ხადაზე თემა გავხსენი და ჩაიყლაპა
ეგეც არაფერი

ლეგენდებია იქ.. დავწერ რაც გამახსენდება.. სულ მცირედს..
დავიწყებ იმით, რომ ხადელებს დევები ემსახურებოდნენ

წკერესთან ქვები ყრია უცხო რამ.. მანდ დევს უზიდია გოდრით ქვები და ძირი გავარდნილა გოდორს და დაყრილაო ..
ისევ წკერესთან დიიიდი თეთრი ქვა გდია და ეს დევი აჯანყებულა და გაბრაზებულს პატრონისთვის ქვა უსროლიაო .. ჰაჰ.. რას არ გაიგებს კაცი..
წკერეს წყალზეა კიდევ - აი გზაზე რომ ჩამოდის ნაკადულად და სასტიკად ცივია - ვინც რამეს ჩაიფიქრებს და მერე 3 კენჭს ამოიღებს ფსკერიდან ზედიზედ - აუსრულდებაო.. ისეთი ყინული წყალია, რომ ძნელია ძალიან ამის გაკეთება..
-
სალოცავები..
ბეგოთ და ზაქათ გვარის სალოცავები ერთად არის.. ძალიან ზემოთ..
საკლავი თავისით მისდევს ზემოთ ადამიანს და უკანაც ბრუნდება თავისით.. ქვემოთ დაბრუნებულს ყელს ჭრიან ძახილით - საღთოსაო და სისხლით კი ახალმიღებულებს შუბლზე ჯვარსა სცხებს მთის დეკანოზი.
ზემოთ..
ფეხშიშველები მიდიან ზედა სალოცავთან..
ვერძის ორი პატარა ქანდაკებაა ხურდებით სავსე სათავსოში და მოძრაობენ. იქ ქალის ფეხი არ დაიდგმება. ასული დეკანოზი ზემოთ ვერძების მდგომარეობით გვარებზე წინასწარმეტყველებს.
-
ეკლესია ხადაში..
ღვთისმშობლის სახელობისაა და ძველი.. მეთერთმეტე საუკუნისა.. შიგ უძველესი ხატია. მხოლოდ 28 აგვისტოს აღებენ. ადრე შიგ ატყავებდნენ ცხვრებს და ტყავებს ფენდნენ. ბოლო რამდენიმე წელი იქ მარიამობას მღვდელი ამოდის მლეთიდან და დეკანოზები მას ანდობენ ეკლესიას. წირვა ტარდება. ეს დრო უკვე აღარ იკვლება იქ საკლავი და ყველაფერი წესით მიდის...
-
ქოროღოს ციხესთან ერთ ადგილას არის მარტო , ზემოთ ისეთი ჯიშის ხეები, რომლებიც არ იზრდება მანდ.. ამბობენ კოსმიური კავშირის ადგილია რაღაცო

რა ვიცი.. შეიძლება კიდეც..
-
იუხოს თავზე ეკლესიაა ციცქნა.. ცხენების ეკლესიას ეძახიან სევდიანი ისტორიით - იქ ცხენები შესულან და კარი შიგნიდან მიხურულა, ამ დროს ცეცხლი მოკიდებია ეკლესიას და ჩამწვარან ცხენები, რადგან კარი ვერ გაუღიათ...
-
და ა.შ.
მითხარი...