Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
მეცნიერება და განათლება
->
საზოგადოებრივი მეცნიერებები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(120)
« პირველი
...
97
98
[99]
100
101
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
ქართველთა ეთნოგენეზი
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kobakhi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
kobakhi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1253
წევრი No.: 263221
რეგისტრ.: 9-August 21
#62615909
· 8 Jun 2026, 14:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მევესაუბრედიეგოს
QUOTE
რა ვერ გაიგე. არ ვიცით დანამდვილებით რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე როცა ამა თუ იმ გვარის სხვადასხვა შტოს მამის ხაზი არ ემთხვევა ერთმანეთს.ანუ ადიულტერთან შეიძლება არ გვქონდეს საქმე, მაგრამ შენ სწორედ ქალის ყოფაქცევა გააქილიკე, მიუხედავათ იმისა რომ როგორც გაირკვა კაციც მონაწილეობს ამ აქტში. მაგრამ მე ხომ არ მითქვამს სექსისტი ხართქო. ეხლა შენ თვითონ გადაწყვიტე ფემინისტურ ჭრილში გადამყავს თუ ვეგანურში.
მართალი ხარ, 90% შემთხვევაში სისულელეა "ქალის ბოზობაზე" ლაპარაკი როცა სახე ჩვეულებრივ გვარებს ეხება, მაგრამ როცა საქმე ცოტა ტიტულოვან, თავადურ ან სამეფო გვარებს ეხება, მანდ უკვე იზრდება ღალატის შანსები, იმიტომ რომ 17 საუკუნეში ვიღაცა ტიპი ვერ დაიბრალებდა ბაგრატიონობას და ცხოვრებას ვერ გააგრძელებდა.
გვარები როგორიცაა დოლიძე, შავაძე, შალამბერიძე, აი დიდი გვარები, რომლებსაც სხვადასხვა მამისეული ჰაპლო აქვთ, მაგათ შეიძლება ჰქონდეთ სხვა წარმომავლობა იმიტომ რომ ბევრი მიიღებდა ამ გვარებს სხვადასხვა მიზეზების გამო
აი თავად აზნაურულ გვარს ან სამეფო გვარს როგორ მიიღებდნენ ასე მარტივად?
--------------------
Hambik Tours
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მევესაუბრედიეგოს
Super Member
ჯგუფი: Registered
მევესაუბრედიეგოს
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 111
წევრი No.: 265989
რეგისტრ.: 23-March 22
#62616558
· 9 Jun 2026, 00:57 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(kobakhi @ 8 Jun 2026, 14:09 )
როცა საქმე ცოტა ტიტულოვან, თავადურ ან სამეფო გვარებს ეხება, მანდ უკვე იზრდება ღალატის შანსები, იმიტომ რომ 17 საუკუნეში ვიღაცა ტიპი ვერ დაიბრალებდა ბაგრატიონობას და ცხოვრებას ვერ გააგრძელებდა.
აი თავად აზნაურულ გვარს ან სამეფო გვარს როგორ მიიღებდნენ ასე მარტივად?
ღალატის შანსი ყოველთვის არის. მაგაზე არ არის საუბარი. მაგრამ რამდენად ხშირი იქნებოდა შენი აზრით თავადაზნაურებში შემთხვევა როცა გვარის გამგრძელებელი აღარ იყო სხვადასხვა მიზეზის გამო და ბაბუა შვილიშვილს გოგოს მხრიდან იშვილებდა და გვარს მიცემდა? ადრე კიარა დღესაც არსებობენ ადამიანები ვინც დედის გვარს ატარებენ სწორედ იმ მიზეზით რომ გვარს აგრძელებენ. რა შორს მივდივართ, თამარის მერე ამხელა დინასტია გვყავდა თუ გვყავს იგივე მიზეზით შენარჩუნებული რომელიც მშვენივრად აგრძელებს ცხოვრებას და განშტოებას.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
kobakhi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
kobakhi
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1253
წევრი No.: 263221
რეგისტრ.: 9-August 21
#62616928
· 9 Jun 2026, 16:03 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მევესაუბრედიეგოს
აქ კონკრეტულად ბაგრატიონებზე იყო საუბარი, დასავლეთ საქართველოს ბაგრატიონებს და აღმოსავლეთ საქართველოს ბაგრატიონებს არ აქვთ ერთი მამისეული ხაზი, როგორც ჩანს აშკარა გენეოლოგიური გარღვევაა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მევესაუბრედიეგოს
Super Member
ჯგუფი: Registered
მევესაუბრედიეგოს
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 111
წევრი No.: 265989
რეგისტრ.: 23-March 22
#62617107
· 9 Jun 2026, 19:56 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(kobakhi @ 8 Jun 2026, 14:09 )
აი თავად აზნაურულ გვარს ან სამეფო გვარს როგორ მიიღებდნენ ასე მარტივად?
