dani94
DANI 094

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 340
წევრი No.: 142918
რეგისტრ.: 10-February 12
|
#32584096 · 16 Aug 2012, 23:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ბიბლიური-იაფეტური ეთნოლოგია ძვ. წ. მეორე ათასწლეულის ბოლოს, იწყება ინდო-ბერძნული (ინდო-ევროპული) ტომების მიგრაცია აღმოსავლეთ ევროპიდან ბალკანეთისკენ, რომელთა წინარე სამშობლო ოდესღაც ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მდებარეობდა. პირველად ბალკანეთში მცხოვრები პელაზგები, დანაიდები (დანაიდებს ზოგჯერ არგოსელ დანაიდებსაც ეძახიან) და სხვა იბერიულ-კავკასიური აბორიგენი მოსახლეობა, დუნაის მხარეში მცხოვრებმა ნარევი ტიპის ხალხმა აქაველებმა შეავიწროვეს. ჯერ კიდევ ძვ. ბერძნები ამტკიცებდნენ, რომ პელაზგები, არგოსელები იგივე დანაიდები კოლხებს ენათესავებიანო. აქაველების მიერ ხდება, როგორც ბალკანეთზე მცხოვრები ხალხების, ისე კრეტა-მიკენისა და ტროელთა დაპყრობა დამორჩილება. ამის შემდგომ გამოჩნდნენ ინდო-ბერძნული ტომები დორიელები-შემდგომ ელინთა ანუ ბერძენთა უშუალო წინაპრები. ეს დორიელები იტორიაში ცნობილნი არიან აგრეთვე კიმერიელთა სახელწოდებით, როგორც დიდი კიმერიული ოჯახის ერთერთი შტო. კიმერიელები ანუ ასურულად “გიმმარაი”, ბიბლიური ტრანსკრიფციით “გომერ”. სწორედ ამ დორიელებისგან განდევნილმა “აქაველებმა”, “პელაზგებმა”, “დანაიდებმა” და სხვებმა მცირე აზიისკენ გადაინაცვლეს. ამ ხალხებს ეგვიპტელებმა “ზღვის ხალხები” უწოდეს. ამ “ზღვის ხალხებში” ეგვიპტელებმა განსაკუთრებით გამოყვეს “აქავაის”, “დონოის” და “ პელესტ”-ის ტომები, რომლებიც შესაბამისად აქაველებს, დანაიდებს და პელაზგებს შეესაბამება. “ზღვის ხალხებმა” დაარბიეს ხეთის სამეფო, მათი დედაქალაქი ხათუსა დაანგრიეს, დაიმორჩილეს “დიაოხი” და აიძულეს დაპყრობილი ხალხის ნაწილი, რომ მათთან ერთად ელაშქრად ეგვიპტისკენ. ფარაონ რამზეს მესამემ ბოლოს და ბოლოს გაჭირვებით დაამარცხა ისინი, მაგრამ ბოლომდე ვერ მოახერხა მათი განდევნა და ისინი დამკვიდრდენ ქანაანის და სირიის ნაყოფიერ მიწებზე. ამ “ზღვის ხალხებს” შორის იყვნენ პელაზგები, რომელთა შორის კრეტელი პელაზგებიც იყვნენ, რომელთაც ბიბლიაში ფილისტიმელები (ეგვიპტური “პელესტ”) ეწოდებათ, ხოლო შემდგომ ჰეროდოტემ ქანაანის იმ ტერიტორიას სადაც დასახლდნენ ფილისტიმელები (პელაზგები) პალესტინა უწოდა. ”პელესტ” – პელაზგთა ანუ შემდგომ ფილისტიმელთა ეგვიპტური სახელწოდებაა. ბიბლიაში ეზეკიელი ფილისტიმელებს ქაფთორელებს ანუ კრეტელებს უწოდებს და ქაფთორიდან მოსულებად მოიხსენიებს. კუნძული კრეტა ბიბლიაში ქაფთორად მოიხსენიება. ფილისტიმელები ისევე როგორც ებრაელები შემდეგ ეპოქებში გასემიტდნენ. სხვათა შორის აბრაამიდების სატომი სახელიც ებრაები, მომდინარეობს სუბერიდან. რომლებიც თავდაპირველად ქალდეური ტომები იყვნენ და ქალდეური ქალაქ ურიდან გადასახლდნენ ქანაანში. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით როგორც დაბადებაშია აღნიშნული "ურ-კაშდიმ" სადაც ცხოვრობდა მამამთვარი აბრაამი, არა სამხრეთ მესოპოტამიაში მდებარე შუმერული ქალაქი ური, არამედ ის ადგილიაო აღიშნული, სადაც ვითომ თქმულების მიხედვით ნოეს კიდობანი გაჩერდაო, ესე იგი არარატის სანახებიო და შემდგომ ამბობს: "მაშასადამე, დაბადების (ბიბლიის) "კაშდიმ" ქართებსა ნიშნავს, ხოლო "ურ-კაშდიმ" ურარტუს ქართებს". ჩემის მხრივ დავამატებ, რომ აბრაამიდების ქალდეური ტომი ურ-კარდუს სანახებიდან გადასახლდა ქანაანში, ანუ შემდგომი დროის ისრაელში და პალესტინაში. ამიტომაც ვუწოდებთ მათ ჰურიანებს, ჰურიები, ურიები. ამიტომაც გვხდება ებრაულ სატომო სახელებში და მათ ეთნარქებში ხშირად სუბერიდან წარმოებული სახელები ებერი, ყებერი, თავად ებრაები, აბრაამიდები, ებრაელი-პრდაპირ უკავშირდება ებერს და იბერს. ებრაელები თანდათანობით დროთა განმავლობაში გასემიტდნენ და ამიტომაცაა მათი ენა ივრითი დღეს სემიტური ენა.
