გერმანიას აქვს გახდეს ერთ-ერთი უმთავრესი წამყვანი ქვეყანა მსოფლიოში, რაშიც ხელს უწყობს მისი ეკონომიკა და მოსახლეობის მაღალი დისციპლინა. მაგრამ გერმანიას არ აქვს იდეოლოგია ანუ ის, რითაც მსოფლიოს დაარწმუნებს თავის ლიდერობაში. აშშ-ს აქვს დემოკრატია, ლიბერალიზმი და კაპიტალიზმი, ასევე ინგლისური ენა, რომელიც აქცია მეცნიერებისა და ლიტერატურის საერთაშორისო ენად და რაც მთავარია ჰყავს ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ უნივერსიტეტების შეფასებებიდან მსოფლიოში, პირველი 10 უნივერსიტეტიდან 10-ვე აშშ-ში მდებარეობს. გერმანია ყველა ამ კომპონენტში ჩამორჩება აშშ-ს.
ნებისმიერმა ქვეყანამ სანამ გლობალურ ამბიციებს შეეჭიდება სულ ცოტა რბილი ძალის გაძლიერება უნდა დაიწყოს. ანუ გერმანიის შემთხვევაში გერმანულმა თანასწორი თუ არა მიახლოებული ადგილი მაინც უნდა დაიკავოს ინგლისურის გვერდით.
ჟან-კლოდ უინკერმა, რომელიც ევროკომისიის პრეზიდენტია განაცხადა, რომ ინგლისური ენა კარგავს პოზიციებს ფრანგულთან მიმართებით, თუმცა როგორც კვლევებმა აჩვენა ეს ასე არ ყოფილა.