28 სექტემბერს ყაზბეგობა გაიმართება
ყაზბეგში სახალხო დღესასწაული ყაზბეგობა 28 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებებისთვის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბიუჯეტიდან 15 000 ლარი გამოიყოფა. სახალხო დღესასწაულზე მოეწყობა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართება ლიტერატურული ღონისძიებები, კონცერტი და დოღი.
როგორც მცხეთა–მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გივი ქირიკაშვილმა განუცხადა, დღესასწაულის მიზანს ხევის ტრადიციების პოპულარიზაცია და ალექსანდრე ყაზბეგის ხსოვნის უკვდავყოფა წარმოადგენს.
სახალხო დღესასწაული ლიტერატურული ნაწილით 14:00 საათზე გაიხსნება. დაგეგმილია როსტომ ჩხეიძის, ამირან არაბულის, მექა ხანგოშვილის, თენგო ავსაჯანიშვილის, მანანა გელაძის, ტარიელ ხარხელაურის, ლადო მინაშვილის და მაყვალა გონაშვილის გამოსვლა.
სახალხო დღესასწაულს თბილისის ბენდის და თეატრალური კვარტეტი კონცერტი დაასრულებს.