ეხლა განვიხილოთ ბიბლიური ეთნოლოგია, ჩვენთვის საინტერესო იაფეტთან მიმართებაში. ძვ. აღთქმაში წერია, იაფეტის ძენი: გომერი, მაგოგი, მადაი (მიდია), იავანი, თუბალი, მეშექი და თირასი(ანუ თირამი). შემდეგ იავანის ძენი: ელიშა, თარშიში (ანუ თარში), ქითიმი და დოდანიმი. გომერის (კიმერის) ძენი: ასკენაზი, რიფათი და თოგარმა. დაბადება თავი 10 მ.2-4. როგორც ვხედავთ ბიბლიური ეთნოლოგია არის ებრაელი ქურუმების მიერ დაწერილი მაშინდელი ხალხის და სახელმწიფოების გეოგრაფიული განლაგება, რასაც წვდებოდა მათი მაშინდელი მონაცემები. როგორც ვხედავთ, ისრაელიდან ჩრდილოეთით მდებარე ხალხთა თავკაცებად მოიხსენიებიან გომერი და იავანი, თავიანთი შთამომავლობით, შთამომავლობითი შტო იაფეთის ძეთაგან მხოლოდ იავანსა და გომერს გააჩნია. “გომერი”- სიმბოლოა, კრებითი სახელია მთელი ინდო-ევროპული მოდგმის ხალხებისა, განსაკუთრებით კი კიმერიელებისა, ბიბლიური ეთნონიმი “გომერ” (ასურული “გიმარაი”) იგივეა რაც ინდოევროპული ტერმინი ”კიმერიელები”. ეთნარქი იავანი ბიბლიაში ნიშნავს არარატის სანახებში მდებარე “ვანის სამეფოს”, რომელიც გამოცხადებულია ბიბლიაში იბერიულ-კავკასიური მოდგმის თავკაცად. მის ძმებად არის მოხსენიებული იბერიულ-კავკასიური ტომები თუბალი და მეშექი (მესხები). რომელთა წარმომავლობაზე უკვე ბევრი ითქვა. იაფეტის სხვა ძეა “მაგოგი”. ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი “მაგოგ”-ს მაშინ რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ სკვითებთან აკავშირებდა. შემდეგ ეს "მაგოგი" სლავური ტომების მისამართით იხმარებოდა და საბოლოოდაც იოანე მოციქულის აპოკალიფსში რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხებს დაუკავშირდა ანუ თანამედროვე რუსეთს. საერთოდ “მაგოგი” არაებრაული სიტყვაა, ზოგი თეოლოგის აზრით მისი ეტიმოლოგია მონგოლური რასის ხალხს უკავშირდება. მისი წარმომავლობა მონგოლური რასის ხალხიდან იღებს სათავეს. ზოგი მას ძვ. ჩინურ სიტყვას “მონგ”-ს უკავშირებს, რომელიც ნიშნავს ბარბაროსს, დამპყრობს. სწორედ ძვ. ჩინელებმა, რომლებიც თავადაც მონგოლოიდურ რასას ეკუთვნიან, “მონგი”-ბარბაროსი უწოდეს მონგოლური წარმოშობის თურანულ-მონღოლურ ხალხს ჰუნებს, რომლებიც მაშინ ჩინეთის ჩრდილო და ჩრდილო-დასავლეთით სახლობდნენ. ეს იყო მომთაბარე ხალხი და მათგან თავის დასაცავად, მათი გაუთავებელი თავდასხმების გამო ააგეს ჩინელებმა ჩინური კედელი. ეზეკიელის დროს ეს მაგოგი უკვე თანამედროვე რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომების მისამართით იხმარებოდა. “მადაი” – მიდიელებს ნიშნავს, ხოლო თირასი ანუ თირამი იგივე ხირამი კი ხირამელებს ე. ი. ძვ. ფინიკიელებს. თუმცა იოსებ ფლავიუსი იაფეტის ძე თირასს ბალკანეთის აღმოსავლეთით მცხოვრე ინდო-ევროპელ ფრაკიელებთან აიგივებდა ანუ იგივე თრაკიელებთან, დაახლოებით დღევანდელი ბულგარეთის ტერიტორიები. გომერის ძეა ასკენაზი, “ასკენაზი” - გერმანული ტომების ბიბლიური სახელწოდებაა, რომელიც აგრეთვე თავისი ეტიმოლოგიით დიდი სკვითური ტომების ერთერთი შტოს, ირანო-გერმანელების სკვითური ტომებიდან უნდა იღებდეს სათავეს. “რიფათი”- იოსებ ფლავიუსი მას ინდო-ევროპულ ტომებთან პაფლაგონიელებთან აკავშირებდა, რომლებიც მცირე აზიაში გამოჩნდნენ. ზოგი ვერსიით კი აქ ევროპის ანგლო-საქსური ტომები იგულისხმება, სადაც ერთ დროს