ბინაში ცენტრალური წყლის გადასაკეტი ვენტილი მაქვს, აქამდე ყველაფერი კარგად იყო

მაგრამ დამჭირდა ხელსაბანი ონკანის შეცვლა, შესაბამისად ცენტრალურიდან გადავკეტეთ წყალი და როცა მოვრჩით სამუშაოებს ისევ გავხსენით.
ამის მერე შეიქმნა პრობლემაც, ბინაში რომელი ონკანიც არ უნდა გავხსნათ იწყება საშინელი წუილი და სანამ არ დავკეტავთ არ ჩერდება ხმა.
ცენტრალური ვენტილი რომ მთლიანად გავაღო ეს პრობლემა არ იქნება, მაგრამ ძალიან დიდი წნევით მოდის წყალი და მთლიანად ვერ გავხსნი, შუალედური წერტილი კი ვერ დავიჭირე, ერთჯერადად დავაყენებ თითქოს ისე რომ წყალიც ნორმალური წნევით შემოდის და თან არც ხმაურობს, მაგრამ ონკანის მეორედ მოშვებაზე ისევ წუილს იწყებს.

რასთან არის ეს პრობლემა კავშირში ხომ არ იცით? და რატომ დაიწყო წუილი, ცენტრალური ვენტილი ადრეც ჩამიკეტია და გამიხსნია და არ იყო ეს ხმაური, ეხლა რა დაემართა? ვენტილია შესაცვლელი თუ სხვა გზითაც შეიძლება პრობლემის მოგვარება?
This post has been edited by jjj on 15 Sep 2023, 16:07
"შინდისი კი არა, თქვენ სინდისი დაკარგეთ"!....