გამოიცანი.
* * *
Mad-Guyახვლედიანები ლე ხუმის მკვიდრნი იყვნენ. ამ
გვარისანი სამი სოციალური კატეგორიის (თავადი, აზნაური,
გლეხი) წარმომადგენლები იყვნენ. ახვლედიანების შესახებ ყველაზე
ადრინდელი საისტორიო საბუთები XVII საუკუნიდან
გვაქვს. მაგალითად, 1639-1659 წლების დოკუმენტით გიორგი ახვლედიანისათვის
და მისი სახლიკაცისათვის ხოსიასათვის
ალექსანდრე მეფეს უწყალობებია ღვირიშის ციხე, სოფელი
ცხუკუშერი და ტვიშში მცხოვრები გლეხები: ნემსიწვერიძე და
სვანიძე (პალ 1991: 205). 1669 წლის გან ინებაში ვკითხულობთ:
`ახლა ლე ხუმის ბატონი ხოსია ახვლედიანი არის და იმისი
სავალობისათვის დაგანებეთ ლეხანელს ჭალის ბოლოს რომ
გზა გაიარს, იმას დაღმან~ (ქსძ 1972: 124). XVII საუკუნეში ახვლედიანები
გადასახლებული ანან აღმოსავლეთ საქართველოში.
1683 წლის საბუთით თამაზ ახვლედიანი სვეტიცხოვლისათვის
შეუწირავთ (პალ 1991: 205). 1759 წელს სოლომონ პირველისათვის
სხვა თავადაზნაურებთან ერთად ახვლედიანებსაც მიუციათ
პირობა ტყვის გაუსყიდველობის თაობაზე (ქსძ 1977: 713).
1755 წლის წყალობის წიგნში მოწმედ დასახელებულია დათუნა
ახვლედიანი (ბურჯანაძე 1958: 99).
1904 წლის საარქივო მონაცემებით ლე ხუმში თავადი ახვლედიანები
ყმა-მამულს ფლობდნენ შემდეგ სოფლებში: ალპანა,
აჭარა, ზოგიში, ცაგერა, ღვარდია. აზნაური ახვლედიანები
განსახლებული იყვნენ: კენაშში, სანორ ში, აღვში, ნაკურალეშ-
58
ში, ნასპერში, ლასხანაში, ლესინდში, დეხვირში, ხუტელში,
ლუხვანოსა და ზოგიშში.
პ.ს. ახვერდაშვილებიც ახვლედიანებად დაეწერნენ.
პ.პ.ს. აჭარელი კირისილოღლებიც ახვლედიანები არიან. (იყვნენ. დღეს ყველამ ძველი გვარი, ახვლედიანი დაიბრუნა, თუ არ ვცდები)
This post has been edited by gimmelle on 24 Sep 2016, 12:48