მიხეილ სააკაშვილი გენიოსია - ხატია ბუნიათიშვილი
პრეზიდენტის რეზიდენციასთან გამოსამშვიდობებელი აქციის მონაწილეებს ცნობილი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილი შეუერთდა.
აქციის მონაწილეები მას მიესალმნენ და სამახსოვრო სურათები გადაიღეს. თავად ბუნიათაშვილმა ჟურნალიტსებისთვის კომენტარიც გააკეთა. მისი თქმით, ის ყველას მაგივრად, ყველას სახელით პრეზიდენტს მადლობას უხდის და მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილი არის გენიოსი.
აქცია, სახელწოდებით "ნახვამდის, ბატონო პრეზიდენტო" პრეზიდენტის რეზიდენციასთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს. აქციის მონააწილეები მიხეილ სააკაშვილს ცხრაწლიანი მმართველობის დროს მიღწეული წარმატებების და მისი მმართველობის დროს განხორციელებული რეფორმებისთვის მადლობას უხდიან.
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/poli...athishvili.html This post has been edited by Charles IX on 29 Oct 2013, 22:43