კიდევ ერთხელ მცირეოდენი ანალიზი ალეპოში განვითარებული ბოლო მოვლენებისა, მაშინ როდესაც ასადს ყველაზე მეტად გაუჭირდა (აჯანყებულების შეტევის პირველი ტალღა ალეპოზე), მის გვერდით გადამწყვეტი როლი ისევდაისევ შიიტებმა ითამაშეს, კერძოდ ის რომ ალყა არ გაირღვა დიდწილად სწორედ ჰეზბოლას, ირანელი სპეცრაზმელების და ერაყელი შიიტების დამსახურებაა
მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად იყო ასადზე დახმარება საჭირო, რუსეთმა "ჰუმანიტარული მიზნებისთვის" შეაჩერა საჰაერო მხარდაჭერა და პრაქტიკულად ბრძოლის ველზე მიატოვა ასადი
აქ კი სისხლის ფასად ისევდაისევ ირანის მეთაურობით აღმოჩნდა გადამწყვეტი ფაქტორი, ყველა საკვანძო თუ სტრატეგიული ადგილი (ზაჰრა, 3 000 რაიონი, ასადის სამხედრო აკადემია, 1070 რაიონი, სამხრეთ ალეპო, ახალი ალეპოს კვარტალი) სწორედ ძირითადად შიიტების მიერ არის გამაგრებული (განსაკუთრებით ზაჰრა, 3 000 რაიონი და ასადის აკადემია)
მიუხედავად უამრავი მცდელობისა (20-მდე თვითმკვლელმა აიფეთქა თავი), მიუხედავად უამრავი საარტილერიო დაბომბვისა (სერიოზული თანხა დაიხარჯა ამ შეტევისთვის საუდების და თურქების მიერ), ვერ მოხერხდა სწორედ იმ ადგილების გარღვევა სადაც ჰეზბოლა და ირანელები არიან
კიდევ ერთხელ ნათლად გამოჩნდა თუ რეალურად ვინაა მთავარი ფაქტორი ასადის დაცვის საქმეში და ვის აქვს გადამწყვეტი როლი ამ საკითხში
უკვე ღიად და ნათლად დადასტურდა კიდევ ერთხელ, რასაც მე ამ თემაში ვიძახი უკვე დიდი ხანია
ასადი 80% სწორედ ირანზეა დამოკიდებული და მის გადარჩენაში ლომის წილი სწორედ ირანს და მის შიიტებს ეკუთვნით
-------------------------------------------
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ამ ალეპოს მოვლენების გამო ნაკლები ყურადღება ეთმობა თუ რა ხდება ჩრდილოეთ ალეპოში
უკვე ღიად, ყოველგვარი შეფარვის გარეშე მოქმედებენ ასადისტები და ქურთები ერთად და ანვითარებენ ერთობლივ შეტევებს
გუშინდელი წარმატებული შეტევის მერე, უკვე ღიად მიდის საუბარი დღეს (შეხვდნენ ასადის მეთაურობა და ქურთები), რომ ალ-ბაბზე დაიწყებენ ერთობლივ შეტევას და დაიწყებენ ერთობლივად ჩრდილოეთ ალეპოს გაკონტროლებას
ეს კი უკვე ოფიციალურად, რასაც დიდი ხანია ვიძახი მე ამ თემაში
ერაყელმა შიიტებმა უკვე ოფიციალურად დაადასტურეს(მათმა პრესმდივანმა), მოსულის ოპერაციის დასრულების მერე სირიაში გადავალთ და ასადისთვის ვიბრძოლებთო
როგორც ერაყს გავწმინდავთ ტერორისტებისგან, ასევე სანამ ბოლო ტერორისტს არ გავწმინდავთ სირიაში იქამდე ვიბრძოლებთო
ასე, რომ რაც მალე დასრულდება მოსულის ოპერაცია (მაქსიმუმ რამოდენიმე თვე), ასადი მიიღებს ათასობით (ათიათასობით თუ არა) შევსებას ერაყიდან და ეს იქნება გადამწყვეტი ფაქტორი ამ ომში
Spokesman: Iraq’s PMU to enter Syria to aid Assad after Mosul
http://www.syriahr.com/en/?p=53547 This post has been edited by DIDGORI-GEO on 31 Oct 2016, 01:37