forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ვინ არიან ყველაზე პატარა ზომის ადამიანები
Paranormal
მოხევე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13485
წევრი No.: 90317
რეგისტრ.: 2-May 09

გამოგზავნილია: 22 May 2012, 13:16  #31293253      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
აფრიკის კონტინენტზე, ტყეთა სიღრმეში, სადაც იზრდება მაღალი ხეები და ბინადრობენ ყველაზე დიდი ცხოველები - სპილოები, ცხოვრობენ დედამიწის ყველაზე პატარა ადამიანები - პიგმეები (მამაკაცის სიმაღლე არ აღემატება 140 სანტიმეტრს, ქალისა კი გაცილებით ნაკლებია).

პიგმეების ტომებია: ეფე, ბასუა, ბაკვე, ბამბუტი, აკა, ბატვა, ბაბინგა და სხვ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ პიგმეები მდინარე კონგოს აუზში გაცილებით უფრო ადრე დასახლდნენ, ვიდრე სხვა ხალხები, ამიტომაც ამ ადგილის აბორიგენებად პიგმეებს მიიჩნევენ.

პიგმეები განცალკევებულად ცხოვრობენ, თუმცა სამეურნეო კავშირი აქვთ მეზობელ ხალხებთან. მათთან ცვლიან ნანადირევს მიწათმოქმედების პროდუქციაზე - ბანანზე, ფეტვზე.

პიგმეების სოფლები ტყის სიღრმეშია. ისინი ხშირად იცვლიან საცხოვრებელ ადგილს. მათი საცხოვრებლები პალმის ფოთლებისგან აგებული ფაცხებია, რომლებიც მწვანე გორაკებს ჰგვანან. ფაცხებს ქალები ამგვარად აშენებენ: მიწაში არჭობენ ტოტებს და ზედა ნაწილებს კრავენ ლიანებით ისე, რომ წარმოიქმნება თაღი. თაღების რიგი ქმნის საცხოვრებლის ჩონჩხს, ზედ აწყობენ პალმების დიდ ფოთლებს და ამაგრებენ. ასეთი საცხოვრებლის აშენებას 2-3 საათს ანდომებენ. მასში გამართულია საწოლი - ორი ერთმანეთის გვერდზე მიწყობილი ფიცარი, რომლის ქვემოდან იდება ხის ჯოხი მათ დასაკავებლად.

საწოლზე არაფერია გადაფარებული, ბალიშის მაგივრად იყენებენ საკუთარ ხელს. ბალიშსა და საბანზე პიგმეებს წარმოდგენაც არ აქვთ. ფაცხები გამძლეა, მყარადაა შეკრული და მშვენიერი თავშესაფარია ტროპიკული თავსხმების დროს. ავეჯსა და ჭურჭელს პიგმეები მხოლოდ მცენარეული მასალისგან - ხის ფოთლებისა და ქერქისგან ამზადებენ, ძირითადად "ერთჯერადი" დანიშნულებისას.

პიგმეების ძირითადი საქმიანობა ნადირობა და შემგროვებლობაა. პირველყოფილი იარაღით მამაკაცები თამამად მიდიან ყველაზე დიდ ცხოველებზე სანადიროდ. მონადირეები ტყეში გვიან გადიან - მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მზე ააორთქლებს ფოთლებზე არსებულ ნამს, რადგან მათ ეშინიათ ჩამოცვენილი ცივი წვეთებისა. პიგმეებმა იციან ლიანებისგან ბადეების დაწნა. ასეთი ბადის სიგრძე ცხრა მეტრამდეა, სიგანე ერთ მეტრამდე.

ისინი ერთმანეთს გადააბამენ 10-20 ასეთ ბადეს და ასობით მეტრზე გადაჭიმავენ. ბავშვები მიდიან შორს და ყვირილით, ხმაურით დევნიან ნადირს, რომლებიც თავის გადასარჩენად მიექანებიან და ბადეში ებმებიან. ფართხალებენ, იბრძვიან თავის დასახსნელად და უფრო მეტად იხლართებიან შიგ.

მონადირეებს გამოჰყავთ ბადიდან ცხოველები, ლიანებით უკრავენ ფეხებს და მიჰყავთ სახლში, დაკლავენ და მოსამზადებლად ქალებს გადაულოცავენ. ამის მერე მამაკაცები ისვენებენ, ქალები კი საჭმელს ამზადებენ. ნანადირევი მთელი თემის საკუთრებაა.

შემგროვებლობას ქალები და ბავშვები ეწევიან. ისინი არჩევენ საკვებად ვარგის ფესვებს, ბალახს, ხის ფოთლებსა და ქერქს. მთელი "მოსავალი" თანაბრად იყოფა ოჯახებს შორის. შეგროვილ პროდუქტებს საკვებად უმად იყენებენ ან ხარშავენ და სხვადასხვა კერძს ამზადებენ.

