დავძებნე მასალები პილენკოვოს(განთიადის) შესახებ, ეს ასეთია:
1.სოხუმის ოკრუგის ეს ნაწილი(გაგრის ჩრდ.-დას. ნაწილი) გადაეცა 1904 წელს შავი ზღვის გუბერნიას ქუთაისის გუბერნიიდან.
2.1918 წლის 26 მაისს როდესაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა გამოცხადდა, საქართველოს სოხუმის ოკრუგზე ჰქონდა პრეტენზია მაგრამ არა უკვე 14 წელი მის მიღმა მყოფ გაგრის თემზე.
3.1918 წლის ივნისში აფხაზეთზე ბოლშევიკების შემოტევის შემდეგ, საქართველო განდევნის მათ აფხაზეთიდან გადადის შეტევაზე და იკავებს შავი ზღვის გუბერნიის დიდ ნაწილს, მათ შორის ცხადია ამ მონაკვეთსაც.
4.1919 წლის თებერვალში დენიკინი უტევს საქართველოს და იკავებს ტერიტორიამ მდინარე ბზიფამდე, შეტევას დიდი ბრიტანეთი აჩერებს.
5.1919 წლის აპრილში საქართველო გადადის კონტრშეტევაზე და იკავებს ბზიფი-ფსოუს მონაკვეთს, ამ შეტევასაც დიდი ბრიტანეთი აჩერებს.
6.1920 წელს 7 მაისის ხელშეკრულებით რსფსრ ცნობს საზღვარს ფსოუზე.
7.1921 წელს თებერვალში საქართველოს გასაბჭოებისას რუს ბოლშევიკებს ისევ შეყავთ პილენკოვოს თემი სოჭის შემადგენლობაში და გამოყავთ აფხაზეთის სსრ-დან.
8.1924 წელს პილენკოვო გადმოეცემა აფხაზეთის სსრ-ს(აქ ნ.ლაობას ერთერთი მთავარი არგუმენტი ის იყო რომ გაგრა მენშევიკების დროსაც აფხაზეთში შედიოდა), თუმცა ამის რეალური აღსრულება ვერ ხერხდება 1929 წლამდე როდესაც საქართველოს სსრ ხელისუფლება ერევა აქტიურად საქმეში.
ამის მერე საზღვარი უცვლელია.
საქართველომ მოუპოვა თავისი სამხედროების მსხვერპლის ფასად ეს მხარე "აფსუა ძმებს" 1918-1919 წლებში და მერე პოლიტიკური ძალისხმევით 1920-ანებში.
This post has been edited by ingfari on 7 May 2018, 21:29