პარლამენტის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა შეჩერებულია. პარლამენტს ცვლილების შესახებ სესიის გახსნის პირველ კვირაში უნდა ემსჯელა თუმცა გადაწყვეტილება შეიცვალა.
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერის დავით საგანელიძის განმარტებით, თემა არ დახურულა და მისი განხილვა ტექნიკური მიზეზების გამო შეჩერდა.
„პარლამენტის ქუთაისიდნ თბილისში დამოტანის თემამ შესაძლოა რამდენიმე დღით ან ორიოდ კვირით გადაიწიოს. მე მომხრე ვარ გადმოტანის, მაგრამ კითხვაა, ეს რა დაუჯდება ბიუჯეტს. პარლამენტის თბილისის შენობა მოგეხსენაბათ მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით და ბაქრაძის განკარგულებით, არის გაპარტახებული. შენობიდან ავეჯი გატანილია, მოპარულია ტექნიკა და აშ. კაცმა არ იცის ვის აქვს მიტაცებული. ამას სჭირდება აღდგენა. ჩვენ არ გვაქვს ციფრი, თუ რა დაუჯდება ბიუჯეტს ამ ყველაფრის რეაბილიტაცია. როცა ციფრი გვექნება, უკვე იქნება შესაძლებლობა ამ თემის განხილვა პარლამენტში გავაგრძელოთ",– განაცხადა საგანელიძემ.
http://www.frontnews.ge/index.php?action=n...eRnj9A.facebook