#61038351 · 21 Feb 2024, 16:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა,
გაზის მრიცხველი რაშიც აყენია, ეგ კაბინა ღია მდგომარეობაში დატოვა ინკასატორმა, ანუ არ გადაკეტა გასაღებით და ისე წავიდა. რო ვკითხე თუ რატომ არ კეტავ მეთქი, მიპასუხა, რომ ღია რო იყოს არაა პრობლემაო, ანუ არ საჭიროებს დაკეტვასო რა.
თბილისი ენერჯიში დავრეკე და მითხრეს რომ არ უნდა დაეტოვა ღია და გამოდის რომ წესი დაარღვია ინკასატორმა?
ვის უნდა მივმართო ასეთ შემთხვევაში, რომ დროულად მოხდეს რეაგირება და დაკეტონ მრიცხველის კაბინა გასაღებით.
ეგრე ათასი ვიღაც დადის სადარბაზოებში, ზოგი რას ეძებს და ზოგი რას მაგ კაბინებში და ვიღაცამ კიდე შეიძლება საერთოდ განგებ დააზიანოს რამე მრიცხველის, ან თუნდაც გადაკეტოს მრიცხველიდან ონკანი და შემიწყდეს მაგის გამო გაზის მიწოდება.
P.S. ახლა მოვიდა იგივე ინკასატორი და მითხრა, რომ როდესაც მხოლოდ 1 მრიცხველი აყენია კაბინაშიო, ეგეთი კაბინები ღია მდგომარეობაშია ყველაო, ანუ არ იკეტებაო. ამიყვანა და მანახა ზედა სართულებზეც ერთმრიცხველიანი კაბინები და ყველა ღია მდგომარეობაში იყო. რომელ კაბინაშიც რამოდენიმე მრიცხველი აყენია, ეგ კაბინები ყველა კლიტეთია დალუქული გარედან და რატომაა ეგრე, რომ ერთმრიცხველიანი კაბინები ღია მდგომარეობაშია და არ კეტავენ? ვინმემ თუ იცით დაწერეთ რა.
This post has been edited by anano98 on 21 Feb 2024, 16:44
|