კომპანიის დასახელება სარეკლამო კომპანიები
ელ-ფოსტა teawithcoffee@hr.com.ge
ტელეფონი N/A
საკონტაქტო პირი N/A
თანამდებობა კონკურსი ახალგაზრდა დიზაინერებისთვის-ჩაიყავით
ადგილმდებარეობა თბილისი
აღწერა
”ჩაიყავით” - კონკურსი ახალგაზრდა დიზაინერებისთვის, რომელთაც უყვართ ჩაიყავით, ან ცალ-ცალკე.
დავალება:
ვიზუალურად წარმოაჩინეთ ჩაის უპირატესობა ყავასთან ან/და ყავის უპირატესობა ჩაისთან (თქვენი გემოვნების მიხედვით).
ვიზუალიზაციის შექმნისთვის გეძლევათ სრული თავისუფლება (პოსტერი, ლოგოტიპი, კონსტრუქცია, ფლაერი, ბროშურა, ტრანზიტული რეკლამა ან სხვ.
ჩვენ გვაინტერესებს თქვენი ხედვა, შემოქმედებითი უნარი, პროფესიული შესაძლებლობები და გრაფიკულ პროგრამებთან მუშაობის დონე. იყავით მაქსიმალურად კრეატიულები!
ფორმატი: JPG
ზომა: არაუმეტეს 1 MB
ავტორის ასაკი: არაუმეტეს 24 წლისა.
ავტორის სქესი: არ აქვს მნიშვნელობა.
სამუშაო გამოცდილება სარეკლამო სააგენტოში: არ აქვს მნიშვნელობა.
შეზღუდვა: მიიღება მხოლოდ კომპიუტერული ნამუშევრები.
პრიზი:
გამარჯვებული 3 კონკურსანტი დასაქმდება 3 სხვადასხვა სარეკლამო სააგენტოში გრაფიკული დიზაინერის ვაკანტურ ადგილზე გამოსაცდელი პერიოდის გარეშე. გადაწყვეტილებას გამარჯვებულთა შესახებ ღებულობს კონკურსის ჟიური.
ნამუშევრები მიიღება მხოლოდ ელექტრონული ფორმატით შემდეგ მისამართზე: teawithcoffee@hr.com.ge
ნამუშევრების მიღების ბოლო თარიღია 13 დეკემბერი, 2007.
დამატებითი შეკითხვებისთვის მოგვმართეთ: hr@hr.com.ge
გისურვებთ წარმატებებს!
ბოლო ვადა 13 დეკემბერი 2007
კაროჩე რო არ დაგეზაროთ რა

აბა თქვენ იცით წარმატებები ჩაიყავით-ში