კელტები ცხოვრობდნენ. “თოგარმა”- ეს სომეხთა წინაპარ კიმერიელებს ნიშნავს, ეს ტომები ევროპიდან თრაკიის ტერიტორიებიდან გადასახლდნენ მცირე აზიაში, ფრიგიის ტერიტორიაზე და აქ გაბატონდნენ. სწორედ ამ ფრიგიის ტერიტორიებიდან არიან სომეხთა წინაპრები მოსული არარატის სანახებში და თანამედროვე სომხეთის ტერიტორიებზე. იაფეტის ძე იავანში, როგორც უკვე ითქვა “ვანის სამეფო” ანუ ვანის ტბის და არარატის სანახები იგულისხმება და არა ძვ. საბერძნეთში მცხოვრები, შეცდომით ბერძნულ ტომებად მიჩნეული იონიელები. თუმცა იონიელები, იბერიულ-კავკასიური პელაზგების და დანაიდების მონათესავე ტომები იყვნენ. ბიბლიის მიხედვით იავანის ძეა ელიშა, “ელიშა” –აქ ნამდვილად დორიელ-კიმერიელთა შთამომავალი ელინები იგულისხმება, რომლებიც პელაზგების, დანაიდების და სხვა არა ბერძნული ტომების ტერიტორიებზე დასახლდნენ ბალკანეთში. “თარში“ – აქ კილიკიის თარში იგულისხმება, სადაც ერთდროს სახლობდნენ თუბალები, სწორედ ამ კილიკიის ტერიტორიებზე მცხოვრები თუბალების გამო დაუკავშირა ლეონტი მროველმა, მის მიერ ახლებურად გაჟღერებული ეთნონიმი “თარგამოსი” ქართულ ტომებს და მათ წინაპრად გამოაცხადა. თარშიში(თარში) ძველად მთელ ტავროსის მთიანეთთან არსებულ ტერიტორიას ეწოდებოდა და შემდეგ კილიკიით შემოისაზღვრა. თარშიში (კილიკია) სწორედ აქედან იწყებოდა ერთდროს თუბალების საცხოვრისი. ამიტომაც აღნიშნავს ლ. მროველი თარგამოსიანთა თავდაპირველ საცხოვრისად სწორედ “ ორთა მათ მთათა შუა კაცშეუვალსა არარატსა და მასისსა ("არარატი" თავის თავად არარატის მთებს გულისხმობს ლ. მროველი, ხოლო აქ მასისის მთებში ლ. მროველი გულისხმობს არა არარატს, სომხები როგორც ვიცით არარატს მასისს ეძახდნენ, არამედ მცირე აზიის აღმოსავლეთით დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე და სირიის ჩრდილოეთით მდებარე ტავროსის მთიანეთს, ამ ტავროსის მთებსაც ერთდროს მასისს ეძახდნენ -ავტ.), იყო თარგამოსიანთა თავდაპირველი ბინადრობაო ” (ივ. ჯავახიშვილი ტ. მეორე გვ. 20). სწორედ არარატის სანახებიდან, მასისის (ტავროსის) მთების მიდამოებამდე იყვნენ განსახლებული თუბალები ერთ დროს. აგრეთვე სწორედ ამ ტერიტორიებზე მდებარეობდა იავანიც და თარშიც. ”თარ-გამოს” ეს ლ. მროველის შემოქმედების ნაყოფია მისი ფუძე “თარ” პირდაპირ უკავშირდება ბიბლიურ “თარშიშს”. “თარ-გამოს”- აგრეთვე ნიშნავს ”თარ”-ტოპონიმ და ეთნარქ “თარშიშს” , ხოლო “გა”,“გამ”- მიწა ე.ი. თარშის მიწა. აქვე საინტერესოა “თარგამოსის” მეორე ეტიმოლოგია, “ თარ”- მთავარი , “გამ”, “გა” -მიწა, ე.ი. “თარგამოს” - “მიწის მთავარი”, “მიწის ბატონი”. როგორც ქართლის ცხოვრებიდან არის ცნობილი, ლ. მროველის ვერსიით იაფეტის ძეა იავანი, იავანის ძეა თარში და თარშის ძეა თარგამოსი, ხოლო თარგამოსის ძეები არიან: ჰაოს, ქართლოს, ბარდოს, მოვაკანოს, ლეკოს, ჰეროს, კავკასოს, და ეგროს. ლეონტი მროველის “თარგამოსის” სახელის დაწერილობა ძალიან ჰგავს ბიბლიური “თოგარმას” სახელის დაწერილობას. რა თქმა უნდა მან სახელი “თარგამოსი” სპეციალურად მიამსგავსა ეთნარქ “თოგარმას”. იავანის ძე ქითიმი- კვიპროსელებს ნიშნავს. “ დოდანიმი”- ზოგი დარდანებს და ტროელებს უკავშირებს, აგრეთვე დოდანიმს-აკავშირებენ როდანიმთან ანუ კუნძულ როდოსთან. საინტერესოა აგრეთვე ტოპონიმი დოდონე – სადაც იყო ზევსის უძვ. ტაძარი დოდონეში.
