
ვისაც ეგვიპტის ისტორია აინტერესებს, ყველამ იცის ჰორის ყოვლისმხედველი თვალის შესახებ. ადრე მოკლედ ვისაუბრე ამ საკითხზე. ახლა, ცოტათი განვავრცობ თემას.
ჰორის თვალი იყო სიმბოლო საიდმულო ინფორმაციისა-რომ დაინახო სიმართლე, უნდა
შესძლო გონების დუალობის დაძლევა. საწორედ ამას ითვალისწინებდა ეგვიპტის
მისტერიული სკოლების სწავლება.

რას ნიშნავს ყოვლისმხედველი თვალი-ის აღიქვამს ფერების რხევას და სინათლის
ინტენსივობას გადასცემს ტვინს. თვალი არის დუალობის სიმბოლო, ვინაიდან მარცხენა თვალი შეესაბამება მზეს-ობიექტის გონიერების უარყოფითი მხარეს, მარჯვენა თვალი
შეესაბამება მთვარეს-გონიერების დადებით მხარეს. გამოსახულება რომ სწორად
აღიქვას თვალმა, ამისათვის უნდა დაძლიოს მოწოდებული ორი ინფორმაცია, რაც იმას
ნიშნავს, რომ მზე და მთვარე-უარყოფითი და დადებითი ერთი ობიექტი ხდება. თვალს
აქვს უნარი ერთ წერტილში მოახდინოს კონცენტრირება, ანდა მთელ ქალაქი აღიქვას
მხედველობით მთის მწვერვალიდან გადმოხედვით.
მნიშვნელოვანია ის, რომ ჰორის თვალი ექვს სხვადასხვა ნაწილად იყოფა. ყოველი
მათგანი წარმოადგენს შვიდი ნაბიჯიდან ერთს, რომელსაც სრულ შემეცნებამდე მიჰყავს ადამიანი, რაც ბევრ კულტურაშია მოცემული. მეშვიდე სიმბოლო უშუალოდ არის
თვალი, რაც გახლავთ დანარჩენი ექვსის შემაერთებელი, რაც იმის მანიშნებელია, რომ
ის ვინც გაივლის შემეცნების ექვს დონეს, აღწევს ღმერთს. სულის მოგზაურობა
სინათლის ძიებისას წარმოდგენილია პირამიდის სახით, რომლის წვერი დასასრულის
გვირგვინია. ამიტომაა პირამიდის თავზე ყოვლისმხედველი თვალი(მასონთა სიმბოლიკაში)

.

ღმერთ ჰორს გამოსახავდნენ შევარდენის სახით

ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ ადამიანი შვიდას გარდასახვას საჭიროებს ღმერთისა და ყოველივე არსებულის შესაცნობად-ესაა თითოეული ადამიანის მიზანი. ძვეეგვიპტელთა
წარმოდგენით სული, რომელმაც სიბრძნესა და ცოდნას მიაღწია, სხვადასხვა სხეულში
სიცოცხლის შედეგია, რაც შევარდენის სახითაა წარმოდგენილი, ვინადან შევარდენს
ცხოველთა და ფრინველთა სამყაროდან ყველაზე მახვილი თვალი აქვს. ის გადაუფრენს
მატერიალურ სამაყაროს და დასძლევს სივრცესა და დროს. ამიტომ იყო ჰორის თვალი
ეგვიპტის მისტერიული სკოლების სიმბოლო. მოწაფეს ასწვლიდნენ გონების დუალობის
დაძლევას და კონტრასტების შემეცნებას , როგორც სიმართლის მიღწევის საშუალებას.
ყველაფერი შავი რომ იყოს, რაღანაირად გეცოდინება რა არის თეთრი.
ეგვიპტეში ჰორის თვალის სკოლები უამრავი იყო. თვითოეულ მათგანს თავისი ფუნქცია და სხვადასხვა სწავლება აჰქონდა. მოწაფეები პირველ შვიდ წელიწადს სწავლობდნენ
საკუთარი სხეულის ფუნქციების ფლობას, მარტოობისა და სიკვდილის შიშის დაძლევას, ღებულობდნენ სამყაროზე ზოგად ცოდნას. სწავლების ამ პერიოდს უწოდებდნენ
''ჰორის მარცხენა თვალის სკოლას''. სწავლების დროს მოწაფეები აბარებდნენ
უამრავ გამოცდას, რათა ეჩვენებინათ, რომ ყველაფერი კარგად ჰქონდათ შეთვისებული.
გამოცდა ითვალისწინებდა ჩაკეტილ ოთახში შხამიან გველთან ერთად მარტო ყოფნას.
აქ ისინი ხანგრძლივად იმყოფებოდნენ, რის შემდეგ ნიანგებით სავსე წყალში
უვნებლად უნდა გასულიყვნენ. მხოლოდ ამის შემდე აღწევდნენ სხეულის ფუქციებზე
სასურველ სრულ კონტროლს. მოწაფეები დიდხანს ძლებდნენ უსმელ-უჭმელნი,შეეძლოთ სხელის ტემპერატურის დაწევა და ტკივილს გაყუჩება.ისინი სწავლობდნენ
ასტრონომიასა და ასტროლოგიას ტაძრებში, რომლებიც სპეციალურად ამ მიზნისთვის
იყო განკუთვნილი. ყველა გამოცდის ჩაბარების შემდეგ მოსწავლეები მზად იყვნენ
''ჰორის მარჯვენა თვალის სკოლაში'' გადასასვლელად, სადაც უნდა ესწავლათ
სიყვარული და ის გზა, რომელიც სრულ შემეცნებამდე მიიყვანდა. ეუფლებოდნენ
ტელეპატიურ ურთიერთობებს და იძენდნენ გონების სრულ მართვის უნარს.