Kakha.Gუცნაური წიაღსვლები, განმარტებები გაქვს და ლუპის ქვეშ
ყოფნას არჩევ! მსგავსი განმარტებების შედეგია, რომ თურმე
არმენები მტკვარ-არაქსის კულტურის შთამომავლებიც ყოფილან.
რამდენჯერ ავუხსენი, როდიდან გაჩნდნენ აქ და არა...
სულ ცოტა ხნით თუ მაინც წარმოგიდგენია არმენი ვენახის
მოსაწმლი აპარატით ზურგზე აკიდებული, ჰა?!!!
სად გავიცინო აღარ ვიცი. რა კახეთი, რა საფერავი?...ახლა ღვინო
ალაოში ავურიეთ უკვე აშკარად. როგორც ქართველისთვის უცხოა
ვაჭრობა, ამიტომ არიან ვალებში გადავარდნილი, ასევე უცხოა არმენისთვის
მიწათმოქმედება. ვაჭრობაა სწორედ მათი საქმიანობა და ხშირ შემთხვევაში,
ვაჭრობის განვითარებისთვის ასახლებდნენ მათ სხვადასხვა ადგილას.
იმდენად როგორ უნდა გვაბრმავებდეს საკუთარი განწყობა თუ კიდევ სხვა რამ,
რომ ობიექტურობის მარცვალიც აღარ დაგვრჩეს ე.წ. მსჯელობისას.
ეტყობა, არ გვახსოვს სსრკ-ს დროს აგორებული სკანდალი შამპანურთან
დაკავშირებით... საქმე სახელის გამოყენებას ეხებოდა. სწორედ ამის
მერე შეეცვალა ამ სასმელს სახელწოდება და დაერქვა "იგრისტოე ვინო",
ქართულად "ცქრიალა ღვინო".
საქმე ვაზის ჯიშის გამოყენებას კი არ ეხება,სახელწოდების გამოყენებას.
ასეთი მარტივი რამის ახსნა რომ დასჭირდება ადამიანს...
უფრო დაწვრილებითი ანგარიშის ჩაბარებაა საჭირო. ღვინის აღნიშვნელ სიტყვას ყველა ენაში ერთი ფუძე აქვს.
ლინგვისტების ვარაუდით, ეს სიტყვა სხვა ენებში იმ ქვეყნიდან უნდა იყოს შესული და
დამკვიდრებული, რომელიც იმ დროისთვის ღვინის სამშობლოდ იწოდებოდა.
"ღვინის" სემანტიკური მნიშვნელობა მხოლოდ ქართულ ენაში დასტურდება.
აქვე ირკვევა ისიც, რომ ის ზმნა "ღვივილი"-დან არის წარმოებული. ამ სიტყვის
ფუძე - ”ღვ” - წმინდა ქართულია (ღვიძლი, ღვენთი, მღვდელი, ღვივილი,
მღვიმე, ღვთაება, გაღვივება, ღვარი, ზღვარი, ღვაწლი, ღვრა, ღვიძილი, ღვია).
მისი საწყისი ფორმა უნდა იყოს ”ღვივილი”, ანუ ის, რაც დუღს, ამოდის, ღვივდება.
მგონი გასაგებად ავხსენი. ინდოევროპულიდან ის შესული ვერ იქნება, ვინაიდან
ისინი ძირითადად მომთაბარეები იყვნენ და არა, მიწათმოქმედნი.
არის გამოთქმული მოსაზრება, რომ სწორედ ეტრუსკებისგან შევიდა საფრანგეთის
ახლანდელი ტერიტორიაზე ვაზის გაშენება და გამოყენება. და კიდევ, სოფლის
მეურნეობის ის პროდუქტი ხდება მხოლოდ ენდემური, რომელიც ველური სახით
ჩნდება ამ ტერიტორიაზე, სწორედ ასეთია ვაზი კავკასიაში.
