ფონტლაბში რაღაც ეფექტები კეთდება,
Tools \ action set \ effects აქ არის ეფექტები, შეიძლება მათი კომბინირებაც, შედეგი ზოგჯერ მოულოდნელია არცთუ იშვიათად შემდეგ ხელით დასამუშავებელი, მნიშვნელობა აქვს კონტურის მიმართულებას-ზოგი ასო ზომაში იცვლება...
მოკლედ ზარმაცებს და იოლად შედევრების მომლოდინეებს ეს პროგრამა მაინდამაინც არ წყალობს
საიტი ვნახე (ვიცი, ეგ და მასეთი ათეულობითაა-სამწუხაროდ უცხოური)
მანდ დადებული შრიფტები ზოგი ხელით ნახატია და მერე სქანირებული, ზოგი გრაფიკულ პროგრამებშია ნახატი, თვითონ TTF ფაილს არ აქვს გრადაციის-ტონალობის მხარდაჭერა. ზოგადი იმიტაცია ხდება უამრავი პატარა ობიექტების ხარჯზე, რომლებიც გარკვეულ ვიზუალურ ეფექტს ქმნის, თუმცა ფონტს "ამძიმებს". 2-3 წინადადება უკვე საგრძნობლად ანელებს გახსნას
* * *
მაგალითად აქ სულ შავი ობიექტებია. მაგრამ ზოგგან თითქოს არის გრადაცია
* * *
ესეც ფონტლაბის ზოგიერთი ეფექტების ილუსტრაციებია
მიმაგრებული სურათი