თქვენ კითხვას რაც შეეხება, მოგახსენებთ.
იმიტომ არ დავპოსტე რომ პასუხი არ მქონდა მიღებული, მეც სხვა საქმეებზე გადავერთე და გადამავიწყდა უშუალოდ თემაში დაპოსტვა.
თორემ პმ ვინც გამომიგზავნა ყველას ვუპასუხე, თუ ვინმე გამომრჩით შემახსენეთ და გიპასუხებთ, არსად არ გავქცეულვარ.
რაც შეეხება თვითონ თქვენს დამოკიდებულებას.
თქვენი აზრით კარგია პოტენციურ, თუნდაც ერთჯერად დამსაქმებელს თავხედურად რომ წერთ საიტს გაგიტეხავთო, მიგიფუჭებთო და ა.შ?
მე გამოვავლინე თქვენს მიმართ რაიმე სახის უპატივცემულობა ან არასამართლიანი ქცევა?
და ვთქვათ გაიმარჯვა თქვენმა ნამუშევარმა, არ იგრძნობთ დამკვეთის ნახვისას თავს უხერხულად?
არც საქმეს გირჩევთ და არც ჭკუას გარიგებთ, მაგრამ უფრო მეტ კეთილგონიერებას თუ გამოიჩენთ ისევ თქვენთვის იქნება უკეთესი.
Don Georgeმართალი ხართ, სრულიად სამართლიანი შენიშვნაა.
ჩემი ბრალია რომ დროულად არ დავპოსტე და არ გაგაფრთხილეთ, კიდევ ერთხელ ყველას ბოდიშს გიხდით.
მაგრამ 24 თებერვლის შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში არავის დაუპოსტავს და მაგიტომ მეც გადამავიწყდა, თორემ თავიდან კი ვამოწმებდი.
ჟიურის წევრები საზღვარგარეთ იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნებში, ამიტომ ვერ შეარჩიეს ასე სწრაფად.
უბრალოდ არ ელოდნენ ამდენ ნამუშევარს.
თორემ მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული მერწმუნეთ უკვე ყველაფერი დასრულებული იქნებოდა.
პირობა მომცეს ორშაბათ-სამშაბათს აუცილებლად გეტყვითო პასუხს.
მეც ჩემი მხრიდან დავაჩქარებ რომ მითხრან საბოლოო გადაწყვეტილება.
ვადებს რაც შეეხება, ვაღიარებ ფაქტობრივად ტყუილი გამომივიდა, მაგრამ თვითონაც ასე ეგონათ რომ მალევე ამოირჩევდნენ.
მოკლედ იმედს დავიტოვებ რომ გამოუსწორებელი დანაშაული არ ჩამიდენია