უცხოურებიდან სერიოზული არაფერი, ეკატერინას გრივენნიკი და რუსული სპილენძები, ნიკოლოზის დიდი კოლექცია დამიგროვდა, ვყიდი ნოიმინალურ ფასად: მანეთიანს 25 ლარად, 50 კაპიკიანს 15 ლარად. ჩვეულებრივი წლებია. ერთადერთი ყურაღეის ღირსია თურქული ოქროს მონეტა (კონსტანტინოპოლი), უმცირესი ნომინალი.
რაც შეეხება ქართულ მონეტებს, ორი წელია ვაგროვებ და დრო ტყუილად არ დამიკარგავს ...
ალექსანდრეს და ლისიმახეს მინაბაძები, ოქრო და ვერცხლი...
კოლხური თეთრები, აქედან ორი MO ასოებით,
ბიზანტიური მონეტებიდან: ბაგრატ III, გიორგი II, დავით IV.
დავით ულუ (ვერცხლი), დავით ულუ (სპილენძი),
გიორგი III ფარშევანგით და არაწესიერების დასტა.
თამარ მეფე - ორმაგები, სამმაგები, და გიორგი ლაშას ორმაგები (მათ შორის ძალიან პატარა ორმაგი). საინტერესოა, რომ არ მაქვს ჯერეჯერობით თამარ-დავითის უქორონიკონო წესიერი.
"სომხითი" !
მანგუს სპილენძი.
რუსუდანის დრახმა და ნახევარდრახმა, სპილენძებიც, F ასოთი და კვადრატულის ჩათვლით.
დაკნინებული პერიოდი, გიორგი VIII, იმერეთის გიორგი II,
სპარსული "ტეფლისები", წაგრძელებული ფანჯშახების ჩათვლით.
შახ-აბას I-ის ზეგამი.
შახ-აბას II-ის ფანჯშახი,
სულეიმანი, ხუსეინი, და ნადირშახი, ოღონდ ჩვეულებრივები.
თეიმურაზის ნახევარ-ფელსი,
ბაქარის ჩვეულებრივი ფარშევანგები,
თურქული ოკუპაციის მონეტები - მუხამედი და ახმედი, ვერცხლები
ერეკლეს თითქმის ყველა სპილენძი, არასრული სირმები, ნახევარაბაზებიც
გიორგი XII-ს სპილენძები, სირმები.
რუსულ ქართული - სამი "რ" მონეტა, აქედან ორი უნიკალური შეცდომებით...
არასრული სია, მაგრამ ოცამდე "ს" მონეტა.
არასრული სია, მაგრამ 90-მდე "უ" მონეტა.
სპილენძი, "კ" 1808 და 1810-ები,
სპილენძი "ე", 1810, რამდენიმე.
სპილენძი "ი" - ერთი ცალი.
"სულ" ეს არის