SaamIგამარჯობა, უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა, რომ ხალხს უფასოდ აძლევთ რჩევებს

მოკლედ, თუ არ დაგეზარება, ერთი გადაავლე თვალი ჩემს გათვლებს.
სანამ მშენებელი დამითვლის ჩემით გავაკეთე ხარჯთაღრიცხვა, ძალიან გრუბად, მგონი ძალიან შორს არ უნდა იყოს რეალობისგან.
რა ხდება ეხლა, მოკლედ აგიხსნით, არის სამსართულიანი სახლი, სარდაფით, რომელშიც მთლიანად ჩასხმულია ბეტონი )არმატურის გარეშე), სახლი აშენებულია 90–იან წლებში, არის ნახევრად კარკასული, ანუ დაბლიდან მოდის დედაბოძი და მერე გადადის რიგელებით (ნაძვის ხის ტიპს ეძახიან მგონი).
მინდა დავაშენო 2 სართული+ ტერასა.
ამისთვის სახლის შიგნიდან ჩავასხავ 6 კოლონას. სახლიც გადამაგრდება და დაშენებაც უპრობლემოდ შემეძლება.
ეხლა როგორ დავითვალე ხარჯები:
სახლის ფართი 11X11ზე =121 კვ.მ. ერთი სართული
მიწევს სამ სართულზე ბეტონის დასხმა, 6 კოლონა 20 მეტრიანი, რიგელების საერთო სიგრძე 200 მეტრი ( 66 მეტრი ერთ სართულზე*3).
კოლონები:ერთ კოლონაში ვუშვებ 4 ცალ 22 მმ-იან არმატურას, ანუ 20 მეტრიან კოლონაზე მჭირდება 80 მეტრი არმატურა, 6 ცალ კოლონაზე 480 მეტრი.
ერთი მეტრა 22 მმ არმატურა იწონის 3 კილოს, 480X3=1, 440 ტონა არმატურა 6 კოლონაზე.
1 ტონა ღირს 1 400 ლარი X 1,440= 2016 ლარი კოლონების არმატურისთვის.
ბეტონი თითო კოლონაში წავა 3,2 კუბი (0,40 X 0,40 X 20) 6 კოლონაზე 19,2 კუბი X 200 ლარზე (ერთი კუბის ფასი) = 3 840 ლარის ბეტონი
ანუ კოლონების მასალაში მეხარჯება 5 856 ლარი.ეხლა
სართულშორის გადახურვები.არმატურას ვუშვებ 18 მმ-იანს, ერთ მეტრაში 5 ცალს, 11 მეტრაზე მჭირდება 55 ცალი არმატურა სიგრძეში და სიგანეშიც იგივე, ანუ ერთ სართულზე 55*2=110 ცალი X 11 მეტრაზე= 1210 მეტრა არმატურა.
1 მეტრა 18 მმ-იანი არმატურა იწონის 2კგ-ს X 1210 მეტრაზე = 3,630 ტონა X 3 სართულზე=10,8 ტონა X 1400 ლარზე=15120 ლარის არმატურა.
ბეტონი წავა 20 სმ-იანი, ანუ 11 X 11 X 0,20=24,2 კუბი X 200 ლარზე = 4840 ლარის ბეტონი
ანუ 3 სართულშორისი გადახურვა მიჯდება 15120 + 4840= 19 960 ლარირიგელები:კეთდება იგივე პრინციპით, როგორც კოლონა, სულ მჭირდება 200 მეტრა რიგელი ანუ 9 760 ლარი (ერთი მეტრა კოლონის არმატურა და ბეტონი თუ ჯდება 48,8 ლარი).
ხელობა:25 ლარი კვ.მ. დაწნა და დასხმა, მე მაქვს 360 კვ.მ დასაშენებელი, ანუ 9 000 ლარი.
საერთო ჯამში 360 კვ.მ-ზე კოლონების ამოსაყვანად, ბეტონების დასასხმელად, ფაქტირად შავ კარკასამდე ბლოკების დაწყობა დამრჩება, მიჯდება 44 000 ლარი +სხვა ხარჯები ( ხამუთები, აპალოვკის ქირაობა და.ა.შ. 6 000ლარი) ანუ ჯამში 50 000 ლარი . 50 000 /360
1 კვ.მ მიჯდება 138 ლარი
როგორია?
ეს ჩემი გათვლებია, ძალიან უხეში და დილეტანტური.
შემიფასეთ და შემისწორეთ.
მშენებელი რათქმაუნდა ამას ყველაფერს დეტალურად და პროფესიონალურად დამითვლის, მაგრამ მანამდე მინდა ჩემით გავერკვე და მზად ვიყო

წინასწარ მადლობთ :**
This post has been edited by brutal_88 on 22 Sep 2013, 21:29