[IMG]https://scontent-a-ams.xx.fbcdn.net/hphotos-xap1/t1.0-9/p417x417/10432971_678916308828741_3519283708458646784_n.jpg[/IMG]
სახელწოდება ხევსურეთიახელწოდება „ხევსურეთი“ შერქმეული აქვს მხარის მთიანი, ხევებიანი ადგილმდებარეობის გამო. ამ სახელწოდებით წყაროებში XV საუკუნიდან იხსენიება. ხევსურეთის ადრინდელი სახელწოდებაა ფხოვი (ასე ეწოდებოდა მას ფშავთან ერთად), ხოლო ხევსურებისა და ფშავებისა — ფხოველები. პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთი უკავშირდებიან არხოტისა და დათვისჯვარის უღელტეხილებით. საუკუნეების განმავლობაში ხევსურეთი პოლიტიკური და ადმინისტრაციული სტატუსით სამეფო ხელისუფლებას ექვემდებარებოდა. სამეფო ხელისუფლების დასუსტების პერიოდში არაგვის ერისთავები, რომელთაც მთიანეთის საერთო გამგებლობა ევალებოდათ, ცდილობდნენ ხევსურეთზე საბოლოო გაბატონებას. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში ხევსურეთის მნიშვნელობა გაიზარდა, იგი ბარს იცავდა მომხვდური მოთარეშე რაზმების დარბევისაგან. ხევსურები ქმედითად მონაწილეობდნენ ასპინძის ბრძოლაში (1770), კრწანისის ბრძოლაში (1795), მთიულეთის აჯანყებისა (1804) და კახეთის აჯანყების 1812 დროს აქტიურად იბრძოდნენ ცარიზმის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ. XIX საუკუნის 80-იან წლებში დაიწყო ხევსურების სხვა რეგიონებში გადასახლება. XX საუკუნის 50-იან წლებში ხევსურეთის მოსახლეობის ნაწილის ბარად ჩამოსახლებას ნეგატიური სოციალური და ეკონომიკური შედეგი მოჰყვა. 80-იან წლებში დაიწყო ხევსურეთის მიტოვებულ რეგიონებში ცხოვრების გეგმაზომიერი აღორძინება. ხევსურეთში შემორჩენილია შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები: ხახმატის ციხე, ახიელის ციხე, ლებაისკრის ციხე, მუცოს ციხე-სოფელი,არდოტის ციხე-სოფელი, ხახაბოს ციხე-სოფელი, შატილის ციხე-სოფელი, გუდანის ჯვარი, ანატორის ჯვარი, ანატორი, აკლდამები და სხვა. ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ კალთებზე. კავკასიონის ქედი მას ორ ნაწილად ჰყოფს — პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთად. პირიქითა ხევსურეთი შედგება სამი ხეობისაგან: მიღმახევის, შატილის და არხოტის, პირაქეთა ხევსურეთი — არაგვის ხეობისაგან.
ხევსურეთს ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთი და ინგუშეთი, აღმოსავლეთით — თუშეთი, დასავლეთით — ხევი და გუდამაყარი, სამხრეთით — ფშავი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის რაიონში და ოთხ თემადაა გაყოფილი: ბარისახოს, გუდანის , შატილის და არხოტის.
ხევსურეთს შეუძლია გამოკვებოს მოსახლეობის მხოლოდ გარკვეული ნაწილი, ამიტომ ნამრავლი იძულებულია სხვაგან გადასახლდეს და თავისი სარჩო იქ მოიპოვოს. ასე გაჩნდა ხევსურთა ახალშენები ხევში (ჯუთა), გუდამაყარში, თიანეთში, კახეთში (გომბორი, შირაქი).
