
ამიტომ მეწერა "ე.წ"

ნუ თურქულ ლამინატს რასაც ეძახიან, აი კასტამონუს- ფირმისები ისინი ზომებში უფრო დიდია ელიავაზე იყიდება და ფასი სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ეს " ავსტრიულები" ეგერის ფირმისაა. ყოველ შემთხვევაში ეგერის კატალოგის შესაბამისი კოდებითა და ფერებით. და კატალოგს საქართველოში ოფიციალური წარმომადგენელი ფირმის სახელიც აქვს თან დართული და ეგერის საიტზეც არის მითითებული იგივე კომპანია.
ეხლა ამას რაც შეეხება, ანუ ჩემი არა პროფესიონალის აზრით, გააჩნია კვადრატულობას და მასალას.
გარდერობი გინდათ მხოლოდ თუ ანტრესოლიც???
აი მაგალითად 2 მეტრის სიმაღლის რომ გინდათ კარადა, იმას 10 სმ სავარაუდოდ ფეხები უნდა ქონდეს არა??
ანუ კარადის კარი გამოვა 190 სმ სიმაღლის, და სიგანეშიც 2 მეტრი გეწერათ
ე.ი. 3.8 კვადრატი მასალა მარტო ფასადს უნდა + გვერდების სულ მინიმუმ 3 ცალი (2 X 0.4მ ) = 2.4 კვადრატი და ა. + შიდა თაროებისთვის მასალა 0.65X0.4 სურვილისამებრ (4 , 5 ან რამდენიც გნებავთ) 1.5 კვადრატი მაქსიმუმ + ძირი და თავი 2 ცალი (2X0.4)=1.6 კვადრატს
ჯამში უდრის 9.3 კვადრატს, რამე თუ არ გამომრჩა + ფეხები, სახელურები, პეტლები და ფანერა ზურგისთვის.
ერთი ცალი ლამინატის ფილა მაქსიმუმ 118 ლარი არის 5.79 კვადრატი ( 2.8 X2.07 მ ) თქვენ დაგჭირდებათ
2 ფილა ლამინატი + ხელობის საფასური ( მორჩენილი ლამინატით შეგიძლიათ ტუმბოები ან სხვა რამე გააკეთოთ )
მდფ-ის შემთხვევაში ფასები ზემოთ დავწერე

შესწორება, მატოვი მდფ-ის ფასები დავწერე და პრიალა მდფ -ები 2.8 X1.22მ -ზეა და 130 ლარი ღირს