Contraltohttp://www.youtube.com/watch?v=BHHoFHmr0cgაი, სალომეს ფინალიც:
http://www.youtube.com/watch?v=l-cKaxDWKeYეს ქალი ან მოგეწონება ან არა.
საბოლოო ჯამში ძალიან ძალიან პრობლემატური ხმა აქვს. ერთი მხრივ შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი, მაგრამ მეორე მხრივ მისი ხმა ყველა რეგისტრში სავსედ და ფერადად ჟღერს. გვინეთ ჯოუნსის კიდევ უფრო რადიკალური ვარიანტია.
ჰერლიციუსმა ბაიროითში 2002-დან მოყოლებული ბრიუნჰილდა და კუნდრი იმღერა. ისე, მეტწილად დრეზდენშია. ნოემბერში მოვისმინე ბერლინში მისი იზოლდა და არ მომეწონა - ხმა კი იყო უზარმაზარი, დიქცია გასაოცარი და სცენურობა გასაგიჟებელი, მარა თვითონ მისეული ინტერპრეტაცია ამ როლის არ დამევასა. გასულ პარასკევს კიდე ბრიუსელში ელექტრაში მოვისმინე (დადგმის ჩანაწერი ქვემოთ დევს). დებიუტი იყო მისი ამ როლში. ქალი ისე გავიდა პარტიის ბოლოში, რომ მე მგონი ერთი წვეთი ოფლიც არ დაუღვრია. არადა თავიდანვე მთლიანად ჩართო ძალები (პირველივე მონოლოგში ენერგიის ეკონომიზება ისედAაც ტეხავს...). ყველა კულმინაციაში ბოლომდე და ყველანაირი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე არტყამდა იმ სასწაულ მაღლებს. ამავე დროს იყო ლირიულზე ლირიული. ასეთი დიფერენცირებული, მრავალფეროვანი და პირდაპირი გაგებით არტიკულირებული ელეკქტრა მე არ მომისმენია. თან სანახავად იყო არაჩვეულებრივი. ვეფხვივით დაძრწოდა აქეთ-იქით, ან, რაღაც მომენტებში, ყოველგვარი გადამეტების გარეშე იკრუნჩხებოდა, ნახევარი მონოლოგი დაწოლილმა იმღერა.
ჩანაწერებში მისი ხმის ვიბრატო კიდევ უფრო გამძაფრებულია და იკარგება მისი სითბოც. ბელკანტოს ვერ მოთხოვ და სადაც ზოგზოგიერთები ბელკანტოს მომღერლებს ახარისხებენ ძალიან საეჭვო და რეაქციონერული კატეგორიებით, იქ ამ ქალსაც ვერ შეედავები. ვაგნერის და შტრაუსის მომღერლები ხშირად "კივიან". ამ ქალს აქვს ამავე დროს უდიდესი ლირიული პოტენციალი. და ენერგია, რომელიც ბირგიტ ნილსონს და გვინეთ ჯოუნსს შეედრება.
Elektra - Evelyn Herlitzius
Chrysothemis - Eva-Maria Westbroek
Klytämnestra - Doris Soffel
Ägisth - Donald Kaasch
Orest - Gerd Grochowski
Die Vertraute Klytämnestra - Mireille Capelle
Die Schleppträgerin - Lisa Houben
Ein junger Diener - Alexandre Kravets
Ein alter Diener – Franz Mazura
Die Aufseherin - Renate Behle
Erste Magd - Graciela Araya
Zweite Magd - Mireille Capelle
Dritte Magd - Carole Wilson
Vierte Magd - Lisa Houben
Fünfte Magd - Anna Gabler
Orchestra of the KMS/Monnaie, Brussels
Dirigent - Lothar Koenigs
Brussels - 22 January 2010
http://rapidshare.com/files/340254972/Elektra_Munt_CD1.rarhttp://rapidshare.com/files/340255034/Elektra_Munt_CD2.rar This post has been edited by Pathetikos on 3 Feb 2010, 00:40