[IMG]http://www.picz.ge/img/s4/1408/12/a/a521eccadd06.jpg[/IMG]
ხევსურეთის მდებარეობახევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული თავისებურებებით. აქედან გამოდინარე, მკვლევართ, თუ უცხოელი მოგზაურთა ინტერესი ამ კუთხისამდი თავიდანვე განზრახული იყო. ხევსურეთი, რომელიც დღეს ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონში შედის, ფშავი, თუშეთს, ხევს და გუდამაყრის შორისაა მოქცეული. მისი ჩრდილოეთი საზღვარი კი ჩვენი რესპუბლიკის საზღვარს ემთხვევა და ჩაჩნეთ-ინგუშეთი ემიჯნება. კავკასიონის წყალ გამყოფი ქედი მას ორ ნაწილად პირიქით და პირაქეთ ხევსურეთად ყოფს. თავად ხევსურები ხევსურეთს უწოდებენ პირაქეთ მდებარე თემებს, პირიქითლებს კი შატილიონებად არხოტიონებად მიიჩნევენ. საისტორიო წყაროებში ფშავ-ხევსურეთი ფხოვად, ხოლო მისი მოსახლეობა ფხოველებად იწოდებიან. ,,ძუელად ეწოდა ამ ორთა ხეობათა ფხოელნი” , აღნიშნავს ვახიშტი ბაგრატიონი და იქვე მოიხსენიებს მათ ჩრდილოკავკასიელ მეზობლებს ძურძუკებს, ღლიღვნებს და ქისტებს, დღევანდელი ჩაჩნებს და ინგუშებს. ჩაჩნები და ინგუშები ხევსურებს დღესაც ფხის უწოდებენ, რაც იგივე ფხოველს ნიშნავს. ეთნოგრაფიული ექსპედიციების მიერ ინგუში, ასის ხეობის ზედა წელში ფიქსირებულია ტოპონიმი ფხიჭოჟ, რაც ფხოველების ანუ ხევსურების ხეობას ნიშნავს. იგივე ასის ხეობაში მდებარე ღალღაიჭოჟ – ის, ღალღაების ანუ იგივე ღლიღვნების ხეობისგან განსხვავებით. ფშავ-ხევსურეთის ძველი სახელწოდება ფხოვთან არის დაკავშირებული, ტოპონიმი შუაფხო, ფშავის ერთ-ერთი სოფლის სახელწოდება.
[IMG]http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/0/03/KhevsuretiHistorical.svg/998px-KhevsuretiHistorical.svg.png[/IMG]
ხევსურული “ქათიბები”[IMG]http://farm2.static.flickr.com/1005/5184402492_af1e2e8128.jpg[/IMG]
მუცო”მუცო — სოფელი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არდოტის წყლის (არღუნის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ხევსურეთის შემოსასვლელის ისტორიული დარაჯი და დამცველი იყო. სოფელი ზღვის დონიდან 1880 მ, დუშეთიდან 121 კმ-შია. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 49 ადამიანი.
სოფელში, რომელიც თითქმის გაუკაცრიელდა ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ, დაახლოებით 40-მდე შუასაუკუნეების გამაგრებული საყოფაცხოვრებო დანიშნულების სახლია განალგებული ვერტიკალურ ტერასებზე მუცო-არდოტის ხეობის თავზე, დღისთვის ოთხი საბრძოლო დანიშნულების ციხე-კოშკი და რამდენიმე საცხოვრებელის ნანგრევია შემორჩენილი. მათ შორის ლეგენდარული თორღვას ციხე და კოშკი. მუცოიყოფა ძირითადად ორ ნაწილად, ზემოთი უფრო ძველი შეთეკაურთ უბანი და მეორე შედარებით ახალი დაიაურთ უბანი. მისადგომად რთულ სოფელში შენარჩუნებულია ორიგინალური არქიტექტურა და ის პოპულარული ადგილია ტურისტებისა და მთამსვლელებისთვის. ამჟამად საქართველოს ყველაზე სავალალო მდგომარეობაში მყოფ ისტორიულ ძეგლთა სიაშია.
ლეგენდის თანახმად სოფლის მკვიდრნი მთავარანგელოზის ბროლისკალოს ხატზე ლოცულობდნენ. ისინი განთქმული მეომრები და მონადირეები იყვნენ, იცავდნენ რა საუკუნეების განმავლობაში ხატისთვის მოძღვნილ საგანძურს. ლეგენდის თანახმად საგანძური დღესაც დაცულია მაღალ მთებში მუცოს სიახლოვეს რჩეულის მოლოდინში.
მუცოში ძირითადად ორი გვარი სახლობდა: შეთეკაურები და დაიაურები.
[IMG]http://www.picz.ge/img/s2/1408/12/7/7356f6336b82.jpg[/IMG]
მშვიდობიან მგზავრობას გისურვებთ[IMG]http://www.picz.ge/img/s3/1408/12/7/75af438b7115.jpg[/IMG]
links:ხევსურეთი I ნაწილიwww.khevsureti.ge - ყველაფერი ხევსურეთის შესახებგადიან დიდუბიდან [ბარისახო კვირაში 4ჯერ, 2ჯერ დუშეთიდან]
თბილისი-შატილი [მარშუტკა]
595 55 87 78 მახო
599 27 29 04 თემური
თბილისი-ბარისახო [ავტობუსი]
595 54 99 15 გოგია
This post has been edited by ტემპერა on 25 Jul 2018, 11:43
.
.
.
.
.
.
.