პერსონაჟები და გეოგრაფიული ობიექტები
ანუ – სამოთხისა და ცის ღმერთი შუმერულ, ასურულ და ბაბილონურ მითოლოგიაში.
ანაუაკი – ღმერთთა ჯგუფი, ანუს კომპანიონები.
ანზუ – ღმერთი–ჩიტი. ჰქონდა არწივის ფრთები და ლომის ფორმის ფეხები.
აპსუ – მითიური ოკეანე მიწისქვეშეთში, საიდანაც წყაროები და სასმელი წყაროები მოედინებოდნენ.
არურუ – დედამიწის დედა–ღვთაება, ენლილის და, ენკის მეუღლე და ნინსარის დედა.
ენლილი – მთავარი ღმერთი. ქარის პატრონი.
ენქიდუ – ეპოსის ერთ–ერთი მთავარი მოქმედი პირი. იგი ღმერთ ანუს დავალებით თიხისაგან შექმნა ქალღმერთმა არურუმ.
ერეშქიგალი – ირკალას (მიწისქვეშეთი) დედოფალი.
ეთანა – ქალაქ ქიშის ხელმწიფე. ლეგენდის თანახმად იგი წარღვნას გადაურჩა.
გილგამეში – მოხსენიებულია შუმერულ მეფეთა სიაში. სავარაუდოდ, იგი იყო ნამდვილი ხელმწიფე ძვ.წ. 26 საუკუნეში.
ჰუმბაბა – კედარის ტყის გიგანტური მცველი, სავარაუდოდ ჰქონდა ლომის სახე.
იგიგის ღმერთები – ძირითადი, პირველხარისხოვანი ღმერთები.
ირკალა – საშინელი მიწისქვეშეთი, რომელსაც მართავდა სიკვდილის ღმერთი ნერგალი და მისი მეუღლე ერეშქიგალი.
იშთარი – სიყვარულის, ნაყოფიერებისა და ომის ქალღმერთი, შამაშის ტყუპისცალი.
ლაპის ლაზული – ლილაქვა, ლურჯი ფერის ძვირფასი ქვა.
ნინურტა – მიწათმოქმედების, ხვნის ღმერთი.
ნიპური – უძველესი წმინდა ქალაქი, მდებარეობს ახლანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ბაღდადის სამხრეთით, 150 კმ–ს მანძილზე.
რიმათ–ნინსუნი – წმინდა ქალღმერთი, გილგამეშის დედა, მეფე–ღმერთის – ლუგალბანდას – მეუღლე.
სიდური – ბრძენი ქალი, მიჩნეულია ღვთაებად. მისი სახელი დაკავშირებულია ლუდთან.
სიპარი – უძველესი ქალაქი, მდებარეობს ახლანდელი ერაყის ტერიტორიაზე, ქალაქ ბაღდადის მიდამოებში.
ურუქი – უძველესი ქალაქი მესოპოტამიაში, მდებარეობს ერაყის ტერიტორიაზე, ბაღდადის სამხრეთით, დაახლოებით 200 კმ–ში.
უთნაფიშთიმი – შურუპაკის ხელმწიფე. ლეგენდის მიხედვით, წარღვნას გადარჩენილი ადამიანი.
შამაში – მზის ღმერთი, მთვარის ღმერთ ნანარის დაქვემდებარებაში მყოფი.
შამჰათი – სასახლის მეძავი, ქალღმერთ იშთარის ქურუმი.
შურუპაკი – უძველესი ქალაქი, მდებარეობს ერაყის ტერიტორიაზე, ბაღდადის სამხრეთ–აღმოსავლეთით, დაახლოებით 200 კმ–ში.
მიმაგრებული სურათი