სერიოზული დისკუსია გამართულა ჩემს აქ არყოფნაში ☺
პირველ რიგში მინდა სრული პასუხისმგებლობით დავამშვიდო ის ხალხი ვინც შეუნახა შვილს ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები, რომ ტყულად არ გარჯილნან და დღეში 70 თეთრის ფასად, ბევრი ფატალური დაავადებისაგან პოტენციური განკურნების შანსი მისცეს შვილს. ამას მოწმობს ჩემს მიერ ქვემოთ მოყვანილი ფაქტები მრავალი კლინიკური კვლევისა.
ასევე დავამშვიდებ მათაც ვინც ვერ ან არ შეუნახა შვილს ჭიპლარის სისხლი, რომ ბიოტექნოლოგიების თანამედროვე მიღწევები იძლევა იმის იმედს. რომ მომავალში შესაძლებელი იქნება სხვა ტიპის ღეროვანი უჯრედების კლინიკურ პრაქტიკაში გამოყენება, თუმცა ეს კვლევები ჯერ კიდევ ცხოველური ექსპერიმენტების დონეზეა. მსოფლიოში მხოლოდ ერთი კლინიკური კვლევა მიმდინარეობს ემბრიონული ღეროვანი უჯრედების გამოყენებით და ისიც ჯერჯერობით მხოლოდ 2 პაციენტზე განხორციელდა. ასევე აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ დასაძლევია ეთიკური და რელიგიური პრობლემები რაც ამ ტიპის უჯრედების კვლევებთან არის დაკავშირებული.
აქვე მინდა ავღნიშნო, რომ შესაძლოა ჩვენი ოპენენტები სულაც არ წარმოადგენენ ნეიტრალურ მხარეს ამ კამათში რადგან მათი სპონსორების ინტერესშია რაც შეიძლება ნაკლებ ადამიანს ქონდეს შენახული საკუთარი უჯრედები რომ გაიზარდოს მოთხოვნილება სხვა ტიპის უჯრედებზე რომელთა კვლებშიც მილიარდობით დოლარი აქვთ უკვე დახარჯული.
აბსოლუტურად ვეთანხმები ჩვენს ოპონენტებს, რომ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ის რაოდენობა რომელსაც ვინახავთ, საკმარისია მხოლოდ 15-50 კგ ბავშვის სამკურნალოდ, რასაც ჩვენც ვეუბნებით მშობლებს (იხილეთ ჩემი წინა პოსტებიც ამ თემაში), მაგრამ ეს შეეხება მხოლოდ ლეიკემიების მკურნალობას, სადაც საკუთარი უჯრედების გამოყენების შანსი ისედაც დაბალია. ასევე, სავსებით რეალურია ამ უჯრედების გამრავლება, რაზეც ჩვენ უკვე ბოლო 6 წელია აქტიურად და წარმატებით ვმუშაობთ და ზურგს გვიმაგრებს ის ფაქტი რომ აშშ–ში რამდენიმე შტატში 25 პაციენტს უკვე მკურნალობენ ჭიპლარის სისხლის გამრავლებული და არამანიპულირებული უჯრედების კომბინაციით.
http://clinicaltrials.gov/ct2/show/NCT0034...rd+blood&rank=3რაც შეეხება რეგენერაცულ მედიცინას, აქ საკუთარი ღეროვანი უჯრედების (მათ შორის ჭიპლარის) გამოყენების პოტენციური შესაძლებლობა გაცილებით მაღალია ვიდრე სხვა ტიპის უჯრედებისა და ამის დასადასტურებლად მოვიყვან რამოდენიმე მაგალითს:
შაქრიანი დიაბეტის პირველი ტიპის დროს ფლორიდის საკუთარი ჭიპლარის სისხლი გადაუნერგეს 15 ბავშვს. 3-6 თვის შემდგომ ყველა პაციენტში აღწერეს ენდოგენური ინსულინის პროდუქციის კარგვის შენელება, ასევე HbA1c დონეც გაუმჯობესდა, რამაც პოტენციური იმუნომოდულატორრული ეფექტის არსებობა გვავარაუდებინა. 1 წლის თავზე კი დადგინდა, რომ ასეთი ტრანსპლანტაცია უსაფრთხოა,
მსგავსი კვლევა გერმანიაშიც, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში 10 პაციენტი , აუტოლოგიური 1 წელზე უფროსი
http://clinicaltrials.gov/ct2/show/NCT0098...d+blood&rank=10სისტემური წითელი მგლურას დროს ჩინეთში, ნანჯინგის უნივერსიტეტში 16 პაციენტს, რომლებიც რეფრაქტერულ იყო მკურნალობისადმი, ალოგენური ჭიპლარის მეზენქიმური უჯრედები გადაუსხეს. 15 თვის სემდგომ ყველა მათგანში გაუმჯობესება აღინიშნა, ასევე თირკმლის ფუნქციის გაუმჯობესებაც, ANA, Ads DNA ანტისხეულების, C3 კომპლემენტის, ალბუმინის დოზის გაუმჯობესება., T რეგულატორული ლიმფოციტების მატება და პროანთებითი ციტოკინების სტაბილიზაცია.