რაც შეეხება ეზეკიელთან ეთნონიმებს “გოგს” და “როშას”. ეზეკიელი ამბობს: “ უთხარი, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: აჰა, შენზე ვარ გოგ, როშის, მეშექის და თუბალის მთავარო! გაგაბრუნებ და ყბაში ჩანგალს ამოგდებ. . . . თოგარმას სახლს ჩრდილოეთის კიდეებიდან მთელი თავისი ურდოთი, ურიცხვი ხალხითურთ შენთან ერთად”, და კიდევ ეზეკიელი: “ადამიანის ძევ! იწინასწარმეტყველე გოგზე და თქვი, ასე ამბობს თქო უფალი ღმერთი, აჰა, შენზე ვარ როშის, მეშექის და თუბალის მთავარო, . . . .ისრაელის მთებზე დაეცემი მთელი შენი ურდოიანად და ხალხთან ერთად, შენ რომ გახლავს. . .” (ეზეკიელი თ.39 მ.1-3). ეზეკიელის დრო სწორედ ის პერიოდია, როდესაც კოლხეთში ჩრდილოეთიდან სკვითები (იგივე კიმერიელთა ერთერთი შტო) შემოდიან, რომელთაც აგრეთვე ბიბლიაში “მაგოგიდან” წარმომდგარ “გოგს” უწოდებდნენ. “გოგ”-ი “მაგოგის” წინამძღოლი. სწორედ სკვითურ-კიმერიული და ნაწილობრივ მონგოლოიდური წარმომავლობის ხალხებმა, აგრეთვე “თოგარმას სახლის” ურდოებმა-გომერის მოდგმიდან, ეზეკიელი ამბობს: “გომერს თავისი ურდოთი, თოგარმას სახლს . . .” (ეზეკ. თ.38 მ.6), სწორედ ამ ტომებმა: “გოგმა”, “გომერმა”, “თოგარმამ” და “როშმა”, რომლებმაც დაიმორჩილეს კოლხები, მესხები, თუბალები აიძულეს ისინი რომ მათთან ერთად ელაშქრათ ისრაელის მთებზე. ამიტომაც მოიხსენიება “გოგი” – თუბალისა და მეშექის მთავრად, ე. ი. გოგის მიერ დაპყრობილად. “როშა” – სლავი ინდო-ევროპელებისა და ერთერთი მონგოლოიდური ტომის, ნარევი ტიპის ტომია, რომლებმაც შემდეგ საერთო სახელი მისცეს შემდგომ ჩამოყალიბებულ რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხების ერთობას. “როშა” ანუ “რუს-ეთი”.
ეხლა განვიხილოთ რა კავშირი არსებობს დიაოხის (ასურული წყაროების დაიაენი, დანი) სამეფოსა, პელაზგ-დანაიდებსა, ებრაულ დანის ტომსა და მოციქულთა დროის გალილეველებს შორის. იაკობის ძენი: “ დაბადება თ.35 მ.23 ლეას ძენი იყვნენ რეუბენი-იაკობის პირმშო,სიმონი,ლევი,იუდა,ისაქარი და ზებულონი. მ.24 რახელის ძენი იყვნენ იოსები და ბენიამინი. მ.25 ბილჰას ძენი, რახელის მხევლისა: დანი და ნეფთალი. მ.26 ზილფას ძენი, ლეას მხევლისა: გადი და აშერი. ესენი არიან იაკობის ძენი, რომელნიც შეეძინა მას ფიდან-არამში.” აქვე ერთი საგულისხმო ინფორმაცია, რომელიც მერე დაგვჭირდება, იოსების ტომი გაიყო ორ ნაწილად, ესენია: “დაბადება თ.46 მ.20 შეეძინა იოსებს ეგვიპტის ქვეყანაში ვაჟიშვილები. . . მენაშე და ეფრემი. “ ე.ი. დაბადების თორმეტი ტომი, ესენია: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, ისაქარი, ზებულონი, იოსები, ბენიამინი, დანი, ნაფთალი, გადი და აშერი. იოანეს “გამოცხადების” გადარჩენილთა თორმეტი ტომი ესენია: “გამოცხადება თ.7 მ.4-8 იუდა, რუბენი, გადი, აშერი, ნეფთალი, მენაშე, სიმონი, ლევი, ისახარი, ზებულონი, იოსები, ბენიამინი.” ე.ი. ლევის ტომი ყოველთვის იყო თორმეტ ტომში, ხოლო იოანემ დანის მაგივრად აპოკალიფსში შეიყვანა იოსების ერთერთი ძე მენაშე. რატომ არ არის აპოკალიფსში დანის ტომი ისმის კითხვა? ზოგიერთმა სასულიერო პირმა ამას პრიმიტიული პასუხი გასცა, რომ აპოკალიფსური 666 ანუ ბოლო ჟამის ანტიქრისტე დანის ტომიდან იქნებაო და ამიტომაც დანის ტომი ვერ შევა ცათა სასუფეველშიო, რაც როგორც ქრისტიანული მორალით ისე თეოლოგიური აზროვნებითაც და ყველანაირადაც დიდი აბსურდია. დავიწყოთ იმით, რომ ეგვიპტიდან დაბრუნების შემდეგ ებრაული თორმეტი (ზოგჯერ ცამეტ ტომსაც ახსენებენ, რადგან იოსების ტომი ორად გაიყო) ტომი დასახლდა ქანაანის ანუ პალესტინის