თავადაზნაურობაზე იყო საუბარი და მერე კონკრეტულად ბაგრატიონებზე. ორივეს მაგალითი მოვიყვანე. ერთიც ვიცით სადაც დედის სამეფო გვარი გააგრძელდა და თავადაზნაურებშიც ასეთივე შემთხვევები იქნებოდა უდაოდ. და რატო არ ემთხევა სხვადასხვა შტოები ერთმანეთს ეს ბაგრატიონების გენეალოგიის მკლევარები თუ იტყვიან, ისიც თუ არიან ეგეთები სათანადო ცოდნით. მართალი ხარ, ვერ დაიბრალებდა ბაგრატიონობას ვერავინ ადვილად და თუნდაც თავადაზნაურობას. მაგრამ ასევე ადიულტერი ასე ადვილად არ დაიმალებოდა ხო? მე ვინმეს პატიოსნებაზე თავს კი არ ვდებ, უბრალოდ უდნაშაულობის პრეზუმფციის დაცვის მომხრე ვარ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Gaba
Member
ჯგუფი: Registered
Gaba
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 47
წევრი No.: 277954
რეგისტრ.: 30-March 26
#62617422
· 10 Jun 2026, 06:59 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
თარხნიშვილებშია მსგავსი სიტუაცია, ანდრონიკაშვილებში, გელოვანებში, ხერხეულიძეებში, ბაგრატიონებში, დადეშქელიანებში დიდი ალბათობით ბევრში რომელიც დატესტილია, მაგრამ ცოტა ქეისით. არაა ასეთი მარტივი საქმე და მაგიტომაა რო უკვე ბევრი აღარ იტესტება. ამიტომაა, რომ უმრავლესობა ევროპული თავადებისა ასეთ საქმეში არაა ჩართული. ჩასიძებით გვარის გადაცემა არ იყო იშვიათი ამბავი საქართველოში, მითუმეტეს, რომ იურიდიული პრაქტიკა იყო რო ქონება არ დაგეკარგა და მამის ჰაპლო და მსგავსი საკითხები მაგ დროს არ არსებობდა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
FullbackAce
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
FullbackAce
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9628
წევრი No.: 190622
რეგისტრ.: 31-August 14
#62618077
· 10 Jun 2026, 22:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(Gaba @ 9 Jun 2026, 21:59 )
თარხნიშვილებშია მსგავსი სიტუაცია, ანდრონიკაშვილებში, გელოვანებში, ხერხეულიძეებში, ბაგრატიონებში, დადეშქელიანებში დიდი ალბათობით ბევრში რომელიც დატესტილია, მაგრამ ცოტა ქეისით. არაა ასეთი მარტივი საქმე და მაგიტომაა რო უკვე ბევრი აღარ იტესტება. ამიტომაა, რომ უმრავლესობა ევროპული თავადებისა ასეთ საქმეში არაა ჩართული. ჩასიძებით გვარის გადაცემა არ იყო იშვიათი ამბავი საქართველოში, მითუმეტეს, რომ იურიდიული პრაქტიკა იყო რო ქონება არ დაგეკარგა და მამის ჰაპლო და მსგავსი საკითხები მაგ დროს არ არსებობდა.
ეს იმ ოჯახებზეა რომლის თავადაობა ეჭვქვეშ არ დგას ხომ? მტკიცებულებებით გამყარებული საგვარეულო ისტორიით?
ანუ დაბრალებული და გადაკეთებული გვარების გამო არაა.
kobakhi
ბაგრატიონების ჰაპლო დიდად საინტერესო მაინც არ არის სოსლანის შემდეგ. რა თავში ვიხალოთ სოსლანის მამისეული ხაზი. მანამდე ბაგრატიონის ნეშთები გვინდა. - ეგ კი არა დაჩის თავის ქალა უპოვიათ და ის არ გამოიკვლიეს არადა ეგ ბაგრატიონებზე გაცილებით საინტერესოა!
