კაია რა გინდა. ისე გეტყობა რო ძალიან გიყვარს პრიალა მატერიალები

მაგალითად ხორცის საკეპს ვინ გაუკეთებს ეგეთ ლაკირებულ მაგიდას?

)) ხო დაამსხვრია ლაკის ფენა. ჰაი პოლიგონები კარგად გამოგდის მარა აბა მოსინჯე ეს ყველაფერი ლოუ პოლიგონებში გააკეთო. მაგალითად ბორბალი 500 პოლიგონში ჩაეტიე, საკეპს 200 მდეც უნდა ეყოს წესით. სახლს კიდე აბა ეცადე ტექსტურირება. ოთახს რაც შეეხება ეს ისაა რასაც ადრე გეუბნებოდი. ძალიან ცარიელი ოთახი გაქვს რაც ქმნის არაბუნებრივ გარემოს. ისეთ ოთახს რა ვუთხარი ერთი სკამიც რომ არ იქნება რო დაჯდე

ანუ შეავსე დეტალებით აიძულე ადამიანის თვალი რომ აქეთ იქით ირბინოს თვალმა. დეტალები ქმნის გარემოს. სიმარტოვის და სიცარიელის გრძნობას გიქრობს ადამიანს. დარწმუნებული ვარ ეგ ოთახი რო გააკეთე გადაიხარე სკამზე და თქვი რომ რაღაც ვერ გამომივიდაო, მთლად ისეთი არ არისო. ხოდა ზუსტად ეგ დეტალებია რამაც ეგ გაფიქრებინა.
ცოტა რამე კომპოზიციიდან(რენდერის დროს კამერის განთავსებისას გამოგადგება). როცა კადრში ობიექტი იმყოფება ცენტრში, ეს არის აგრესიის გამოხატვა. ცენტრში ხანდახან გამოსახავენ სტატიკურ ობიექტებს ან უარყოფით გმირებს. კამერა ზემოდან გაფიქრებინებს რომ იმდენად პატარაა საგანი რომ ზემოდან უყურებ. ასე აქცენტი იკარგება გამოსახულებაზე. კიდევ ერთი რამ, როდესაც კაფეში ყავას შეუკვეთავ და ოფიციანტი მოგიტანს ნახევრა სავსე ჭიქას შენ უკმაყოფილო დარჩები. არავის უნდა ნახევარი ჭიქა ყავა რადგანაც შენ ფულს იხდი სავსე ჭიქაში. ანუ იგივეა გამოსახულებაზეც. როცა ობიექტს განათავსებ კადრში არავის უნდა ობიექტის ნახვა ნახევარ კადრში ანუ დაპატარავებული. შეავსე სივრცე. მოზიდე გამოსახულება და დიდად აჩვენე ობიექტი. კამერა ქვემოდან დააყენე ზემოთ ამართული და ქვემოდან აჩვენე საგანი დიდად თან ობიექტი 1/3 ით ცენტრიდან მოაშორე. დაარენდერე მერე სცენა და შენთვითონ შეაფასებ რამდენად დიდ ეფექტს მოგცემს სურათი

ნუ განათება კიდე ცალკე თემაა.
ისე მე მომეწონა. დასაწყისისთვის ძალიან კარგია. დანარჩენი პრაქტიკა და მისი ჯანი. ისე ნატქვამია რომ კარგი მხატვარი დღეში 100მდე პატარა ჩანახატს აკეთებსო რომ მუდმივად ფორმაში იყოსო. დრო თუ გაქვს ზუსტად მასე ივარყიშე. მაგალითად ეკრანთან გიდგას საფერფლე ადექი და ააწყე. ან დინამიკი. მოკლედ ირგვლივ რასაც ხედავ ყველაფერი აკოპირე. დღეში ერთი მოდელიც რომ აკეთო ჩათვალე რომ ასსეტების ბაზაც შეგევსება და თან ხელსაც დახვეწავ.