვალების 70% სახელმწიფო კორპორაციებზე მოდის, სადაც ფული იჭმევა
https://www.bis.org/statistics/tables_f.pdf
4. კორუფცია - ჩინეთის ეკონომიკას ჭამენ სახელმწიფო კორპორაციები.
საბანკო სექტორი სახელმწიფო კომპანიების ხელშია და ჩინოვნიკები თავიანთ ბიზნესებს აფინანსებენ.
კორუფციაა სამშენებლო ინდუსტრიაშიც, სადაც სახელმწიფო კორპორაციები უკაცრიელ „მოჩვენება ქალაქებს“ აგებენ.
ამ და სხვა რიგ სფეროებში შეზღუდულია უცხოური ინვესტიციები და მათ ჩინოვნიკები აზიან.
ამერიკასა და ევროპაში კერძო კორპორაციები გამართულად მუშაობენ და მთავრობის მიერ ვალების აღება სოციალური პროექტებისთვის ხდება.
სოც-დანახარჯების შემცირებაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ ამერიკელებს, ჩინეთში კი კორუმპირებული სახელმწიფო კომპანიები ფლანგავენ ვალებს.
როგორც აღვნიშნე, ჩინეთის ვალების უდიდესი ნაწილი მოდის სახელმწიფო კომპანიებზე.

5. კრიზისის ნიშნები უკვე იკვეთება
ჩინეთმა ბოლო წლებში ვალები და ხარჯვა უსწრაფესად გაზარდა ეკონომიკის სტიმულირებისათვის,
მაგრამ ამ პანიკური ხარჯვის მიუხედავად, ეკონომიკური ზრდა უკვე 6.7%-მდე დაეცა (ასეთი დაბალი ზრდა 1990 წლის შემდეგ არ ჰქონიათ).
ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინეთის ეკონომიკა კრიზისს უახლოვდება.

პ.ს. ჩინეთის განვითარების დაწყება გამოიწვია ეკონომიკის ლიბერალიზაციამ -
საწარმოების პრივატიზაციამ, ინდუსტრიის დარგში ინვესტიციების მოზიდვამ და თავისუფალმა ვაჭრობამ.
დღეს ჩინეთი ახალი პრობლემების წინაშე დადგა - ფასები იმატებს და სახელმწიფო კომპანიები კორუფციის გამო ვალებში იძირებიან...
ჩინეთის ეკონომიკას გადასარჩენად სჭირდება რეფორმების ახალი ტალღა -
მეტი ეკონომიკური თავისუფლება, დარჩენილი სახელმწიფო კორპორაციების პრივატიზაცია, ინვესტიციების მოზიდვა უძრავი ქონებისა და საბანკო სექტორში.
ეს რეფორმები დროულად თუ გაატარეს, სწრაფ ზრდას გააგრძელებენ. სხვა შემთხვევაში, ჩინეთის ეკონომიკა საბერძნეთის ბედს გაიზიარებს.
This post has been edited by androabuladze on 14 Dec 2017, 02:31