This post has been edited by
FullbackAce
on 10 Jun 2026, 23:01
--------------------
Русски корабль, иди нахуй!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Gaba
Member
ჯგუფი: Registered
Gaba
Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 47
წევრი No.: 277954
რეგისტრ.: 30-March 26
#62618217
· 11 Jun 2026, 06:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დადასტურებული ტიტულებით და გენეალოგიით (გვარი 1900-იანებამდე ჰქონდათ). ზოგადად გვარის გადაკეთება 1930-იანების მერე ხდებოდა 1800-იანებში გვარს ვერ გადაიკეთებდი თავადურზე მიწა არ გექნებოდა და კავშირები სხვა თავადებთან (სიგელს ვერ დაგიმტკიცებდა მეფე თავადი მოწმეების გარეშე). ზოგადად ცნობილი პრაქტიკა იყო, რომ როცა ძველი გურჯები ეკარგებოდა თავადს (რაც საქართველოში ხშირად ხდებოდა) თავადები ადასტურებდნენ შენს თავადობას მეფის ან მეფისნაცვალის წინაშე. ამ ყველაფრის გარდა არის კიდევ თავადური გვარები სადაც გენეალოგია გამოკვლეული არაა და მანდაც მსგავსი სიტუაციაა აქ არ დავამატე უბრალოდ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3678
წევრი No.: 253274
რეგისტრ.: 18-October 19
#62619365
· 12 Jun 2026, 09:15 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მევესაუბრედიეგოს
QUOTE
როცა ამა თუ იმ გვარის სხვადასხვა შტოს მამის ხაზი არ ემთხვევა ერთმანეთს.ანუ ადიულტერთან შეიძლება არ გვქონდეს საქმე, მაგრამ შენ სწორედ ქალის ყოფაქცევა გააქილიკე,
სად გავაქილიკე? ციტატა მაჩვენე. რაღაცეებს ფანტაზიორობ. ალბატ ქალი ხარ და მაგიტომ დაინახე მაგ კუთხით. რუსუდანი გარყვნილი არ იყო? საწყალი ქმარი ეხვეწებოდა, მაგრამ ეს მასხარად იგდებდა. ასე არ იყო? რა პროტესტი გაგიჩნდა, ვერ ვხვდები? კახელებმა არ აფიალეს ტრუსიკი (გნებავს საწმერთული)? ლიპარიტმა და ბაგრატმა არ გაუბახეს ცოლები ერთმანეთს ? მე მოვიგონე რამე?
შესწორება, არაზუსტად მახსოვდა. კედრენეს ცნობით, ჯერ ბაგრატმა გააუპატიურა ლიპარიტის ცოლი (საწოლი შეურაცხყოო), მერე საპასუხოდ ლიპარიტმა გააუპატიურა ბაგრატის დედა, მარიამი.
* * *
Gaba
გვარის ჩანაცვლება ხდებოდა (გვარგადაკეთებულებზე არ ვამბობ) როცა გვარი სახელოსაც (წოდებასაც) აღნიშნავდა. დადიანი შეიძლება გამხდარიყო ჩიქვანიც და ლიპარტიანიც, ასევე ერისთავი (არაგვის) შეიძლება ყოფილიყო შაბურიძეც და სიდამონიძეც, სხვა ერისთავებს კიდევ სხვა შტო ჰქონდათ, ასევე ორბელიანებში შეიცვალა შტო, მაგრამ ჩოლოყაშვილი და მაყაშვილი ერთი, ირუფაქიძეების შტოდან მოდის (გენეტიკურად დადასტურდა) ეგ შემთხვევები მეტ-ნაკლებად დოკუმენტირებულია.
შვილებას რა ც შეეხება, თავადი ვიღაც გლეხს ხომ არ იშვილებდა? იშვილებდა თავის ძმისშვილს, სიტყვაზე, თავისი დაქვრივებული ნათესავის შვილს, ვიღაცას ისევ თავისი წრიდან. სიძე კი გვარს იმ შემთხვევაში შეიცვლიდა, თუ ის, სიტყვაზე, ერისთავი ან დადიანი გახდებოდა. სიძე რომ ყოფილიყო ჩოლოყაშვილი, ის ჯავახიშვილად გვარს არ გადაიკეთებდა (მაგალითად).