ცნობილია კახეთის დაახლოებით 30 ვაზის ჯიში: რქაწითელი, რქა-ხული, ხიხვი, ბუერა,
ქისი, საფერავი და ა.შ. სად ხედავ აქ ვაზის ჯიშს სახელად "კახეთი". მეორეც, როცა ვაზის
მშობელი ქვეყანა უშვებს "საფერავის" სახელწოდებით ღვინოს, სხვას შეუძლია გამოუშვას
სხვა სახელწოდებით და არა იმავე სახელწოდებით, სხვა შემთხვევაში უნდა იყიდოს ლიცენზია,
თან ის არმიანსკი ნამდვილად არ იქნება. რა საშინელებაა როცა ასეთი მარტივი რაღაცეების
ახსნა გიწევს. მაშ, სულელი ყოფილა მთელი მსოფლიო როცა ლიცენზიებს ყიდულობს.
ამიტომაა რომ ყალბისმქნელნი თითო ასოს ცვლიან ხოლმე გამოშვებულ პროდუქციაზე.
რა, არ გვინახავს ყალბი "შანელი", 'ნაიკი', "ადიდასი" თუ რა? საფერავის ეტიმოლოგია
რომ ქართულია, იმედია ეს მაინც ვიცით.
რაც შეეხება პინოსა და კაბერნეს, შავ პინოს იყენებენ ძირითადად სწორედ იმ "ცქრიალა ღვინის"
წარმოებისას და ის სულაც არ ატარებს "პინოს" სახელს. ახლა კაბერნე, მარანი უშვებს ასეთ ღვინოს,
სახელწოდება შენარჩუნებულია ქვემოთ და მას არ აწერია ქართული ღვინოო, გასაგებია? განსხვავებას
ვერ ვხდებით თუ არ გვინდა მივხდეთ?!

მაწონს თუმრე სომხური ეტიმოლოგია ჰქონია და მიდი მოვდივარ, უშვებენ არმიანსკი "მაცუნს",
არც ლიცენზია ჭირდებათ. არასამრთლებრივ სივრცეში მცხოვრებთათვის სულაც საჭირო არ არის
ასეთი რამ. ასეთია სწორედ პოსტსაბჭოური სივრცე. იპაონელებმა შეიძინეს ლიცენზია, სომხებს
რაში ჭირდება. ვაჭრობა მათი საქმეა და მიდი-მოვდივარ! ჩვენ ხომ არაფერზე გვაქს ექსკლუზივი.



როგორც ცნობილია, კუჭის ლორწოვნის სპეც. ჯირკვლები მდიდარია ფერმენტებით, რომელთა
მოქმედებით ხდება რძის აჭრა. დღესაც, მთელ საქართველოში, სოფლად ცხოველის კუჭს
ასუფთავებენ, ამარილებენ, ამშრალებენ, უმატებენ დოს დ ღებულობენ ასაჭრელ მასალას.
სამეფრელოში ამას ჰქვია ნაწი, რომელიც ასევე კუჭის სინონიმიცაა. საინტერესოა, ნაწის,
როგორც ასაჭრელი მასალის თუ ანატომიური ორგანოს პირველადობის საკითხი. ამის
გასაგებად მოვაცდინოთ საბამისმიერი ფორმის რეკონსტრუქცია. იგი იქნებოდა ნეწა,
ვინაიდან ნე ნაღვლის ბუშტის შიგთავსის – ნაღველის და ასევე მაჭარის სინონიმია,
წაკი წყალს ნიშნავს. სწორედ ეს ფორმაა — ნე-წა საწყისი მონაცემი. საინტერესოა, რომ,
მთავარი ქიმიური გარდაქმნა, რომელსაც რძე მაწვნად დამზადების პროცესში ღებულობს
არის რძის შაქრის რძისმჟავად გარდაქმნა ანუ რძის დამჟავება-დაძმარება. ამიტომ მაწონის
საწყისი ფორმა იყო ძმარწვენი— ძმარი +წვენი – მჟავე წვენი. შემდგომ, ძ-ს დაკარგვის გამო,
დღევანდელ მეგრულში გვაქვს — მარწვენი და ქართულში მაწონი.
ჩვენი ბედოვლათობით, ასე მივედით აქამდე, ჩურჩხელაც არმიანსკი ყოფილა,
ოღონდ ჯერ ვერ გაარკვიეს ზუსტად ჩურჩხელაა, თუ სუჯუხი, ან სნიკერსი.
https://krasnodar.kupiprodai.ru/produkt/kra...urchhela_805938
გააგრძელეთ ძილი...ილია აღარაა ცოცხალი, რომ ისევ დაწეროს "ქვათა ღაღადი" გამოსაფხიზლებლად!