ტერიტორიაზე, ბიბლიის მიხედვით სამხრეთით დასახლდნენ იუდას ტომები. მათგან ჩრდილო-დასავლეთით ფილისტიმელთა სიახლოვეს კი დანის ტომი განსახლდა, იუდეის ჩრდილოეთით ისრაელიტელთა დანარჩენი ტომები დასახლდნენ, ლევის სამღვდელო ტომს მიწა არ ერგო, რადგან რელიგიური სამსახური ერგოთ წილად. იუდეის უკიდურეს ჩრდილოეთით გალილეის ტერიტორიაზე კი თავდაპირველად ნეფთალის ტომი დასახლდა, რომელიც დანის ღვიძლ ძმად არის მოხსენიებული ბიბლიაში, რახელის მხევალ ბალასგან (ბილჰასგან) შეეძინაო იაკობს შვილები დანი და ნეფთალიო. დროთა განმავლობაში დანის ტომი, რომელიც შევიწროვებას განიცდიდა ფილისტიმელებისგან, რადგანაც ფილისტიმელები მათ მეზობლად ცხოვრობდნენ, გადასახლდა სწორედ ნეფტალის ტერიტორიაზე. მათი კულტურული ცენტრი იყო უძველესი ქალაქი დანი. სწორედ ამ ტერიტორიაზე სადაც დანის ტომი გადასახლდა მდებარეობდა გალილეას ისტორიული მხარე. ისრაელის უდიდესი არქეოლოგი იგაილ იადინი, რომელიც პირადად იღებდა მონაწილეობას გალილეის ტერიტორიაზე მიმდინარე გათხრებში, რომელიც აკვირდებოდა დანის ტომის საცხოვრისის კულტურულ ფენას გალილეაში ანუ დანის ისტორიულ საცხოვრისში, ამტკიცებდა, რომ ებრაული დანის ტომი არაებრაული წარმოშობისაა და უფრო ძვ. ბერძნული ტომები, არგოსელი დანაიდების შთამომავლები უნდა იყვნენო. როგორც ისტორიიდანაა ცნობილი არგოსელი დანაიდები პელაზგ- ფილისტიმელებთან ერთად ლაშქრობდნენ პალესტინის ტერიტორიაზე და შემდეგ საბოლოოდ დამკვიდრდნენ ქანაანის ამ ტერიტორიაზე. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არგოსელი დანაიდები პროტოიბერები იყვნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ იგივე ბერძნულ წყაროებზე დაყრდნობით ცნობილია, რომ არგოსელი დანაიდების ნაწილი აპენინებზე გადასახლდნენ და ეტრუსკებთან ერთად შექმნეს სახელმწიფოო. მე მაინც მიმაჩნია, რომ დანის ტომი უფრო დიაოხის (ასურულად დაიაენი, დანი)-დანელები იყვნენ და სწორედ დიაოხიდან გადასახლდნენ გალილეაში, მაშინ როცა დიაოხი კიმერიელებმა დაიმორჩილეს. დანის ტომი დიაოხის სამეფოს ლაზური ტომი უნდა ყოფილიყო. დანის ტომელთა და გალილეველთა თავის ქალის ორი ხაზის კუთხის ანალიზი მიუთითებს სწორედ იმას, რომ გალილეველებს სწორედ ისეთი კუთხე აქვთ, მართი კუთხესთან მიახლოებული როგორც კავკასიელებს და იბერიულ-კავკასიურ ხალხებს და ეს კუთხე განსხვავებული აქვთ იბერიელ-კავკასიელებს ყველა სხვა რასასთან შედარებით. წინასწარმეტყველი ეზეკიელი “ფინიკიის ტვიროსის” გოდებაში, როცა მიმართავს ვანის სამეფოს და მის მეზობელ ქვეყანას დიაოხს, მათ იავანისა და დანის ქვეყანას უწოდებს. ეზეკიელი როცა მიმართავს ფინიკიელთა ცნობილ ტვიროსს ამბობს: “თ27 მ 13 იავანი, თუბალი და მეშექი იყვნენ შენი გამსაღებლები, ტყვეებს და სპილენძის ჭურჭელს გიხდიდნენ საქონელში.……. . . . მ.19 დანი (დიაოხი,დაიაენი,დანი იგივე ტაო-ავტ.) და იავანი (ურარტუ, ვანის სამეფო, ვანის ტბის სანახები-ავტ.) უზალიდან სანაცვლოდ რკინის ნახელავს, შტახსსა და ლერწამს გაძლევდნენ შენს საქონელშიო”. ე. ი. ეზეკიელის მიხედვითაც იავანი, თუბალის და მეშექის მეზობელად მდებარეობს, თუნდაც ამიტომაც ვერ იქნება იავანის სამეფო იონიელი ბერძნების ქვეყანა. თუბალის და მეშექის მეზობლად სწორედაც ურარტუ იგივე ვანის სამეფო მდებარეობდა. ეზეკიელი დანის სამეფოსაც იავანის გვერდით მოიხსენიებს, როგორც ცნობილია ვანის სამეფოს ჩრდილოელი მეზობელი სწორედაც დიაოხი იგივე დანი იყო, თავისი ლაზური მოსახლეობით. სპილენძისა და რკინის ნახელავით ცნობილნი, ხომ ისედაც იყვნენ ეს ქვეყნები.
