მოვუსმინე

კაუფმანს ასე რო ემღერა გამოცდაზე ხოზეს არია, მე სამიანს დავუწერდი, თუმცა, დღეს ყველა სამიანზე მღერის. ალბათ მაინც კარგია, მაგრამ აღსაფრთოვანებელი არაფერი არ იყო.
რაც შეეხება რაჭველიშვილს, დუეტში და ერთ სცენაში თანაბრად, მაგრამ უინტერესოდ ჟღერდა, ხმა ისევ მოუქნელი აქვს, თუმცა ძლიერი, კარმენის პარტიას კი ინტონაციების სიმდიდრე და მუდმივი ცვლა სჭირდება. მთავარი მაინც ისაა, რომ ეს გოგო ძალიან სწრაფად იზრდება და რაც მალე დაჩრდილავს სურგულაძის ფენომებს, მით უფრო გამიხარდება - ჩვენთვის რა თქმა უნდა, თორემ ლა სკალამ უკვე კარგად იცის ორივეს ფასი. რა სასაცილო იქნება, საპრეზიდენტო კონცერტზე ხაბანერას სამღერად სურგულაძის ნაცვლად აწ უკვე ანიტა რომ გამოიძახონ

მიუხედავად იმისა, რომ ბარენბოიმი თანამედროვე მუსიკალური სამყაროს ფურუნკულია, ამ სპექტაკლში მშვენივრად დირიჟორობს.
სეგიდილიას, ხაბანერას და ბოშურ სიმღერასაც დადებენ სადმე, კარგი იქნება.