
ანტიკური დროის მეტალურგია გამოირჩევა კომპლექსური ხასიათით და მოიცავს
როგორც სპილენძისა და რკინის, ასევე ვერცხლისა და ოქროს გამოდნობას.
თემა ეხება იარაღს, ამიტომ ძირითადად უნდა ვისაუბროთ რკინის გამოდნობაზე.
ჩვენი უძველესი წინაპრების მეტალურგიის მრავალფეროვნებაზე მოწმობენ ბერძენ-რომაელი ავტორები, რომლებსაც აოცებდა ქართველთა წინაპარი ტომების-მოსინიკები,
ხალიბები, თუბალების ხელოვნება ლითონთან მუშაობისას. მოსინიკები
ტრადიციულად მიწათმოქმედებასა და მეთევზეობას მისდევდნენ, თუმცა მათ
საომარ აღჭურვილობაში ქსენოფონტე რკინის სეკირებსაც(ორმაგი ცული) აღნიშნავს.
მოსინიკები სახელგანთქმულნი იყვნენ სპილენძის, ბრინჯაოს და თითბერის
დამზადების ტექნიკით. მათი დამზადებული ბრინჯაოს ნაწარმი, არისტოტელეს აზრით,
გამოირჩეოდა განსაკუთრებული ბრწყინვალებითა და სითეთრით. ბრინჯაოს
დამზადებისას სპილენძს ტყვიას კი არ ურევდნენ, არამედ-ადგილობრივ მიწას. ხალიბთა ერთადერთი საქმიანობა იყო რკინის გამოდნობა, რაზედაც მიუთითებს ა.როდოსელი და ქსენოფონტე.
ხალიბური ფოლადის ფართოდ გავრცელება ახლო აღმოსავლეთში განპირობებული იყო
მისი მაღალი ხარისხით. არისტოტელე აღნიშნავს, რომ ხალიბური ფოლადი იყო
საუკეთესო, ვინაიდან ისინი ფლობდენენ განსაკუთრებული საშუალებით დამზადების
ტექნოლოგიას.თეთრი ხალიბური ფოლადი-უჟანგავი ფოლადი-მეტისმეტად ფასობდა ანტიკურ სამყაროში.
ბრინჯაოს ეპოქის სატევარი

რკინის საუკუნის დანა

სკვითური რიტუალური ხმალი

ბიმეტალური საომარი ჩაქუჩი

მოკლე საომარი სატევარი ''აკინაკი''

ხოპეშ(ხეპეში)ძველი ეგვიპტური იარაღი მოღუნული პირით. ეგვიპტეში ამ იარაღს
ხმარობდნენ გამოცდილი მეომრები და ელიტური საჯარისო ნაწილები. მისი სიგრძე
იძლეოდა ეტლიდან ბრძოლის წარმოების საშუალებას. გაულესავ ხოპეშს გააჩნდა
ცერემონიალური სტატუსი. მოგვიანებით, ხოპეში გარდაისახა ''კოპისად'', რომელსაც
იყენებდნენ ალექსანდრე მაკედონელის არმიაში.

სტანდარტული სატევარი, რომელიც გავრცელებული იყო მთელ ახლო აღმოსავლეთში.