ებრაული დანის ტომს და ნეფთალის ტომს, რომლებიც გალილეაში ცხოვრობდნენ, ბიბლიის გადამწერები, რომ ერთმანეთთან აიგივებენ ხშირად კარგად ჩანს მისტიური არქიტექტორის ხირამის შემთხვევაში. ფინიკიის დიდი მეფის ხირამის შესახებ ის არის ცნობილი, რომ ის იყო დავითის და სოლომონის თანამედროვე და კარგი ურთიერთობა და მეგობრობა აკავშირებდა მათთან. ფინიკიელი ხირამი დაეხმარა სოლომონ მეფეს ე. წ. სოლომონის ტაძრის იგივე იერუსალიმის ტაძრის მშენებლობაში, როგორც ოქროთი ისე მასალებით და მშენებლებით. მადლიერების სანაცვლოდ სოლომონმა ხირამს გალილეის ოცი ქალაქი აჩუქა. ამავე დროს ფინიკიის მეფე ხირამმა სოლომონს ამ მისტიური ტაძრის მშენებლობის ორგანიზატორად და მთავარ არქიტექტორად თავისი სეხნია ხირამ-აბიფი გაუგზავნა, რომელიც იყო დიდი განათლებული და სწავლული კაცი, არქიტექტურის და მშენებლობის დიდი მცოდნე. ეს დიდი არქიტექტორი მისტიური ხირამი წარმოშობით იყო დანის ტომიდან. ტერიტორიულადაც ამ ხირამის სამშობლო გალილეა იყო, სადაც ცხოვრობდა ნეფთალის ტომიც. ასე რომ უკვე დავითისა და სოლომონის ეპოქაში დანის ტომის წარმომადგენელთა დიდი ნაწილი უკვე ჩანან გალილეის ტერიტორიაზე, სადაც ცხოვრობდნენ მათი მონათესავე ნეფთალის ტომის ხალხი. საერთოდ დანი და ნეფთალი სხვა ებრაული ტომებისგან განსხვავებით გენეტიკურად ერთი და იგივე ხალხნი იყვნენ. ამიტომაცაა რომ ეს ხირამი ზოგ ძველ ისტორიკოსს მაგალითად იოსებ ფლავიუსს ნეფთალის ტომის წარმომადგენლად მიაჩნია. ფინიკიის მეფე ხირამი კი მას დანის ტომის შთამომავლად მოიხსენიებს. ნეფთალის და დანის ტომების ფაქტიურად ერთიდაიგივეობის გამო ხდებოდა ეს აღრევა, თანაც ორივე ეს ტომები უკვე გალილეაში ცხოვრობდნენ. შუა და მეცხრამეტე საუკუნის მასონთა საზოგადოებები სხვათაშორის ამ არქიტექტორ ხირამს მოიაზრებდნენ თავიანთ დიდ არქიტექტორად და მისტიურ სულიერ ლიდერად.
სოლომონის იმპერიის დაცემის შემდგომ დანელები სულ ჩამოშორდნენ სამხრეთით მდებარე იუდეას, მათ პროტოიბერიული კულტურისთვის დამახასიათებელი, ხარის კულტი კვლავ აღადგინეს და ელოჰიმის მიწიერ გამოხატულებად აცხადებდნენ. ამაზე სულ გადაიმტერეს სამხრეთელი იაჰვისტი იუდაველები, ამიტომაცაა რომ ბიბლიაში დანის ტომზე მრავალი უარყოფითი გამონათქვამი არსებობს. დანელებს ყოველთვის უცხო ტომად თვლიდნენ. ეს კარგად ჩანს ბიბლიური ტექსტებიდანაც. მათი გაუცხოება იქამდეც კი მივიდა, რომ შემდგომ, ბიბლიის გადამწერმა იუდაველებმა სულ გარიყეს დანის ტომი თავიანთი რელიგიური არეალიდან და საბოლოოდ, მას ალტერნატივაც კი მოუძებნეს. რადგან ქალდეური ასტროლოგიით, თორმეტი სისრულის ნიშანია (12 ტომი, 12თვე, თორმეტი ზოდიაქო და ა.შ.), ამიტომაც დანის ტომის სახელი, რომ გადაეფარათ, იოსების ტომი ორად გაყვეს: მენაშედ და ეფრაემად. აი ასე კვლავ მიიღეს თორმეტი ტომი დანის ტომის გარეშე. დანი ივრითზე “მსაჯულს” ნიშნავს. ისრაელის მსაჯული იყო ოცი წელი დანის ტომელი სამსუნი ნაზაროველი (ღვთისადმი შეწირული), რომელიც წინა სახეა ძველ აღთქმაში იესო ნაზარეთელის (იგივე ნაზაროველის). სამსუნ ნაზაროველმა სწორედ თავი გაწირა მთელი მაშინდელი ებრაული სამყაროს გულისათვის, მათ გადასარჩენად და მათი ხსნისათვის. იესო ნაზაროველმა ( ნაზარეთელმა) კი თავი გაწირა მთელი კაცობრიობის ხსნისათვის. ამიტომაც ითვლება იესო ნაზარეთელის წინასახედ ძვ. აღთმაში სამსუნ ნაზაროველი. ამიტომაც არსებობდა ქალაქი ნაზარეთი გალილეაში, სადაც ცხოვრობდა იესო ნაზარეთელი. დანიელ წინასწარმეტყველი რომელიც აგრეთვე დავითის ფესვია, ამავე დროს დანის ტომელი იყო, მაგრამ ბიბლიის გადამწერები არ ამხელენ ამას. დანიელი ივრითზე ასე იშიფრება “მსაჯული ღმერთი” ანუ შინაარსობრივად “ღმერთია ჩემი მსაჯული”. იესეს და დავითის წარმომავლობაც საკმაოდ ბურუსითაა მოცული, დავითი რწმენით, რა თქმა უნდა იუდაველი იყო, სწორედ თავისი იუდაველობის წყალობით მოახერხა გამეფება ჯერ იუდეაში, მერე მთელს ისრაელში. მერე იყო ის რომ ბაბილონში გადასახლების შემდგომ, თქმულების მიხედვით (რომელიც შეიძლება სპეციალურად მოიგონეს), დავითის ფესვის წარჩინებული გვარის წარმომადგენლები, მაინცა და მაინც დიაოხის (ასურული დანის) ყოფილ ტერიტორიაზე გადმოსახლდნენ და აქ გამეფდნენ ტაოში, სპერში და მეორე ძმა კი, ურარტუს ყოფილ ტერიტორიაზე სასომხეთში. შემდგომ მათ ბაგრატიონები ეწოდათ და ადგილობრივმა მოსახლეობამ, მთელი ისტორიის მანძილზე, უერთგულა ბაგრატიონებს.
