გამარჯობათ.
ბოდიშით თუ არასწორ მისამართზე ვპოსტავ.
ესეიგი არაგვის ხეობაში მაქვს მამულეთი, ფასანაურის ზემოთ.

პაპაჩემის ნასახლარი დავშალეთ და ავაშენეთ 2 სართულიანი სახლი.
ახლა კი გვინდა ამ მამულეთის დამტკიცება და გაფორმება სახლის მიმდებარე ეზოსი და კიდევ მოცემული 2 ნაკვეთის.

მაქვს არქივიდან ამონაწერი, რომ მოცემულ სახლში ცხოვრობდნენ პაპაჩემი, ბებიაჩემი და მათი შვილები). მეტი არანაირი საბუთი არ გამაჩნია.
სად მივიდე და რომელი საბუთების მოგროვებით დავიწყო იქნებ მირჩიოთ.