This post has been edited by
ვარაზვაჩე
on 12 Jun 2026, 12:25
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მევესაუბრედიეგოს
Super Member
ჯგუფი: Registered
მევესაუბრედიეგოს
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 111
წევრი No.: 265989
რეგისტრ.: 23-March 22
#62619454
· 12 Jun 2026, 11:17 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
(ვარაზვაჩე @ 12 Jun 2026, 09:15 )
მევესაუბრედიეგოს
QUOTE
როცა ამა თუ იმ გვარის სხვადასხვა შტოს მამის ხაზი არ ემთხვევა ერთმანეთს.ანუ ადიულტერთან შეიძლება არ გვქონდეს საქმე, მაგრამ შენ სწორედ ქალის ყოფაქცევა გააქილიკე,
სად გავაქილიკე? ციტატა მაჩვენე. რაღაცეებს ფანტაზიორობ. ალბატ ქალი ხარ და მაგიტომ დაინახე მაგ კუთხით. რუსუდანი გარყვნილი არ იყო? საწყალი ქმარი ეხვეწებოდა, მაგრამ ეს მასხარად იგდებდა. ასე არ იყო? რა პროტესტი გაგიჩნდა, ვერ ვხვდები? კახელებმა არ აფიალეს ტრუსიკი (გნებავს საწმერთული)? ლიპარიტმა და ბაგრატმა არ გაუბახეს ცოლები ერთმანეთს ? მე მოვიგონე რამე?
ნაცებს თუ ვაკრიტიკებ ქოცი ვარ, ქოცებს თუ ვაკრიტიკებ ნაცი ვარ? შენთვის რა მნიშველობა აქვს ტრანსგენდერიც რო ვიყო.
FullbackAce
QUOTE
ვარაზვაჩე
ადვილი იყო თავადობის დაბრალება და ყველა იბრალებდა. ან ძაან საამაყო არ იყოს ქართული თავადობა, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა ჩაჯმულები იყცნენ უმეტესწილად. ნუ თავადის ქალები რო განთქმულები იყვნენ თავის ფეხებგაშლილი პატიოსნებით მაგაზე აღარ ვილაპარაკებ. biggrin.gif
შემშლია, შენი სიტყვები არ ყოფილა, FullbackAce მოუწერია შენთვის და შენი ციტატა მეგონა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3678
წევრი No.: 253274
რეგისტრ.: 18-October 19
#62619461
· 12 Jun 2026, 11:29 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ერთი საინტერესო ისტორიაა. მე-19 საუკუნეში არაგვის ერისთავებმა უჩივლეს სიდამონ-ერისთავებს, ეგენი არანაირი ერისთავები არ არიან, იჩემებენო, ცოტა ხნით ჰქონდათ უზურპირებული არაგვის საერისთავოვო. არ მახსოვს, როგორ დასრულდა ეგ ამბავი.
* * *
Gaba
QUOTE
ლევან დადიანმა თამარ შარვაშიძეს (შერვაშიძე რუსული ფორმაა, მთავრების შტოებს შარვაშიძე უწერიათ გვარად) ცხვირი იმიტომ მოაჭრა, რომ პარანოიკი იყო და აფხაზეთის გაძარცვისთვის საბაბი უნდოდა.
ლევან დადიანმა აფხაზეთში მხოლოდ მას მერე ილაშქრა, რაც სეტემან შარვაშიძემ, იმერეთის მეფე გიორგისთან და სიმონ გურიელთან ერთად შეთქმულება მოუწყო და მისი მოკვლა სცადა.
ზოგადად, ქართული ისტორიული წყაროები ბევრ ცუდს იმიტომ წერენ, რომ ლევანს საქართველოს მეფობაზე ჰქონდა პრეტენზია, ტიტულატურაში თავს ივერიის მეფედ მოიხსენიებდა, ეს კი ბაგრატიონებისთვის მიუღებელი იყო.
This post has been edited by
ვარაზვაჩე
on 12 Jun 2026, 11:56
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
მნაცაკანა
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 5755
წევრი No.: 53657
რეგისტრ.: 17-February 08
#62619481
· 12 Jun 2026, 11:46 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მე-19 საუკუნეში არაგვის ერისთავებმა უჩივლეს სიდამონ-ერისთავებს, ეგენი არანაირი ერისთავები არ არიან, იჩემებენო, ცოტა ხნით ჰქონდათ უზურპირებული არაგვის საერისთავოვო
სამწუხაროდ, სრული დაფარვის ტესტი არ აქვთ, თუმცა Y-37-ის მიხედვით საკმაოდ ახლოს არიან ქსნის და არაგვის ერისთავები, სიდამონ-ერისთავი და შაბურიშვილი. არც ისე მცირეა ალბათობა, რომ ერთი საგვარეულოს განაყარები იყონ.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3678
წევრი No.: 253274
რეგისტრ.: 18-October 19
#62619545
· 12 Jun 2026, 12:45 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მნაცაკანა
QUOTE
Y-37-ის მიხედვით საკმაოდ ახლოს არიან ქსნის და არაგვის ერისთავები, სიდამონ-ერისთავი და შაბურიშვილი. არც ისე მცირეა ალბათობა, რომ ერთი საგვარეულოს განაყარები იყონ.
