ronald_wesleyოღონდაცარა... რევოლუციას გაუვიდა დრო და აღარ არიან ის ლიდერები , რომლებმაც შექმნეს ისეთი კუბა , დიდად საპატივცემულო რომ იყო. რევოლუციური სალამით და ა.შ.დავწერე ეგ.
დაემხობიან კომუნიტები და თვითონვე დაინახავენ რომ ნებისმიერი იმედი არარეალური იყო , არაა ეგ პრობლემა . უამრავი ჩამორჩენილი ქვეყანაა კუბის გარშემო და მიემატება კუბაც მათ.
მანდ რაც დავწერე 1 სიტყვაც არაა გადამეტებული , კუბელები ჯიგარი სოციალისტები იყვნენ , ნაღდი ინტერნაციონალისტები . სუფთა სამედიცინო კუთხით ბევრ ჩამორჩენილ ქვეყანას ეხმარებოდნენ უსასყიდლოდ, თან თვითონაც უჭირდათ მაგრამ აკეთებდნენ ამას.
როცა ჩე გევარა ანტიკოლონიალიზმზე და რასიზმზე საუბრობდა , როცა იბრძოდა კიდეც და ფიზიკურად ეხმარებოდა ომში აფრიკელებს, მაგ მომენტში აშშ-ში მხოლოდ უკანა სავარძლებზე შეეძლოთ შავკანიან მოსახლეობას დასხდომა და 1000 გზის იდგა რასიზმი ...ისტორიამ ფაქტად დაგვიდო რომ ნახევარი საუკუნით უსწრებდნენ კუბელი რევოლუციონერები მათ იდეურ მტრებს, როცა საქმე ადამიანის უფლებებს ეხებოდა . მაგიტომ ეგ ფოტო რაც დადე სისულეა , რადგან , როცა მოსფლიო ჰუმანიზეა საქმე, ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს ამერიკელების , რუსების , ფრანგების , გერმანელების , ჩინელების , ბრიტანელების და ძმანი მათისა აზრები .
მათი აზრები საინტერესოა როცა საქმე იმპერიის შექმნას , გენოცის , ჟლეტას და გადასახლებებს ეხება
სამყაროს ისტორიის ყველა მომენტში , სხვადასხვა პოლიტ.იდეოლოგიებს გვატენიან ეგენი, რომ თავისი იმპერიალიზმი განახლებული ფორმით შეგვტენონ .
ნუ ჩაიკეტებით მემე-შემეცნებითობებში, ან რომელიმე იდეოლოგიებში: კუბა არის პატარა ქვეყანა , არავისთვის არაფერი დაუშავებიათ! მარტო იმიტომ ნუ შეიძულებთ რომ სოციალისტური რევოლუცია შექმნეს .
პ.ს ვის რაში აინტერესებს იმ კუბელების აზრი , ბატისტას მთავრობის შთამომავლები რომ არიან , რევოლუციისას ამერიკაში რომ გაიქცნენ , მაიმი ბიჩზე წამოწვნენ და საკუთარი სამშობლოს სახელით პარაზიტირებენ .