ზოგჯერ პიგმეები მაიმუნებზეც ნადირობენ. ადამიანებსა და მაიმუნებს შორის ნამდვილი ბრძოლა იმართება. მაიმუნები ზემოდან ისვრიან ყველაფერს, რაც ხელში მოხვდებათ - გირჩებს, ნაყოფს, ტოტებს. პიგმეები მათ ისრებს უშენენ. თუ დედალი მაიმუნი მოკლეს, მაშინ შვილი, ხშირ შემთხვევაში, თვითონ ვარდება ქვემოთ, ეკვრება მკვდარ დედას და ხელთ უვარდება მონადირეებს.

პიგმეები თაყვანს სცემენ სულებს, სჯერათ ჯადოქრობის. მუსიკალურებიც არიან - უყვართ ცეკვა-თამაში, ადიდებენ წინაპრებსა და მითურ გმირებს.
ნოდარ ელიზბარაშვილი

წყარო:

http://www.kvirispalitra.ge/history/12427-...adamianebi.html

user posted image


--------------------
ლა დესიმა
Led_Zeppelin
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5792
წევრი No.: 14567
რეგისტრ.: 14-November 05

გამოგზავნილია: 28 May 2012, 01:35  #31388578      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფოტოშოპია რა უბედურებაა???????????????????


--------------------
"ალბათ ქართველებზე ცუდათ არავინ იცი საკუთარი ქვეყნის ისტორია" - პავლე ინგოროყვა

გრიგოლ რობაქიძე - მიმართვა ქართველ ახალგაზრდობას:
"ენდეთ თქვენს ფესვებს !!! და ვერ დაგამარცხებთ ბოლშევიზმის დემონური ძალაც კი "
http://www.link.ge/file/323931/Revaz–Gabasvili.rar.html
Paranormal
მოხევე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13485
წევრი No.: 90317
რეგისტრ.: 2-May 09

გამოგზავნილია: 28 May 2012, 23:28  #31403742      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Led_Zeppelin
QUOTE
ფოტოშოპია რა უბედურებაა???????????????????

არა რა ფოტოშოპი რეალურია ყველაფერი
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7076
წევრი No.: 141626
რეგისტრ.: 15-January 12

გამოგზავნილია: 29 May 2012, 00:28  #31405039      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
დენი დევიტოები არიან, ოღონდ ფერადკანიანები biggrin.gif
Paranormal
მოხევე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13485
წევრი No.: 90317
რეგისტრ.: 2-May 09

გამოგზავნილია: 29 May 2012, 01:03  #31405647      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
დენი დევიტოები არიან,

პირველყოფილი დენი დევიტოები

ძალიან საინტერესო ფაქტია გარესამყაროსთან არანაირი კავშირი არ აქვთ, მხოლოდ მეზობელ თავისნაირ ტომებთან.
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7076
წევრი No.: 141626
რეგისტრ.: 15-January 12

გამოგზავნილია: 29 May 2012, 01:17  #31405835      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Paranormal
QUOTE
ძალიან საინტერესო ფაქტია გარესამყაროსთან არანაირი კავშირი არ აქვთ, მხოლოდ მეზობელ თავისნაირ ტომებთან.


ჰო, ეგეთი ტომები ბლომად არიან.
აზიაშიც, აფრიკაშიც და სამხ. ამერიკაშიც.
ნეტში დაძებნა უნდა.
ისე, საინტერესო იქნებოდა.
შენ რადგანაც დაგაინტერესა, დაძებნე და აქაც დაწერე მერე, სიახლეები smile.gif
tujji
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 728
წევრი No.: 84248
რეგისტრ.: 9-February 09

გამოგზავნილია: 29 May 2012, 12:51  #31409921      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯუჯა ლალე............................................................................................................
jadgschloss
რატომ ბრაზობ, სოსო?


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7076
წევრი No.: 141626
რეგისტრ.: 15-January 12

გამოგზავნილია: 29 May 2012, 19:24  #31416686      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
tujji

QUOTE
ჯუჯა ლალე...............


ლალე თუ ლარი? რომელიღაც სიმღერაშია,არა? biggrin.gif
androabuladze
რაციონალისტი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15561
წევრი No.: 130141
რეგისტრ.: 16-April 11

გამოგზავნილია: 29 May 2012, 20:42  #31417933      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამაზე ლოურენ გრისი წერს თავის წიგნში "ძველი აფრიკის უკანასკნელი საიდუმლოებები".
თუ გამახსენდა და არ დამეზარა ინფორმაციას დავდებ ან დავასკანერებ.





Paranormal
მოხევე


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13485
წევრი No.: 90317
რეგისტრ.: 2-May 09

გამოგზავნილია: 31 May 2012, 14:04  #31445081      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
androabuladze
QUOTE
ამაზე ლოურენ გრისი წერს თავის წიგნში "ძველი აფრიკის უკანასკნელი საიდუმლოებები".
თუ გამახსენდა და არ დამეზარა ინფორმაციას დავდებ ან დავასკანერებ.

კარგი იქნება თუ მოგვაწვდი მასალებს
ხრიდოლიონი
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 186
წევრი No.: 147414
რეგისტრ.: 23-April 12

გამოგზავნილია: 1 Jun 2012, 16:18  #31463541      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ესენი ნაღდი ქონდისკაცები ყოფილან
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0216 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]