ჰო, ვნახე, გუგეშაშვილებს და ძებისაშვილებს აქვთ კიდევ ეგ შტო, G2a2b2a1a1a1b2a - PH311, ჩემი დილეტანტური თვალით, ოსებში საერთოდ არ ფიქსირდება ეგ შტო, გამოდის, რომ სიდამონიძეების ოსობა გამოგონილი ამბავია?
ეს დამიწერა ჯემინაიმ:
ოსური პოპულაციის დომინანტი შტო: ოსი მამაკაცების აბსოლუტური უმრავლესობა (~60-70%), რომლებიც G2a ჰაპლოჯგუფს მიეკუთვნებიან, რეალურად ატარებენ სრულიად სხვა, პარალელურ შტოს — G2a1a1a-P303 (განსაკუთრებით მის ქვედა მუტაციას G-L1264). ეს არის ჩრდილოეთ კავკასიისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ხაზი.
PH311-ის რეალური გეოგრაფია: FamilyTreeDNA-ის (FTDNA) და YFull-ის გლობალური სამეცნიერო მონაცემთა ბაზების მიხედვით, PH311 მარკერის მქონე ტესტირებული ადამიანების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ფიქსირდება საქართველოში (განსაკუთრებით დასავლეთ და სვანეთის რეგიონებში) და თურქეთში (ისტორიული ანატოლია/ლაზეთი).
სტატისტიკური მონაცემები: სამეცნიერო ბაზებში PH311-ის დადასტურებული ნიმუშები ნაწილდება შემდეგნაირად: საქართველო, თურქეთი, ჩეჩნეთი (დაბალი სიხშირით), ადიღე, ერაყი და აზერბაიჯანი. ტესტირებულ ოსებში ეს კონკრეტული მუტაცია დაფიქსირებული არ არის.
დასკვნა: მიუხედავად იმისა, რომ ოსებსაც და ქართველებსაც საერთო მაკრო-ჯგუფი (G2) აქვთ, მათი გზები ათასობით წლის წინ გაიყო. PH311 არის სპეციფიკური სამხრეთ-კავკასიური/ქართული შტო და მას ოსურ გენეალოგიასთან კავშირი არ აქვს.
This post has been edited by
ვარაზვაჩე
on 12 Jun 2026, 12:57
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14710
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#62619856
· 12 Jun 2026, 17:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვარაზვაჩე
QUOTE
ჩემი დილეტანტური თვალით, ოსებში საერთოდ არ ფიქსირდება ეგ შტო, გამოდის, რომ სიდამონიძეების ოსობა გამოგონილი ამბავია?
ოსებს G2a2 არ აქვთ, ეგ არის PH1780 რომელიც მხოლოდ ქართველებშია, განსხვავებით G2a1-სგან რომელიც ოსების გარდა კარაჩაელებში და მცირე პროცენტით ჩერქეზებსა და აბაზებშიც არის.
შეეშვით ამ AI-ს არ იძლევა სწორ პასუხებს გენეტიკაზე, სისულელეებს ბოდავს ხოლმე.
არ არის ადიღებში, აზერებში, ერაყელებში და ა.შ. :დ
ჩეჩნებში 0. რაღაც პროცენტია საერზთოდ. :დ
This post has been edited by
ცერცვა.
on 12 Jun 2026, 17:49
--------------------
Pacifism is objectively pro-fascist. This is elementary common sense. If you hamper the war effort of one side, you automatically help out that of the other. Nor is there any real way of remaining outside such a war as the present one. In practice, 'he that is not with me is against me'. - G.Orwell
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
ვარაზვაჩე
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3678
წევრი No.: 253274
რეგისტრ.: 18-October 19
#62620010
· 12 Jun 2026, 19:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცერცვა.
ანუ სიდამონიძეები არ ყოფილან ოსები, ეგრე გამოდის.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
ცერცვა.
აბა ომი გინდა?
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 14710
წევრი No.: 234838
რეგისტრ.: 23-August 17
#62620272
· 12 Jun 2026, 23:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ვარაზვაჩე
კაი ხანია ეგ ცნობილია და მე ის მიკვირს რომ აქამდე არ იცოდი.
არანაირი ოსები არ იყვნენ. : )
·
ციტირება
·
^
0 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
საზოგადოებრივი მეცნიერებები
|
იქით
»
Pages:
(120)
« პირველი
...
97
98
[99]
100
101
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0725 ] [ 12 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.