ტეხასის უნივერსიტეტში, ჰიუსტონში, მიმდინარეობს კლინიკური კვლევა ჭიპლარის აუტოლოგიური სისხლის ტრანსპლანტაციისა თავის ტვინის ტრავმული დაზიანების დროს ჭიპლარის სისხლის ბანკ CBR ერთად. სდაცა 18 თვიდან 17 წლამდე პაციენტებს, რომელთაც თავის ტვინის ტრავმა 6–18 თვით ადრე გადაიტანენ, ჩაუტარდებათ ერთჯერადი ინფუზია.
http://clinicaltrials.gov/ct2/show/NCT0125...n+injury&rank=1უმნიშვნელოვანესია ცერებრული დამბლით დაავადებულ პაციენტებში აუტოლოგიური ჭიპლარის სისხლის გამოყენება. დიუკის უნივერსიტეტში, დურჰამში ჯოან კურტცბერგის ჯგუფმა უმკურნალა 2005–2009 წლებში 184 პაციენტს. და დაწყებულია ახალი ჯგუფის 120 ბავშვიანი ჯგუფი, 1–6 წლის ასაკში აუტოლოგიური სისხლის გამოყენება.
http://clinicaltrials.gov/ct2/show/NCT0114...al+palsy&rank=2 იმავე დიუკის უნივერსიტეტში მიმდინარეობს აუტოლოგიური ჭიპლარის სისხლის გამოცდა 25 ჩვილში, 14 დღემდე, ვისაც აქვს ჰიპოქსიურ–იშემიური ენცეფალოპათია. ინტრავენური ინფუზია 4 ნაწილად მიმდინარეობს, თითო ინფუზიის დროს 5 x10 7/კგ უჯრედი.
http://clinicaltrials.gov/ct2/show/NCT0059...rd+blood&rank=1ამასთანავე მიმდინარეობს კვლევა ჯორჯიაში, ოგუსტაში, 40 ბავშვში საკუთარი ჭიპლარის სისხლით ცერებრალური დამბლის სამკურნალოდ.
http://clinicaltrials.gov/ct2/show/NCT0107...al+palsy&rank=1დიუკის უნივერსიტეტში კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი კვლევა ტარდება 10 ჩვილზე, რომრლთაც მკურნალობა საკუთარი ჭიპლარის სისხლის უჯრედებით ე.წ. ჩვილების ჰიპოლაზიური მარცხენა პარკუჭის სინდრომის დროს=ოპერაციი შემდგომ პერიოდში. დაიწყო 2011 წლის სექტემბერში. 20 ჩვილი.
ასევე მეტად საინტერესოა არა მარტო კლინიკური, არამედ ექსპერიმენტული კვლებიც, რაც კიდევ უფრო ზრდის ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების კლინიკური გამოყენების შესაძლებლობებს.
მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს აქვთ უნარი, ხელი შეუწყონ ნერვული სისტემის უჯრედების რეგენერაციას სხვადასხვა დაავადების დროს, მათ შორის ალცჰაიმერის დაავადების, ქერქის დაზიანების, ჰიპოკამპუსის დაზიანებისა და იშემიური ინსულტის დროს
Human umbilical cord blood cells directly suppress ischemic oligodendrocyte cell death. Hall AA, Guyer AG, Leonardo CC, Ajmo CT Jr, Collier LA, Willing AE, Pennypacker KR.
Aging Dis. 2010 Dec 1;1(3):173-190.
Human Umbilical Cord Blood Cells Have Trophic Effects on Young and Aging Hippocampal Neurons in Vitro.
Chen N, Newcomb J,
PLoS One. 2011;6(6):e20194. Epub 2011 Jun 1.
Human umbilical cord blood cells restore brain damage induced changes in rat somatosensory cortex.
Geissler M, Dinse HR, Neuhoff S, Kreikemeier K, Meier C.
Stem Cells Dev. 2008 Jun;17(3):423-39.
Peripherally administered human umbilical cord blood cells reduce parenchymal and vascular beta-amyloid deposits in Alzheimer mice.
Nikolic WV, Hou H,
Aging Dis. 2010 Dec 1;1(3):173-190.
Human Umbilical Cord Blood Cells Have Trophic Effects on Young and Aging Hippocampal Neurons in Vitro.
Chen N, Newcomb J,
თაგვებში ცდებმა აჩვენა, გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის დროს ადამიანის ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების ინტრავენური ინექცია ანელებს დაავადების პროგრესირებას და ზრდის გადარჩენის დროს. მეტად მნიშვნელოვანია, რომ საუკეთესო შდეგი მიღწეულ იქნა არა უჯრედების მაქსიმალური, არამედ საშუალო რაოდენობის გადასხმისას.
