ამ თემაში ვიმსჯელოთ საქართველოს ერთიანი მონარქიის დაშლაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და შედეგებზე,სასურველია მოვიშველიოთ წყაროები.
მანამდე კი ფაქტები:
1446-ვახტანგ IV გარდაცვალება, გიორგი VIII გამეფება, ამ დროს საქართველო ჯერ კიდევ ერთიანი,ცენტრალიზებული სამეფოა.
1450-ანი წლების II ნახ. იწყება დეზინტეგრაციული პროცესები,ევროპიდან ჩამოსული ელჩების ცნობები ცხადყოფენ, რომ გიორგი VIII კონტროლი არ იყო ერთპიროვნული.
1462/3- საქართველოს მეფე გიორგი VIII ჩიხორის ბრძოლაში მარცხდება ერისთავ ბაგრატ ბაგრატიონთან. დასავლეთ საქართველო დამოუკიდებელ არსებობას იწყებს.
1465/6- გიორგი VIII ფარავნის ტბასთან გამართულ ბრძოლაში მარცხდება სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II-თან და ტყვედ ვარდება.
ბაგრატი, კონსტანტინე დიმიტრის ძე ბაგრატიონის დახმარებით იკავებს ქართლს/თბილისს და საქართველოს მეფედ აცხადებს თავს.
ყვარყვარე II ათავისუფლებს გიორგი VIII-ს, გიორგი იკავებს კახეთს და ხდება მეფე, გიორგი I.
1476-ალექსანდრე I ხდება კახეთის მეფე.
1478/9-ბაგრატ VI გარდაცვალება, კონსტანტინე II-ის გამეფება,ალექსანდრე ბაგრატის ძის წარუმატებელი მცდელობა გამეფდეს დას.საქართველოში.
1483-არადეთის(ცეცხლისჯვრის) ბრძოლა ქართლის ლაშქარი მარცხება სამცხის ათაბაგ ყვარყვარე II-თან ბრძოლაში.
1484-ალექსანდრე ბაგრატის ძე მეფდება იმერეთში.
1487-კონსტანტინე II იბრუნებს კონტროლს დასავლეთ საქართველოზე.
1489-კონსტანტინე II საბოლოოდ კარგავს დასავლეთ საქართველოზე კონტროლს.
1490/1-სამეფო დარბაზის კრება, საქართველოს სამეფოს დაშლა ოთხად კახეთის,ქართლის,იმერეთის სამეფოებად და სამცხის საათაბაგოდ,დგინდება საზღვრები სუბიექტებს შორის. აღსანიშნავია რომ უკვე 1470-ანი წლებიდან ფაქტობრივად დამოუკიდებელია ოდიში,რომელიც ფორმალურად ცნობს სამეფო ხელისუფლებას, XV საუკუნის დასარულიდან ფაქტობრივად დამოუკიდებელია გურიის სამთავროც.
თუმცა XVI საუკუნის II ნახევრამდე როგორც კახეთის,ისე ქართლის და იმერეთის მეფეები საბუთებში საკუთარ თავს ერთიანი საქართველოს მეფეებს უწოდებენ, ე.ი. ერთიანი მონარქიის დაშლას არ ეგუებიან, მაგ.კახეთის მეფეების ალექსანდრე I და გიორგი II-ის,ქართლის მეფეების კონსტანტინე II-ის და დავით X-ის, იმერეთის მეფის ალექსანდრე II-ის მიერ გამოცემული საბუთები რომ წაიკითხოთ და იქ მოცემული მათი ტიტულატურა იხილოთ აღმოაჩენთ რომ ისინი ერთიანი საქართველოს მეფეების ტიტულატურიგან არაფრით განსხვავდება
აქვე ვითარების სისრულისთვის 1460-70-80 ან წლებში საგარეო მტრების შემოტევებიც არ დავივწყოთ, თუმცა ეს თავდასხმები გაცილებით უფრო სუსტი და ეპიზოდური იყო ვიდრე მანამდე ყოფილა ან მას მერე იყო,მთლიანობაში ეს შედარებითი მშვიდობიანობის პერიოდი იყო ჩვენ ისტორიაში.
მოკლედ რა გახდა თქვენი აზრით ფეოდალური საქართველოს კრიზისის მიზეზი და რატომ? ერთი შეხედვით მძლავრი საგარეო ფაქტორები რაც დეზინტეგრაციას გამოიწვევდა XV საუკუნის II ნახევარში არ ყოფილა(ოსმალური და სეფევიდური აგრესია დაიწყო XVI საუკუნეში).
თემურის ხანასაც გადავლილი ჰქონდა, ალექსანდრე I და ვახტანგ IV თითქოს შეძლეს აღედგინათ განადგურებული სამეფო და უცებ ეს.
მოკლედ ვიმსჯელოთ.
This post has been edited by ingfar on 9 Nov 2015, 17:38