კარლ ბემის სახელგანთქმული FroSch-იDie Frau ohne Schatten-ის ომისშემდგომ აღორძინებას მთლიანად კარლ ბემს უნდა ვუმადლოდეთ. 1955 წელს სწორედ მან გააკეთა ოპერის პირველი ჩანაწერი, მომდევნო 25 წლის მანძილზე კი სხვადასხვა დადგმით ლამის მთელი მსოფლიო შემოიარა.
თავად ჩანაწერს მეტად საინტერესო ისტორია აქვს. ვენის საოპერო თეატრის აღდგენისადმი მიძღვნილი წარმატებული სპექტაკლების შემდეგ ბემმა სცადა Decca-ს ხელმძღვანელობა ოპერის ჩაწერაზე დაეყოლიებინა, მაგრამ უარი მიიღო, რადგან წამოწყება ერთობ სარისკოდ მიიჩნიეს. მაშინ ბემმა წამოაყენა იდეა, შემსრულებლებს ანაზღაურებაზე საერთოდ უარი ეთქვათ და საქმეც გაიჩარხა.
ასე, რომ პროექტში ფაქტიურად ყველა უსასყიდლოდ მონაწილეობდა. ამას ისიც დავუმატოთ, რომ მუზიკფერაინის დიდი დარბაზი საერთოდ არ თბებოდა და მუსიკოსებს მუშაობა გვარიან სიცივეში მოუწიათ. ყველა სიკეთესთან ერთად ფირიც არასაკმარისი ჰქონდათ და მუდმივად მისი დაზოგვა უხდებოდათ.
ეს Decca-ს ერთ-ერთი პირველი სტერეო ჩანაწერი იყო, მაგრამ ხარისხი მართლაც განსაცვიფრებელი გამოვიდა. თავად შესრულება კი შეიძლება სრულყოფილი არ იყოს, მაგრამ ამდენი ხნის მერე ლეგენდარულ სტატუსს მაინც სამართლიანად ინარჩუნებს.
Richard Strauss
Die Frau ohne Schatten
Der Kaiser - Hans Hopf
Die Kaiserin - Leonie Rysanek
Die Amme - Elisabeth Höngen
Der Geisterbote - Kurt Böhme
Ein Hüter der Schwelle des Tempels - Emmy Loose
Erscheinung des Jünglings - Karl Terkal
Die Stimme des Falken - Judith Hellwig
Eine Stimme von Oben - Hilde Rössl-Majdan
Barak - Paul Schoeffler
Sein Weib - Christel Goltz
Der Einäugige - Harald Pröglhöf
Der Einarmige - Oskar Czerwenka
Der Bucklige - Murray Dickie
Sechs Kinderstimmen - Liselotte Maikl, Ruthilde Boesch, Berta Seidl, Edith Preissner, Gertrude Bastezky, Dorothea Frass
Die Stimmen der Wächter der Stadt - Alfred Poell, Eberhard Wächter, Ljubomir Pantscheff
Wiener Staatsopernchor
Wiener Philharmoniker
Dirigent - Karl Böhm
Wien, 11-12/1955
Decca 425 981-2 [1991]
http://www.mediafire.com/?5dglsdrxqqxxc9ghttp://www.mediafire.com/?vxmbkwzag5lbkyf This post has been edited by WAGNERITE on 8 Aug 2011, 23:19
მიმაგრებული სურათი