Garbuzova-Davis S, Sanberg CD, Kuzmin-Nichols N, Willing AE, Gemma C, et al. (2008) Human Umbilical Cord Blood Treatment in a Mouse Model of ALS:
Optimization of Cell Dose. PLoS ONE 3(6): e2494
პარკინსონის დაავადების თაგვის მოდელი აჩვენებს, რომ ადამიანის ჭიპლარის სისხლის გადანერგვა ასევე ახანგრძლივებს ამ თაგვების სიცოცხლის ხანგრძლობას.
J Med. 2002;33(1-4):173-80. Parkinson's disease mice and human umbilical cord blood.
Ende N, Chen R.
მსგავი კვლევებია ჩატარებული ასევე მიოკარდიუმის დაზიანების დროს ცხოველურ მოდელებზე.
იაპონელმა მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ადამიანის ჭიპლარის სისხლმბადმა უჯრედებმა ვირთაგვაში გააუმჯობესა გულის ფუნქცია ინფარქტის შემდგომ, ამასთან ისინი ჩაინერგნენ ვირთაგვას გულში და გადარჩნენ.
Biochem Biophys Res Commun. 2005 Feb 11;327(2):609-14.
Human umbilical cord blood cells improve cardiac function after myocardial infarction. Hirata Y, Sata M, Motomura N, Takanashi M, Suematsu Y, Ono M, Takamoto S.
გერმანელმა მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ჭიპლარის სისხლსმადმა ღეროვანმა უჯრედების ინტრავენურმა ინექციამ ინფარქტიან თაგვებში ინერგებიან და იწვევენ ნეოანგიოგენეზს.
Cardiovasc Res. 2005 Apr 1;66(1):45-54. Epub 2005 Jan 19.
Human cord blood cells induce angiogenesis following myocardial infarction in NOD/scid-mice.
Ma N, Stamm C, Kaminski A, Li W, Kleine HD, Müller-Hilke B, Zhang L, Ladilov Y, Egger D, Steinhoff G.
მეტად საინტერესოა ჭიპლარის სისხლისა და ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების გამოყენება ორგანოთა სინთეზისათვის. ასევე სხვადასხვა ტიპის უჯრედების მომწიფებისათვის.
შვეიცარიელ მეცნიერთა ჯგუფმა შვეიცარიის რეგენერაციული მედიცინის ცენტრიდან , ციურიხიდან, სიმონ ჰიოსტრუპის ხელმძღვანელობით მრავალი საინტერესო შედეგი მიიღო და სტატიაც გამოაქვეყნა.
მათ შექმნეს: ძგიდისათვის მემბრანა მანკების სამკურნალოდ.
Biomaterials. 2011 Oct 4. [Epub ahead of print]
Engineering of living autologous human umbilical cord cell-based septal occluder membranes using composite PGA-P4HB matrices.
Weber B, Schoenauer R, Papadopulos F, Modregger P, Peter S, Stampanoni M, Mauri A, Mazza E, Gorelik J, Agarkova I,Frese L, Breymann C, Kretschmar O, Hoerstrup SP.
კრიოპრეზერვირებული აუტოლოგიური უჯრედებისგან დაამზადეს ტრიკუსპიდალური სარქველი სპეციალურ ბიორეაქტორში საგანგებო ჰიდროდინამიკური პირობების დაცვით.
Ann Thorac Surg. 2006 Jun;81(6):2207-16.
Tissue engineering of autologous human heart valves using cryopreserved vascular umbilical cord cells.
Sodian R, Lueders C, Kraemer L, Kuebler W, Shakibaei M, Reichart B, Daebritz S, Hetzer R.
ამავე ჯგუფმა წარმატებით გამოიყენა ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები ბიოპოლიმერის კარკასზე ხელოვნური ფილტვის არტერიის შესაქმნელად.
Ann Thorac Surg. 2002 Jul;74(1):46-52; discussion 52.
Living, autologous pulmonary artery conduits tissue engineered from human umbilical cord cells.
Hoerstrup SP, Kadner A, Breymann C, Maurus CF, Guenter CI, Sodian R, Visjager JF, Zund G, Turina MI.
მე მგონი ზემოთმოყვანილი ფაქტები ნათლად მოწმობს, რომ ჩვენ “ჰაერს” არ ვყიდით და ნამდვილად ღირს არ დაუკარგო შვილს შანსი, რომ შენახული უჯრედები გამოადგეს ჩამოთვლილიდან თუნდაც ერთ ერთი დაავადების სამკურნალოდ..
კიდევ ერთხელ მინდა დავადასტურო დიდი პატივისცემა ჩვენი ოპონენტების მიმართ და უმორჩილესად ვთხოვო თავი შეიკავონ პოპულარულ მედიაში, ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების შენახვის მიზანშეუწონლობის აგიტაციისაგან . ამავე დროს სრულიად მაზად ვართ მათთან თანამშრომლობისა ან სამცნიერო დისკუსიებისათვის.