ნახევარი წელია მაგ ტიპზე ვწერ აქ

მეგონა ყველამ იცოდა.....თურმე ახლა ნახულობს ბევრი და მაგიტომ არავინ არაფერი თქვა როცა აქ მაგაზე დავწერე.
მეო ერთი შეხედვით ვატყობ ვის რომელი ჰაპლო აქვსო... ჰგონია რომ ჰაპლოჯგუფები ფენოტიპის ალელებსაც შეიცავს და გარეგნობას ცვლის
ვისაც კი მსოფლიოში G და L აქვს ქართველს ეძახის.
კიდე ჰგონია რომ ქალბსაც იგივე ჰაპლოები აქვთ....ანუ ქართველებს ხომ ძირითადად H, K, T გვაქვს არა? მაგას ჰგონია რომ ქართველ ქალებსაც G აქვთ. ადამიანს თუ ქართველი დედა ჰყავს ამბობს დედისგან G აქვსო.
ჰაპლოს ცვლილება სულ ხდებაო. ახლა მე რომ ქართველი მოვიყვანო ცოლად და ჩემმა ძმამ ჩინელი, ჩემს შვილს G2ა ექნება ხოლო იმისას G2ბ-ო
ეუბნები, უხსნი, ასწავლი, მაგრამ მხოლოდ ერთი სულელური პასუხი აქვს...რა ჰანთერ გეზერერი რა ფერმერი შენ რაც გინდა ის შეაგროვეო....რისი გჯერა საერთოდო. ტიპს არც ინფორმაციის მოძიება შეუძლია და არც გადამუშავება...არადა ხშირად ახსენებს რამხელა ინტელექტის მქონე პიროვნებაა და ა.შ.
კარგი მესმის რწმენის გამო საერთოდ არ აღიარებს რომ დედამიწა 6000 წელზე მეტია არსებობს. ეგ ყველაზე ნაკლები პრობლემაა.
ერთი დაგუგვლაც კი კმარა იმისათვის, რომ წაიკითხო რომ Y ჰაპლოჯგუფი არ ატარებს არანაირ ფენოტიპის განმსაზღვრელ ალელებს, ან ის რომ ქართველ ქალებს G კიარა ზემოთ ჩამოთვლილი ჰაპლოები გააჩნიათ.
ისე უცებ ისვრის ინფორმაციას თან ძალიან თავდაჯერებული გამომეტყველებით, რომ მართლა განათლებული ტიპი დაეჭვდება მე ხომ არ ვცდებიო.
თან ხალხს ატყუებს მე და რამდენიმ კაცს გვაქვს მხოლოდ წვდომა დახურულ ბაზებზე და იქიდან ვიღებ ინფორმაციასო

მერე ბევრჯერ უხსენეს ყველას შეუძლია ნახვაო და ახლა რას ამბობს არ ვიცი. ვინმე რომ კითხავდა სად ნახულობო ფტდნა საქართველო ჩაწერეო...არ ასწავლიდა ჯიგარი სიხვებს. რომ გეკითხა ხალხის დახმარების წყურვილი კლავდა

ვინც კი სხვა ჰაპლოს ატარებს ეუბნება შენ ქართველი არ ხარო. ამდენ ადამიანს რომ უჩენს იმ ფიქრს რომ მე სხვა ერის შვილი ვარ ერთი აქაურობის დედაცო... ეგ მავნებლობა არაა? მე საქართველოს ვემსახურები და არ მოსწონთ ვიღაცებს პირდაპირ პირში რომ ვეუბნები სათქმელსო.
ისე მგონი აქაც იხედება ეგ ბიჭი პროსტა არ წერს არაფერს

)
This post has been edited by ულრიხი on 8 Nov 2025, 01:27