პატერნები არის წლების განმავლობაში "პრილოჟენიების" არქიტექტურული აგებულობის გამოცდილების სისტემატიზაცია.
აი მაგალითად ავიღოთ სამშენებლო ინჟინერია, საიდანაც პრინციპში პროგრამისტებმა "მოიპარეს" ეს იდეა.
იმისათვის , რომ ავაგოთ არკა ჩვენ აღარ ვიწყებთ ფიქრს ზედმეტად მის ფორმაზე, ვინაიდან ვიცით მისი ფორმა - "არკა ი ვაფრიკე არკა", უბრალოდ ვცვლით ზომებს. ასევეა პროგრამირებაში : მრალწლიანი პრაქტიკის შედეგად, პროგრამისტები მიხვდნენ, რომ როგორც კი პროგრამაში ახალი ლოგიკაა დასამატებელი მთელი რიგი პროგრამული კოდის მონაკვეთები ხდება ჩასასწორებელი და უმეტესწილად ეს ზვავისებური ეფექტით გადაეცემა მთელს პროგრამას. ამის თავიდან ასაცილებლად შეიმუშავეს წესები თუ როგორ უნდა ურთიერთქმედებდნენ ობიექტები ერთმანეთთან იმისათვის, რომ ზვავი შეჩერდეს, ნუ შეჩერდეს თუ არა შემცირდეს მაინც. ანუ პატერნებში ძირითადი აქცენტი გამახვილებულია ფიზიკური კანონი რომ ვიხმაროთ ხახუნის ძალის შემცირებაზე
. აბსტრაქციების დონეზე პროგრამირებაზე, რათა უფრო მარტივად ხდებოდეს ერთი ობიექტის ჩანაცვლება მეორეთი. დანარჩენი მხოლოდ ტექნიკის საქმეა და სწორედ ეგ ტექნიკაა პატერნები
This post has been edited by shinauri on 15 Mar 2013, 23:33