Cyber33
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 70
წევრი No.: 90089
რეგისტრ.: 29-April 09
|
#29104134 · 8 Jan 2012, 17:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
აქ დაწერილი რამოდენიმე სტატია ამოვიგე და თან რაგაცეებიც დავამატე.
დამწერლობა 1. სომხური ენა - (სომხ. Հայերեն լեզու ჰაჲერენ ლეზუ) მიეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახს, მაგრამ ის არის ასევე ამ ენათა ოჯახის ერთ-ერთი დამოუკიდებელი განშტოება. ქართული ენა - იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება. მეცნიერები ამავე ჯგუფს აკუთვნებენ ქართულის მონათესავე მეგრულ, ლაზურსა და სვანურ ენებს, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ არქაული ქართული ენის ნიშნები. შენშვნა: ინდოევროპულ ენათა ოჯახის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ ან ინდოეთის ან ევროპის მიმდებარე ტერიტორიაზე. იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის წარმომადგენლები ცხოვრობდნენ კავკასიის მიმდებარე ტერიტორიაზე. დასკვნა: ეხლანდელი სომხეთი მდებარეობს კავკასიის ტერიტორიაზე , აქედან გამომდინარეობს რომ სომხები არ არიან აბორგენები (ადგილობრივები)
2. რაც შეეხება ქართულ ანბანს - სტრაბონის სიტყვებით იბერიული ანბანი 8 ათასი წლის წინ შეიქმნა. 8 ათასი წლის წინ კი ჯერ სომხეთი კი არა ძველი ეგვიპტეც არ არსებობდა. სტრაბონი - (58-25 ქ.წ.) - სახელგანთქმული ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი, ავტორი თხზულებებისა „ისტორიული მემუარები“ და „გეოგრაფია“ 17 წიგნად - კრებული ცნობებისა ძველი სამყაროს გეოგრაფიის შესახებ.
3. სომხურ საისტორიო წყარეოებში ქართული ანბანის წარმოშობის შესახებ გვხვდება სხვა რიგის ცნობაც : XIII საუკუნის სომეხი მემატიანის --მხითარ აირივანეცი. ავტორია " ქრონოგრაფიული ისტორიისა" მისი ისტორიული ფაქტები ნასესხსბია წინამორბედი ავტორებისაგან. კერძოდ , მხითარ აირივანეცი იცნობს სომეხ ავტორების ნამოღვაწარს: სამუელ ანეცის, ვარდან აღმოსავლელს, კირაკოს განძაკეცის და სხვა . მხითარ აირივანეცი თავისი ქრონოგრაფიის მესამე ნაწილში(ქრონოლოგიურად დალაგებული ფაქტები,ადამიდან ვიდრე ახ. წ. 1289წალმდე) 4580--4636წწ ქრონოლოგიური პერიოდის ქვეშ აღნიშნავს: "პირველმა ქართველმა მეფე ფარნვაზმა ექვსი ენისაგან შექმნა ქართული ენა , მანვე შეუქმნა დამწერლობა ამ ხალხს" "Первы царь грузински Фанаваз из шести языков составил грузински язик и изобреол письмена для этого народа" ლიტერატურა:"Хронографическая историа, составленая Отцом Мхитаром Вардапедом Аириванским перевод К,Патканова ,СПБ 1869--- გვერდი 384" სტრაბონის მიერ იბერიული ანაბნის 8 ათასი წლის სიძველეს ვერცერთი ისტორიკოსი ვერ დაიჯერებს, მაგრამ ისტორიკოსები იმაზე უკვე შეთანხმდნენ, რომ ღვინის კულტურა 10 ათასი წლისაა. სიტყვები "ღვრა"და "ღვინო" აშკარად ქართული წარმოშობისა. ამავე დროს მსოფლიოს ყველა ხალხები ღვინოს, ღვინოს უწოდებენ.
5. სომხეთს „სომხეთად“ მოიხსენიებს მხოლოდ ქართველი. დანრჩენი ყველა ქვეყანა და თვით სომხები, სომხეთს უწოდებენ : „Armenia“ არსებობდა არმენიელი მომთაბარე ტომები. ტერიტორია სადაც დღეს სომხეთია ეწოდებოდა „სომხითი“ და ზუსტად ამიტომ ქრთველი სომხეთს უწოდებს „სომხეთს“ და არა „Armenia“-ს
სომხეთი საქთველოს მფარველობაში 1. მრავალტანჯვაგამოვლილი ანისის გათავისუფლება სთხოვეს მეფეს. ,,დავით მეფის გამარჯვებანი საერთო მტრის წინააღმდეგ საერთო აღფრთოვანებას იწვევდნენ საქართველოს მოსაზღვრე, სომხებით დასახლებულ სანახებში და იმედს უნერგავდნენ სომხებს, რომ საქართველოს დახმარებით თვითონაც შეძლებდნენ ფეხზე წამოდგომას და უცხო ბატონობისაგან გათავისუფლებას ,, _ წერს სომეხი მეცნიერი, აკადემიკოსი ჰ. მანანდიანი. დავითმა სწრაფად შეკრიბა 60.000-იანი ლაშქარი და ,,წარემართა და ვითარცა მიიწია, მესამესა დღესა აიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად, და სოფელნი და ქუეყანანი მიმდგომნი ანისისანი,,
2. XII საუკუნის ბოლოს საკუთრივ საქართველოს სახელმწიფო მოიცავდა არა მარტო ძირძველ ქართულ ტერიტორიებს, არამედ ჩრდილოეთ სომხეთს და დღევანდელ თურქეთისა და აზერბაიჯანის მნიშვნელოვან ტერიტორიებს, ხოლო ჩრდილო კავკასია, აზერბაიჯანის აღმოსავლეთი რაიონები და სამხრეთ სომხეთი საქართველოს ვასალები იყვნენ. ამ პერიოდში თითქმის მთელი კავკასია საქართველოს მეფეს ემორჩილებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველო პირველ საუკუნეში დაახლოებით 90 ათას კვ.კმ. კილომეტრს შეადგენდა, II საუკუნეში მისი ფართობი 130 ათას კვ-კილომეტრს უდრიდა. VIII საუკუნეში 100 ათას კვ.კმ-დე შემცირდა, ხოლო XII საუკუნის ბოლოს, 180 ათას კვ.კმ.-ს აღწევდა (ვასალური ტერიტორიების გარეშე)
3. გიორგი III— საქართველოს მეფე 1156 წლიდან, დემეტრე I-ის ძე, ბაგრატიონთა გვარის შთამომავალი. მისი მეფობის პერიოდი, თამართან ერთად საქართველოს ისტორიაში ოქროს ხანად მოიხსენიება. ეს იყო იმპერიის, დიპლომატიური წარმატების, სამხედრო ტრიუმფისა, განათლების, კულტურის, სულიერი და ხელოვნების აყვავების ერა საქართველოში. მისი სრული წოდება იყო „უზენაესი მეფე გიორგი, ღვთის ნებით, მეფეთ მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშათა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა“.
