
კუნძული მალტა და მასზე გადაბმული კუნძული გოცო დაძეძგილია უცნაურობებით.
წინა გვერდებზე ვისაუბრე ზოგიერთ მათგანზე. ახლა ვისაუბროთ კიდევ ერთ
უცნაურობაზე, რომელიც დამახასითებელია ამ კუნძულებისთვის. ორივე კუნძული
დასერილია ქვაში გაჭრილი გზებით,რომელიც ბორბლებიანი ტრანსპორტისთვისაა განკუთვნილი. გზები მიახლოებით 6-7 ათასი წლის და უფრო მეტი ხნის უნდა იყოს.
გზების უმეტესობა გადის ძველი ტაძრების გვერდით.



ზემოდან გადაღებული ხედები. ნათლად ჩანს, რომ ეს გზები ხშირად ერთმანეთს კვეთს.



ინტერესს იწვევს ის, რომ გზები ზღვის სანაპიროსკენ მიდის და ჩადის ზღვაში. იქ
გრძელდება რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძეზე.

ასეთივე გზებია ლათ. ამერიკაში-ბოლივიაში

შესაძლოა, ამ გზებით ეზიდებოდნენ მრავალტონიან ლოდებს მშენებლობისთვის. ზოგიერთი ტაძრის მახლობლად ნაპოვნია 40-60 სმ-ის დიამეტრის კირის ბურთულები.
ზოგიერთი მკვლევარი აზრით, მათ იყენებდნენ საკისარის ფუნქციით ქვების გადასაგორებლად. მაგრამ რამდენად შესაძლებელია, რომ კირის ბურთულებს გაეძლო
მრავალტონიანი სიმძიმისთვის?

მყვინთავებმა სანაპიროდან მოშორებით (ორი კილომეტრის მოშორებითაც კი)ზღვაში
მიაკვლიეს ტაძრის ნარჩენებს. ლაბორატორიული ანალიზით დადგინდა, რომ
ნაგებობები წყალქვეშაა აგებული. საკითხავია, რანაირად მოახერხეს ეს მის ამგებლებმა.
გზებიც სწორედ მათკენ მიდის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ტაძრები მოქმედი იყო,
ოღონდ წყალქვეშ. ზოგიერთი ისტორიული საზოგადოების წარმომადგენელს სრულიად
შოკისმომგვრელი ვერსიებიც კი გაუჩნდა: გამქრალი ცივილიზაციის წარმომადგენლებს
წყალქვეშ სასუნთქად ჰქონდათ ლაყუჩები-ანუ ისინი ნახევრად თევზები იყვნენ და
ნახევრად ადამიანები.
ყველასათვის ცნობილი მეცნიერი მულდაშევი გამოსაკვლევად იმყოფებოდა კუნძულ მალტაზე. მას მიაჩნია, რომ ზღვაში არსებული ტაძრის ნარჩენები შეუძლებელია
წყლის ზესაპირზე აეგოთ, ვინაიდან ტაძრის ქვები აშკარად წყლისგან არის გამოჭმული.
მულდაშევს მიაჩნია, რომ ტაძრები აიგო წყალქვეშ და ზოგიერთი მათგანი შემდგომ
აღმოჩნდა ზემოთ. -შესაძლოა, მისი ამგებლები იყვნენ თევზკაცები. ვერავინ იტყვის
რა ხდება ოკენის ფსკერზე. ჩვენ იქ კვლევის ჩატარების არანაირი საშუალება არ გაგვაჩნია.
იქნებ, კვლავ ცხოვრობენ თევზკაცები წყალქვეშა ქალაქებში-თქვა მან. როგორც
უკვე ადრე ავღნიშნე მალტელები ეთაყვანებოდნენ ქალ-გოლიათ სამსუნს, რომლის
ქანდაკებები მოფანტულია კუნძულზე. აღსანიშნავია, რომ სამსუნის ქანდაკებების
გვერდით ყოველთვის ნახულობენ თევზის გამოსახულებებს.
ბევრ წერილობით წყაროში საუბარია თევზ-ადამიანებზე. ისლანდიურ ქრონიკებში
ნახსენებია ქალთევზაზე, რომელსაც ნახულობდნენ კუნძულ გრიმსეისთან.ქრისტეფორე
კოლუმბი თავის ჩანაწერებში ახსენებს ქალთევზებს, რომელებსაც ის თითქოს ნახულობდა.
მალტაზე კიდევ ერთ უცნაურობას წააწყდება კაცი. აქ მდებარეობს მიწისქვეშა სარკოფაგების მთელი ქალაქი, რომელიც რამდენიმე დონეზეა განთავსებული და უკავია
თითქმის 2000კვ.მ. ყველა სარკოფაგი გამოკვეთილია მთლიანი ქვისგან. ზოგი
სარკოფაგი გათვალისწინებულია მხოლოდ ერთ ადამიანზე, მაგრამ არის
ისეთებიც, რომელიც ორ-სამ და უფრო მეტ ადამიანს იტევს. ზოგირთ მათგანს მასიური
სახურავი ახურავს. სარკოფაგების ზომის მიხედვით, შეიძლება იქ დაკრძალული ადამიანების მიახლებითი სიმაღლის გარკვევა- 1,5 მ- უდრის, რაც საკმაოდ პატარა ადამიანის სიმაღლეზე მიანიშნებს. ესეც კიდევ კუნძულის ერთი გამოცანაა.
