სალამი,
შეიძლება იყო განხილული მაგრამ ერთი კითხვა მაქვს.
ბათუმის ვაჟთა გიმნაზიის (იგივე შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი) შენობა ვისი დაპროექტებულია?
უნივერსიტეტის საიტზე წერია (https://bsu.edu.ge/main/page/2-7/index.html), რომ გიმნაზიის შენობის გეგმა შეადგინა სამხედრო ინჟინერმა სედელნიკოვმა.
იგივე წერია სტატიათა კრებულ ,,მოგზაურობა ძველ ბათუმში" (შემდგენელი: ნონა კვაჭაძე, გაზეთი ბათუმელები 2014) - გვ 34.
და სხვა არავინაა მითითებული.
თუმცა
2021 წელს გამოცემულ წიგნში ,,ალექსანდრე შიმკევიჩი"- ავტორი გიორგი კაკაბაძე - შენობის ავტორად სწორედ ალექსანდრე შიმკევიჩია მითითებული -
ხოდა მაინტერესებს რომელია მართალი?