4. X საუკუნის გაერთიანებული ქართული სახეკმწიფოს ისტორიიდან გამორჩეულია დვით IV აღმაშენებლის მონეტა, რომლის ორიგინალი ლონდონის მუზეუმშია დაცული. ამ მონეტაზე დავით მთელი თავისი სამეფო დიდებით არის გამოსახული, ხოლო რევერსზე წარწერაა (მონტეის უკანა მხარე): „მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა„
5. 1625 წ. - სააკაძემ და მისმა მომხრეებმა ყიზილბაში სარდლობა ამოწყვიტა. უმრთაუროდ დარჩენილი ყიზილბაშთა ჯარი აირია. ამასობაში ქართველთა ჯარმაც შეუტია მტერს . ყიზილბაშთა 30 000-იანი არმიიდან მეათედმა შესძლო გადარჩენა. ქართველებმა მტერს ყველა მიმართულებიდან შეუტიეს გაათავისუფლეს კახეთი დამპყრობლებისაგან. დალაშქრეს განჯა , ყარაბახი და ახალციხე. გამარჯვებულებმა ქართლ-კახეთის მეფედ თეიმურაზი მოიწვიეს. 6. თეიმურაზ მეფე ირანის წინააღმდეგ შეტევაზე გადავიდა მან მოარბია განჯა ყარაბაღი და მდინარე არაქსის პირას არსებული ქვეყნები .
P.S - ეს სიკეთე სომხებმა 1993 წელს „მადლობით გადაგვიხადეს“ როცა ბაგრამიანის ბატალიონი აფხაზეთში ქართველების გენოციდში და ეთნიკურ წმენდაში იღებდა მონაწილეობას. გენოციდი 1. ა) სომეხი მოსახლეობის გენოციდის დღედ მიჩნეულია 1915 წლის 24 აპრილი. სომხების გენოციდი აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ბ) აფხაზეთის 1992-93 წლების ომი , ქართველთა გენოციდსა და ეთნიკურ წმენდა. ქართველთა გენოციდსა და ეთნიკურ წმენდა აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. ბაგრამიანის ბატალიონი - (სომხ. Բաղրամյան) – იყო აფხაზეთის 1992-93 წლების ომის პერიოდში (1993 წლის 9 თებერვალს) ჩამოყალიბებული სომხური ბატალიონი. განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი ბაგრამიანის ბატალიონმა სოხუმზე 1993 წ. მარტის შეტევის დროს. სომხები იბრძოდნენ სეპარატისტთა სხვა ბატალიონებშიც. სამხედრო მოქმედებებში აფხაზების მხარეზე სულ 1500-ზე მეტი სომეხი მონაწილეობდა. მათგან 140 დაიღუპა. საბრძოლო დამსახურებებისათვის 11 სომეხს მიენიჭა ე.წ. აფხაზეთის გმირის წოდება (კ. გურგენიანი, გ. ტრაპიზონიანი, ა. ისხანიანი, ს. კირაკოზიანი, ა. ასატურიანი და სხვ.), 5 დაჯილდოვდა "ლეონის ორდენით", ხოლო 10 - მედლით "მამაცობისათვის". სომხური ბატალიონი მონაწილეობდა აგრეთვე 1998 წლის მაისში გალის რაიონში განხორციელებულ ქართველთა ეთნიკურ წმენდაში. P.S - მუხედავად ამ ყველაფრისა საქრთველო და ქართველები მუდამ გვერდით ედგა და უდგას სომხებს. სწორედ ამის ნათელი მაგალითია სომეხი პოეტის ოვანეს თუმანიანისა და ქართველი პოეტის ტიციან ტაბიძის მეგობრობა. ერეკლე მეფის ჯარში საქართველოს ლაშქრის გასამხევებლად მღეროდა სომეხი აშუღი და პოეტი საიათნოვა (დღესდღეობით საიათნოვას სახელობის სკვერი თბილისის მეიდანზეა) საქართველო და ქართველი არაფერს ითხოვს და არ იბრალებს სომხებისას და სომხეთისას და ნურც სომხეთი და სომხები დაიბრალებენ იმას რაც მათი არაა.
|