ახალი პროდუქტიკომპოზიტური ბამბუკის პარკეტისაკონტაქტო ინფორმაციაკომპოზიტური ბამბუკის პარკეტი მზადდება ე.წ. OSB ტექნოლოგიით ბამბუკის ბოჭკოს გამოყენებით, რომლის საშუალებითაც მიიღება ეკოლოგიურად სუფთა, ლამაზი და მტკიცე პროდუქტი.
უპირატესობები- ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტია;
- ვიზუალურად ლამაზი, მტკიცე და ადვილად მოსავლელია;
- არ განიცდის დეფორმაციას ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილებისას;
- გამოირჩევა ნესტისადმი მაღალი მდგრადობით;
- პარკეტის ფილები, ქარხანაში 7 ფენა სპეციალური ლაქით იფარება;
- სხვა ბუნებრივ მასალებთან შედარებით, დაგების შემდეგ არ საჭიროებს დამუშავებას;
- არ საჭიროებს დამატებით დროისა და თანხის ხარჯებს დაგების შემდეგ (ზედაპირის დამუშავება, გალაქვა);
- დაგება ხორციელდება მარტივად, სწრაფად და სუფთად;
- საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სრული და ნაწილობრივი რესტავრაცია.
დამზადების ტექნოლოგიათავიდან ბამბუკის ლამელები ბოჭკოს დონემდე იშლება. მიღებული მასა მუშავდება ნაჯერი ორთქლით, შრება ტენიანობის 6-8%-დე და იჟღინთება ბამბუკის ბუნებრივი ფისისმაგვარი ეკოლოგიურად სუფთა კომპოზიტური შენაერთით. კომპოზიტი ავსებს ბოჭკოების არხებს და არხთაშორის სივრცეს. დაპრესვის შემდეგ მიიღება მდგრადი და წყალგაუმტარი მასალა, რომლისგანც მზადდება პარკეტი.
სიმტკიცემასალის სიმტკიცე იზომება ე.წ. ბრინელის რიცხვით. რაც უფრო მტკიცეა მასალა, მით უფრო მაღალია რიცხვი. შედარებისთვის მოვიყვანთ ამ მაჩვენებლის მნიშვნელობას მუხის, ჩვეულებრივი და კომპოზიტური ბამბუკის პარკეტისთვის.
- მუხის პარკეტი - 4.2;
- ჩვეულებრივი ბამბუკის პარკეტი - 4.9;
- კომპოზიტური ბამბუკის პარკეტი - 9.6.
(სიმარტივისთვის სიმტკიცის განზომილება გამოტოვებულია).
ლაკის დამცავი ფენაკომპოზიტური ბამბუკის პარკეტის ფილები იფარება მაღალი ხარისხის ურეტანშემცველი ლაკით, რომლის გაშრობა ხდება ულტრაიისფერი სხივებით. ამით მიიღწევა ზედაპირის განსაკუთრებული სიმაგრე. ლაკის დაფენა-გაშრობის პროცესი 7 ეტაპად ხორციელდება. ზედაპირზე ჩამოყალიბებული მკრივი ფენის ბუნებრივი გაცვეთის ვადა 7-8 წელია. პარკეტის ქარხნული წესით ლაკით დაფარვა საგრძნობლად აიაფებს პარკეტის დაგების ხარჯებს, რადგანაც დაგებული პარკეტი არ საჭიროებს ”ციკლოვკას” და ლაკის წასმას. საჭიროების შემთხვევაში კომპოზიტური ბამბუკის პარკეტის დამუშავება შეიძლება ჩვეულებრივი სახეხი დანადგარებით.
ნესტგამძლეობანესტგამძლეობა ბამბუკის კომპოზიტური პარკეტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისებაა. ექსპერიმენტის სახით კომპოზიტური პარკეტის ლაკმოცილებული ფილა 24 საათით მოთავსებული იყო წყალში, რის შემდეგაც მისი წონა პირვანდელს სულ 3%-ით აღემატებოდა. შემდგომ 5 საათში კი - პირვანდელი წონა აღდგა. მაშასადამე, წონის ცვლილება გამოწვეული იყო ზედაპირზე დაგროვილი ტენით, რომლის არსებობა ლაკის პირობებში გამორიცხულია. პარკეტის ასეთი თვისებები სველ წერტილებში მისი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.
ინსტალაციაკომპოზიტური პარკეტის დასაგებად შესაძლებელია იგივე ტექნოლოგიისა და დამხმარე მასალების გამოყენება, რაც ჩვეულებრივი ხის პარკეტის დაგებისას. მოთხოვნების მაქსიმუმი (ჰიდროიზოლაციის და სიმტკიცის კუთხით) კმაყოფილდება ურეტანშემცველი წებოების გამოყენებით. პარკეტის დაგების სამი ძირითადი სქემიდან :
1. ცემენტი - წებო - პარკეტი;
2. ცემენტი - ხის ძელები - პარკეტი დალურსმნით;
3. ცემენტი - ჰიდროიზოლაცია - ფანერა - წებო - პარკეტი დალურსმნით - გამოიყენება ძირითადათ მე-2, მე-3 სქემები. კომპოზიტური პარკეტის დალურსმნისას იყენებენ ან მაღალი წნევის (2-3 ატმ) პნევმოპისტოლეტს, ან დალურსმნამდე პარკეტს ბურღავენ.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთhttp://www.parket.bamboo.ge/