თუმცა ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს-ო
"წმინდა და განუყოფელი სამების სახელით ჩვენ პეტრე, სრულიად რუსეთის იმპერატორი და თვითმმართველი, ჩვენს ყველა შთამომავალს და ტახტის მემკვიდრეს და რუსი ერის მთავრობას:"
1 რუსი ხალხი იყოლიეთ გამუდმებით ომის მდგომარეობაში, რათა ჯარისკაცები გამოწრთონ ომში და არ იცოდნენ დასვენება, დაასვენეთ მხოლოდ სახელმწიფოს ფინანსების გაუმჯობეებისთვის, არმიის გადახალისებისთვის და იმისთვის, რომ დაელოდოს თავდასხმისთვის ხელსაყრელ დროს. ამგვარად, გამოყენებულ იქნეს მშვიდობა ომისთვის და ომი მშვიდობისათვის საზღვრების გასაფართოვებლად და რუსეთის კეთილდღეობისათვის.
2 ყოველგვარი საშუალებით გამოიძახოთ განსაკუთრებით განათლებული ქვეყნებიდან სამხედრო მმართველები ომის ჟამს და მეცნიერები მშვიდობისას იმისთვის, რომ რუსმა ხალხმა შეძლოს გამოიყენოს სხვა ქვეყნის სარგებელი, რის დროსაც საკუთარს არაფერს დაკარგავს.
3 ყველა შემთხვევაში ჩავერიოთ ევროპის საქმეებში და უთანხმოებებში, განსაკუთრებით გერმანიისაში, რომელიც, როგორც უახლოესი, წარმოადგენს განსაკუთრებული უშუალო ინტერესის აგანს.
4 დაყავით პოლონეთი, მუდამ მხარი დაუჭირეთ იქ არეულობებსა და განხეთქილებებს, ძლიერები გადმოიბირეთ ოქროთი, გავლენა იქონიეთ სეიმზე, მოისყიდეთ ისინი იმისთვის, რომ გავლენა იქონიოთ მეფეთა არჩევისას, ამ არჩევნებზე წარადგინეთ ჩვენი მომხრეები, გაუწიეთ მათ მფარველობა, შეიყვანეთ იქ რუსი მეომრები და დატოვეთ დროებით, სანამ არ გაჩნდება შემთხვევა სამუდამოდ დარჩენისა. თუ მეზობელი სახელმწიფოები სირთულეებს შექმნიან, დააშოშმინეთ ისინი ქვეყნის დროებითი განაწილებით, სანამ შესაძლებელი გახდება, უკან წამოიღოთ ის, რაც მიცემულ იქნა.
5 შესაძლებლობისამებრ მეტად ჩავიგდოთ ხელში შვედეთი და ოსტატურად გამოვიწვიოთ მისი მხრიდან თავდასხმები, რათა გვქონდეს საბაბი მათი დაპყრობისა. ამისთვის იზოლაცია ვუყოთ მას დანიისგან და დანიას შვედეთისგან და მზრუნველად დავუჭიროდ მხარი, მათ შორის მეტოქეობას.
6 ყველა რუსი იმპერატორი დაქორწინდეს მხოლოდ გერმანელ პრინცესაზე.
7 ინგლისთან მივახწიოთ ყოველმხრივ კავშირს.
8 წავიწიოთ ჩრდილოეთით ბალტიისკენ და სამხრეთით შავი ზღვისკენ.
9 ვიომოთ თურქებისა და სპარსელების წინააღმდეგ, საბოლოო მიზნად გვქონდეს კონსტანტინეპოლისა და ლევანტის ( ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთი ქვეყნები ) დაუფლება.
10 ავსტრიისადმი ღიად მხარი დავუჭიროდ კავშირს, ხოლო ფარულად გამოვიწვიოთ მისდამი არაკეთილგანწყობა, საბოლოო მიზანი-მასზე რუსეთის პროტექტორატი.
11 ავსტრიასთან ერთად შევავიწროვოთ თურქები.
12 გამოვცხადდეთ მართლმადიდებლობის მხარდამჭერად რეჩ პოსპოლიტაში და ოტომანთა იმპერიაში ამ მმართველობების შემდგომი დამორჩილების მიზნით.
13 მოვახდინოთ რუსეთის, საფრანგეთისა და ავსტრიის მსოფლიო მეთაურობის ორგანიზება, თანდათან გადავქციოთ ეს ტრიუმვირატი, რუსეთის სრულ ბატონობად.
14 თუ მეცამეტე პუნქტი უარყოფილ იქნა საფრანგეთისა და ავსტრიისგან, დავიპყროთ ევროპა სამხედრო გზით.
პ.ს. მაგრამ ჯერ ბრიტანეთის იმპერია გაეჩხირა ყელში, მაგრამ მას ადრე თუ გვიან მოინელებდა, შემდგომ კი აშშ თავისივე "დალესისეული" ( დალესამდე კარგახნით ადრე შემუშავებული ) დოქტრინით, რომელიც გაეხირა და რა იქნება მომავალში, მგელი შეგვჭამს თუ მგლისფერი ძაღლი, ამას დრო გვიჩვენებს!