ტუტრუცანააი მოკლედ:
საქართველოში 2010 წლიდან მიმდინარეობს საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია. მისი ეფექტურობა 98%–ია და მიმართულია 4 ტიპის პაპილომა ვირუსის წინააღმდეგ, რომლებიც საშვილოსნოს ყელის, ვულვისა და ვაგინის კიბოს, ასევე, გენიტალურ კონდილომებს იწვევენ.
ვაქცინაცია უტარდება, საქართველოში მცხოვრებ 13-26 წლის ასაკის გოგონებს. თითოეულ მათგანს აცრა სამ ეტაპად – პირველ, მესამე და მეექვსე თვეს გაუკეთდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ვაქცინაცია ტარდება სქესობრივი ცხოვრების დაწყებამდე.
ვაქცინაციისთვის, დონორმა ორგანიზაციებმა 3 მილიონ აშშ დოლარამდე თანხა გამოყვეს, რაც 6 400 გოგონას აცრისთვის საჭირო ვაქცინის 19 200 დოზისთვისაა განკუთვნილი.
ვაქცინაციის ჰუმანიტარულ პროექტს ახორციელებს American Friends of Georgia, Humanity International–თან თანამშრომლობით და დაფინანსებულია Axios Healthcare International–ის მიერ. ქართული მხრიდან, პროექტის პარტნიორია ეროვნული სკრინინგ ცენტრი და ვაქცინაციის პროცესის ადმინისტრირებას თბილისის მუნიციპალიტეტისა და ჯან.დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ახდენს.
პროექტის მიზანია: საშვილოსნოს ყელის, ვულვისა და ვაგინის კიბოს, ასევე, გენიტალური კონდილომების შემცირება.
ვაქცინაცია მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში (აშშ, ინგლისი, შვეცია, კანადა, ავსტრალია...) ნაციონალური პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
- ,,გარდასილით“ უფასო ვაქცინაცია ტარდება შემდეგ სამედიცინო ცენტრებში:
1. ,,ექსპრეს კლინიკა” - ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #24
2. ,,ექსპრეს კლინიკა“ - ქ. თბილისი, გამსახურდიას გამზ. #23
3. ,,ექსპრეს კლინიკა“ - ქ. თბილისი, ვაჟა/ფშაველას გამზ. #71
4. ეროვნული სკრინინგ ცენტრი -ქ. თბილისი, წერეთლის გამზ. #69
5. ,,იმუნიზაციის ცენტრი” - ქ. თბილისი, ტაშკენტის ქ..#10ა
6. ,,მედკაპიტალი“ - ქ. თბილისი, გამრეკელის ქ.#19
7. ქუთაისის #4 ბავ. პოლ-კა - ქ. ქუთაისი, მესხის ქ.#5
8. ქუთაისის #1 პირვ. ჯან.ცენტრი - ქ. ქუთაისი, ტაბიძის ქ.#23
9. ,,ექსპრეს კლინიკა” - ქ. ფოთი, რუსთაველის ქ.#24
10. ,,ექსპრეს კლინიკა” - ქ. გორი, მშვიდობის გამზ. #13
11. ,,ექსპრეს კლინიკა” - ქ. ხაშური,
ტელ: 2-71-07-07 (საინფორმაციო სამსახური), 2-20-12-12 (ექსპრეს კლინიკა);
ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს ვაქცინაცია შეტანილია ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყნის და აშშ-ს აცრების ეროვნულ კალენდარში.
უარყოფითი მხარე ნამდვილად არ აქვს, დადებითი კი:
მთელი ცხოვრება დაცული ხარ საშვილოსნოს ყელის კიბოსგან, რომელიც სიხშირით მეორე ადგილზეა ძუძუს კიბოს შემდეგ; ასევე აღარ შეგაწუხებთ გენიტალური კონდილომები.
გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება, რომ უფასო პროგრამა 2014 წლის მაისის ბოლოს მთავრდება, ანუ პირველადი დოზები მაისის შემდეგ აღარ ჩატარდება, ხოლო მათ ვინც მაისამდე დაიწყებენ აცრებს სამივე დოზა სრულად ჩაუტარდებათ.
კიდევ თუ რაიმე გაინტერესებთ ამ ვაქცინაციის შესახებ, შემიძლია გიპასუხოთ