მე გავხსენი, მაგრამ წაშალეს და არვიცი რატომ...... დუშელი ხარ??
beshqena18 * * *
დუშეთის მუნიციპალიტეტი — ადმინისტრაციული რაიონი მცხეთა-მთიანეთის მხარეში; ადმინისტრაციული ცენტრია დუშეთი. რაიონის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიაში დუშეთის მაზრის სახელწოდებით, 1917-28 წლებში — დუშეთის მაზრაა, 1928-30 წლებში ტფილისის ოლქში დუშეთის რაიონის სახელწოდებით, 1930 წლიდან ცალკე რაიონია. რაიონის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარი ემთხვევა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარს.
* * *
დუშეთის რაიონს უკავია კავკასიონის სამხრეთი და ჩრდილოეთი ფერდობები, აგრეთვე შიდა ქართლის ვაკის პერიფერიები. ტერიტორია ძირითადად მაღალ მთებს უკავია, მათ შორის კავკასიონის წყალგამყოფ ქედს, მხოლოდ უკიდურეს სამხრეთ ნაწილში არის ბორცვიანი მთისწინეთი და ვაკეები. ტერიტორია - 2985 კვ.კმ., მათ შორის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს უკავია 1390 კვ.კმ. რაიონის ტერიტორიაზე მიედინება არაგვის სისტემის მდინარეები: მთიულეთის არაგვი, გუდამაყრის არაგვი, ხევსურეთის არაგვი, ფშავის არაგვი, აგრეთვე არღუნი, არხოტისწყალი და სხვა. მნიშვნელოვანია ბაზალეთის ტბა, აგრეთვე ჟინვალის წყალსაცავი. მთავარი წიაღისეული სიმდიდრეა მინერალური წ###ბი: ვაჟასწყარო, ფასანაურის, კიტოხის, ხახმატის, ხახაბოს, შატილის წ###ბი.
მოსახლეობის რიცხოვნობა — 34 ათასი კაცი; სიმჭიდროვე — 11 კაცი კვ.კმ-ზე. რაიონში 283 დასახლებული პუნქტია: 1 ქალაქი, 2 დაბა და 280 სოფელ
რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოა რაიონის საკრებულო, აღმასრულებელი ორგანო - რაიონის გამგეობა. მმართველობის ადმინისტრაციული ერთეულებია:
ქალაქის საკრებულო — 1: დუშეთი;
დაბის საკრებულო — 1: ჟინვალი;
თემის საკრებულო — 15: ანანურის, ბაზალეთის, გრემისხევის, გუდამაყრის, ლაფანაანთკარის, მაღაროსკარის, მჭადიჯვრის, უკანაფშავის, ქვეშეთის, შატილის, ჭართლის, ჭონქაძის, ჭოპორტის, ხევსურეთის, ხეობის.
წამყვანი დარგია სოფლის მეურნეობა, ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას, მეხილეობას, მებოსტნეობას, მევენახეობას. მრეწველობა ადგილობრივი დანიშნულებისაა და მცირე სიმძლავრის საწარმოებითაა წარმოდგენილი. რაიონის ტერიტორიაზეა ადგილობრივი მნიშვნელობის კურორტები ფასანაური და ჩარგალი. ფასანაური, ანანური და ბაზალეთი ტურისტული ცენტრებია. არაგვის წყალი ამუშავებს ჟინვალჰესს, რომელიც ასევე ხმარდება თბილისის წყალმომარაგებას. რაიონის ტერიტორიაზე გადის საქართველოს სამხედრო გზა.
რაიონში 79 სახელმწიფო ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაა, 1 საშუალო პროფესიული სასწავლებელი, 47 ბიბლიოთეკა, 4 თეატრი და 4 მუზეუმი: დუშეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი (სოფ. ჩარგალი), გ.ერისთავის სახლ-მუზეუმი (სოფ. ოძისი)
დუშეთის რაიონის ხუროთმოძღვრების ძეგლთაგან აღსანიშნავია: ანანურის ციხე და ტაძარი, ბოდორნის და მჭადიჯვრის ეკლესიები, ფშავ-ხევსურეთისა და მთიულეთის სოფლებში შემორჩენილი კოშკები და საცხოვრებელი კომპლექსები.
* * *
კობა ბადაგაძე დუშეთის რაიონისთვის ყურადღების მიქცევას ითხოვს
დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ბადაგაძე დუშეთის რაიონისთვის ყურადღების მიქცევას ითხოვს.
როგორც ბადაგაძემ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, დუშეთში შეჩერდა როგორც გაზიფიკაციის, ისე გამრიცხველიანების პროცესი.
ბადაგაძემ კომპანია “სოკარს” გაზიფიკაციის პრობლემის გადაჭრა, ხოლო “ენერგო-პროს” გამრიცხველიანების პროცესის დასრულება სთხოვა.
აღნიშნულ პორცესზე მონიტორინგი პარლამენტის თავმჯოდმარე დავით ბაქრაძემ დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს დაავალა. მისი თქმით, თუ საჭირო იქნა, კომიტეტმა საკითხზე სპეციალური მოსმენაც უნდა ჩაატაროს.
http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1