თვითონ გალილეის ეტიმოლოგია უკავშირდება ხურიტულ ენას, რადგანაც როგორც ისტორიიდან უტყუარად არის დადასტურებული, გალილეის ტერიტორიაზე ჩვ. წ. მეორე ათასწლეულში ხურიტები გამოჩნდნენ და გაბატონდნენ ამ ტერიტორიაზე, ეს ტიოპონიმიც ამ დროიდან მოდის. კიდევ იყო პერიოდი ჩვ. წ-დე მეშვიდე საუკინიდან როცა გალილეაში ხალდეები (ქალდები) გამოჩნდნენ. შემთხვევითი არც ის არის , რომ ძვ. კოლხების იგივე ხურიტების საცხოვრისში დას. საქართველოში, გვხდება უძველესი ტოპონიმი გალი, რომელიც შემონახულია გალის რაიონის სახელით, აგრეთვე მეგრულში სიტყვა მარგალი და ა. შ. ესაიასთან უკვე ვხვდებით წარმართული გალილეა, მაკაბელთა დროშიც გალილეა კვლავ წარმართებად მოიხსენიება. დანის ტომის შთამომავალი გალილეველები თვით იესოს დროსაც კი არაებრაულ ენაზე ლაპარაკობდნენ, ზოგი მეცნიერის აზრით არამეულ (სემიტურ) და რაღაც ინდოევროპულის მსგავს (ზოგს ბერძნულის მონათესავე ჰგონია) ნარევი ტიპის ენაზე. თუმცა არამეული ენა მაშინდელ გალილეაში, ისე როგორც წინა აზიურ სამყაროში ასრულებდა ლინგვა-ფრანკას როლს, ანუ სარერთაშორისო ენა იყო. ჩემი აზრით გალილეური ენა, თუნდაც დიალექტი დაარქვით, საკმაოდ ახლოს უნდა მდგარიყო ძველ ლაზურ ენასთან. ებრაული ტომები უკვე დავითისა და სოლომონის ეპოქაშიც გასემიტებულები იყვნენ, მათი ენა უკვე სემიტური ენა იყო. გამონაკლისი მხოლოდ დანი და ნეფთალის ტომი და გალილეა იყო. ასურელების და ბაბილონელების ბატონობის შემდეგ იყო დიდი გადსახლება და მოციქულთა დროისათვის და მანამდეც ბიბლიის მიხედვით ყველა ტომი გადაშენდა, რომლებსაც ებრაული სწავლულები “გადასახლებაში დაკარგულ ათ ტომს” ეძახიან. გადარჩა მხოლოდ იუდას ტომი და ლევის სამღვდელო ტომი. იუდეის ჩრდილოეთით გალილეა მდებარეობდა, რომელიც ასევე გადაურჩა სრულ ასიმილაციას. მოციქულთა დროისათვის ამ ტერიტორიაზე გალილეაში დანის ტომს უკვე აღარ იხსენიებენ, იქაურ მოსახლეობას მარტო ერთ ეთნიკურ სახელს გალილეველებს ეძახდნენ. მაკაბელთა დროისათვის გალილეა შევიდა იუდეის სამეფოს შემადგენლობაში, იმ იუდეის რომლებიც უკვე დიდი ხნით ადრე, დავითის და სოლომონის მეფობის დრომდეც უკვე გასემიტებულები იყვნენ. გასემიტებული იყვნენ ფილისტიმელებიც და პალესტინის სხვა მოსახლეობაც, გარდა გალილეის მხარის მოსახლეობისა. საერთოდ რა არის ამაში გასაკვირი, თუ ესპანეთის ბასკებმა დღემდე შეინარჩუნეს კატალონიელებისგან და გალისიელებისგან განსხვავებით იბერიულ-კავკასიური ჯგუფის ხალხების ენა, რატომ არ შეიძლებოდა, რომ გალილეველებს თუნდაც მოციქულთა დრომდე შეენარჩუნებინათ ძველი ლაზურის მსგავსი, მონათესავე ენა. მარიამი გალილეველი იყო, ყველა მოციქული გალილეველი იყო, მხოლოდ ერთის გარდა და ვინ არ იყო გალილეველი ალბათ ყველა მიხვდებით, რა თქმა უნდა იუდა, რომელიც იუდეადან იყო. სწორედ იმან გასცა იესო, ვინც არ იყო გალილეველი და იუდას ტომიდან იყო. ჯვარცმის შემდგომ მოციქულებმა კვლავ შეავსეს თორმეტამდე თავიანთი რიცხვი და მეთორმეტედ გალილეველი მატათია აირჩიეს. იესოსადმი იგრძნობა ის გაუცხოება, რაც იუდაველ სწავლულებს ახასიათებს სახარებაში: “შენ გალილეველი არა