#61209514 · 30 Apr 2024, 06:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ, 12 წლის ასაკიდან ვცხოვრობ საზღვარგარეთ (ეხლა 18-ის ვარ), ეს ბოლო ერთი წელი ვამჩნევ რომ ჩემი ქართული თანდათან უარესდება, მაგალითად ხშირად მავიწყდება სიტყვები და დაუფიქრებლად გრამატიკულ შეცდომებს ვუშვებ ხოლმე, ეხლა ისე გაუარესდა რომ ზოგჯერ წინადადების თქმა და ხშირად საკუთარი თავის გამოხატვაც კი მიჭირს ქართულად, არადა სახლში სასაუბროდ ქართულს ვიყენებ.
შეგიძლიათ რაიმე რჩევები მომცეთ რაც ქართული ენის შენარჩუნებაში და თან ჩემი სიტყვათა მარაგის/ლექსიკის გამდიდრებაში დამეხმარება?
|