პეტრუჩიიმას არ გეუბნები რომ ტრამპს აქებდი ხარჯვის გამოო. რიტორიკული კითხვა იყო, რადგან თუკი ვინმეს მოეთხოვებოდა ბოლო სამი ადმინისტრაციიდან დეფიციტის შემცირება, იყო ტრამპი.
ობამას ადმინისტრაციამ ფინასური სექტორი ხელახლა ააშენა და მეორე დიდ დეპრესიას ააცილა სამყარო. ერთადერთი შეცდომა ის იყო, რომ უფრო მეტი და უფრო აგრესიულად უნდა დაეხარჯად, თორემ რიქოვერი გაიწელა დროში და არასაჭირო (აცილებადი) ეკონომიკური ტკივილი დადგა.
ბაიდენს კიდევ ეკონომიკის გაცოცხლება უნდა. საფონდო ბაზარმა არ მოგატყუოს, ეს მხოლოდ მოლოდინი და სპეკულაციაა. დღეს არის ძალიან მკაცრი რეცესია და დაბალი ეკონომიკური აქტივობა. წინ მძიმე ზამთარია. ეხლა დეფიციტის შემცირებაზე ფიქრი არის იგივე, ექიმმა რომ ხელოვნურ სუნთქაზე მყოფ ადამიანს ჟანგბადი გადაუკეტოს, რადგან საავადმყოფოს ელექტრო ხარჯები შეაციროს. არც მეტი, არც ნაკლები.
თუ ვინმეს ქონდა ეკონომიკურად მოწიფებული ფაქტორები რომ დაეწყო დეფიციტის შემცირებაზე ზრუნვა, იყო ტრამპი. სხვებზე დეფიციტს დაყვედრება არის პროტესტი პროტესტის გულისთვის, როდესაც თავად გაქვს იმედი რომ არავინ არ დაგიჯერებს (რადგან დიდი დეპრესიის განმეორება არც შენ არ გინდა), მაგრამ მაინც აპროტესტებ რომ რაღაც ქულები დაიწერო.
ჩაკეტვებს რაც შეეხება, აგერ დღეის მონაცემებით, ამერიკაში ჰოსპიტალიზაცია არის 100,000 -ზე უკვე. სადამდე გაუძლებს სისტემა. ვსაუბრობთ 10-ბით ათას ადამინის სიცოცხლეზე, რომელიც გადარჩება ამ ჩაკეტვებით. ამისი ეკონომიკური ხარჯი რამდენია იცი? აგერ თბილისში 19 წლის დიაბეტიანი გოგო დაიღუპა, რადგან რესურსები არ ქონდათ რომ საავადმყოფოში დაეწვინათ დროზე. რა იცი რას გააკეთებდა ის გოგო ცხოვრებაში, რას მიაღწევდა, რამდენი იქნებოდა მისგან დოვლათი. წმინდა ეკონომიკური კუთხით რომ მივუდგეთ. აგერ ჰარვარდში სექტემბერში დაითვალეს რომ ამერიკამ 2.5 მილიონი წელი პოტენციური სიცოცხლისა დაკარგა პანდემიის დროს. ტრაგედიაა ადამიანური კუთხით - მაგრამ ეკონომიკური კუთხით შეხედე - წლიურად როდესაც ადამიანი 35 ათასს გამოიმუშავებს, რამდენია პოტენციური ზარალი ამ პანდემიისა ჯერ კიდევ სექტემბერში?
https://www.nytimes.com/2020/10/21/health/c...ics-deaths.htmlდღევანდელ ჩაკეტვებს რომ ქონდეთ რაიმე გრძელვადიანი ეკონომიკური ეფექტი, არ იქნებოდა საფონდო ბირჟა ასე ოპტიმისტური (ისტორიულ მაქსიმუმზე). სწორედ რომ დიდი სტიმულის მოლოდინია, და მაგიტომაა ოპტიმიზმი, ვაქცინის ამბეიბ ჯერ კიდევ თვის დასაწყისში იყო ცნობილი. ახლა პოლიტიკური კაი ამბები დაერთო. ის რომ ტრამპმა აღიარა წაგება (პრაქტიკულად აღიარებაა ტრანზიშენის ოფიციალური დაწყება, თორემ თუ უნდა სიკვდილამდე იძახოს, გამიყალბესო), და რომ ბაიდენმა დააყენა კეინსიანელი გამოცდილი ეკონომისტების გუნდი, ვინც შრომის ბაზარს დააყენებს პრიორიტეტად და არ მოერიდება დიდ ფისკალურ სტიმულებს.
და თან დღევანდელ ეკონომიკაში, როცა ინტერნეტით ბევრი რამის ყიდვა შეგიძლია, ამ ჩაკეტვების ეფექტი არის მხოლოდ დროებითი.
This post has been edited by kaiser Soze on 1 Dec 2020, 18:34