ხარო, კვერით-ხუროს, იოსების შვილიო” ანუ შენ მესია როგორ იქნებიო. ალბათ კიდევ ამიტომაც არ აღიარეს და არ მიიღეს იესო ნაზარეთელი იუდაველებმა ან როგორ დაუმტკიცებდა, რომ დავითის ფესვიდან იყო. მითუმეტეს იუდაველი სწავლულები მესიას ელოდნენ როგორც ძლევამოსილ მმართველს ან წინასწარმეტყველს, რომელიც რომაელთა ბატონობისგან იხსნიდა ებრაელ ხალხს. იესომ უთხრა პეტრე მოციქულს, ჯვარცმის შემდგომ მამლის ყივილამდე სამჯერ უარმყოფო. ჯვარცმის შემდგომ, იმავე დღესვე, როცა პეტრემ დალაპარაკება სცადა, იუდაველებმა იმ წამსვე ამოიცნეს, რომ იესოს გალილეველი მოწაფე იყო, რადგანაც მკვეთრი გალილეური აქცენტი ქონდა და ასეთივე აქცენტით ლაპარაკობდნენ ივრითზე გალილეველები. ამ შემთხვევაში პეტრემ იმით გადაირჩინა თავი რომ უარყო იესოს მოწაფეობა. იუდაველ სწავლულთა ნაწილი იმიტომაც იჩენდნენ დიდ აგრესიულობას იესოს მიმართ, რომ გალილეველი იყო. იესო ნაზარეველი, რომ გალილეველი იყო იქნებ მაგიტომაც, სინედრიონის წევრთა დიდი ნაწილი მკვეთრად უარყოფითად და აგრესიულად იყვნენ განწყობილები იესოს მიმართ. სინედრიონის წევრთა უმრავლესობამ ამიტომაც ასეთი ძალიან მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო და იესო რომაელ ხელისუფალს გადასცეს და მკაცრი სასჯელი მოითხოვეს მათგან. სწორედ ამიტომაც გაუსწორდნენ ასე სასტიკად და ჯვარს აცვეს რომაელთა საშუალებით და ხელმძღვანელობით. მაშინდელი რელიგიური სექტის წინამძღოლებს ასე სასტიკად არ უსწორდებოდნენ, როგორც გალილეველ იესოს გაუსწორდნენ, ასე უფრო მეამბოხეებს და ავაზაკებს სჯიდნენ ჯვარზე გაკვრით. იესოს ჯვარცმას მოციქულებიდან მხოლოდ იოანე მოციქული ესწრებოდა დანარჩენი ფრთხილობდნენ რათა იუდაველებს არ ამოეცნოთ ისინი. სწორედ იოანე იყო ის მოციქული, რომელსაც არასოდეს შემცირებია იესოსადმი რწმენა. ოთხი სახარებიდან მხოლოდ მის სახარებაშია გადმოცემული, ქრისტეს მეგობარ, გალილეველი ლაზარეს მკვდრეთით აღდგენის მისტერია. რაღაცა წყაროთი სარგებლობდა ბერი იოანე ზოსიმე, როცა აცხადებდა ქართულ ენას სახარებასა შინა ლაზარე ქვიაო, მისი აზრით სწორედ იოანეს სახარებაში გალილეველი ლაზარეს ამბავი, არის ქართული ენის და ქართველი ერის სიმბოლო.
p. s. რატომ არ მოიხსენიება აპოკალიფსში დანის ტომი? იქნებ გალილეველმა იოანემ სწორედ იმიტომაც არ შეიტანა თავის აპოკალიფსში გადარჩენილთა,(რომლებიც იოანეს მიხედვით იქნებიან ცათა სასუფეველში, რა თქმა უნდა სხვა ხალხთან ერთად, ოღონდ როგორც მღვდლები ქრისტესი) ებრაელთა თორმეტ ტომში დანის ტომი, იცოდა რა მათი არაებრაული წარმოშობის შესახებ და ამით მან არ დაარღვია ებრაული ტომების შემდგომდროინდელი სიმბოლური ერთობა აპოკალიფსში, თორმეტი ხომ ქალდეური ასტროლოგიის საკრალური რიცხვია, ებრაული თორმეტი ტომი, იესოს თორმეტი მოციქული, წელიწადის თორმეტი თვე, თორმეტი ზოდიაქო და ა. შ. ხოლო იოანემ თავის აპოკალიფსში ებრაული თორმეტი ტომის ჩამონათვალში დანის ტომის მაგივრად აპოკალიფსში შეიყვანა იოსების ერთერთი ძე მენაშე(რატომღაც მენაშე და არა იოსების მეორე ძე ეფრემი), ხოლო თავად იოსები ამ სიაში კვლავ მოიხსენია.
--------------------
DANI 094
|