მოკლედ გოგოებო, აბა მისმინეთ:
ეხლა დავბრუნდი კონსულტაციინდან და ასეთი ინფორმაცია მაქვს -
ჩემს საწყალ 4 სტრიას რომელიც ჭიპის აყოლებაზეა განლაგებული საერთოდ არ სჭირდება თურმე ლაზერი. მე ძაან თავგამოდებული ვიხვეწებოდი ლაზერს, მაგრამ ექიმმა მითხრა რომ აბსოლუტურად არანაირ საჭროებას არ წარმოადგენს შენს შემთხვევაში ლაზერის გამოყენებაო იმდენად უმნიშვნელოდ გაქვს ეგ სტრიებიო. აბა ერთი მე მკითხოს თუ უმნიშვნელოა, ჩემი მუცლის დანახვაც არ მინდა ხოლმე ისე ნერვებს მიშლის ეგ ზოლები.
ჯერ მაიკა რომ ავიწიე და სტრიები დავანახე ეს რა არისო??? მეთქი რააა?? და ამის გულისთვის მოხვედიო? აუ მეთქი კარგად შეხედე რას მიგავს მუცელი, და არა ეგ შენ მხოლოდ გეჩვენებაო რომ ძალინ ცუდ დღეში ხარო, არადა არაფერი საგანგაშოო. აქ ჩვენტან ისეთები მოდიან რომ შენ არც კი დაგესიზმრებაო. მერე მოაყოლა მშვენივრად გამოიყურებიო და "იუ არ ინ ე გუუდ შეიფ" -ო. ეე მეთქი ეგ რა შუაშია, ფიტნესის კლუბი ხომ არ არის თქო. დავაი ეხლა საქმეზე -
ხოდა მოკლედ ყველაზე კარგი იქნება თუ გაგიკეთებთ კოლაგენის და კიდევ რაღაცა თქვა ვერ დავიმახსოვრე ნემსებს, ანუ კანქვეშ შევიყვანთ მაგ ნივთიერებებს რაც ხელოვნურად კანის ახალ უჯრედებს წარმოქმნის და სტრიების ადგილას ახალი კანი დაიწყებს ზრდასო. თუ საჭირო გახდა კიდევაც მაგ ძველ კანს გავქლიბავთო ოღონდ არა ლაზერით, არამედ მიკროდერმოაბრაზიითო. ჩემი სტრიები კი არაა ძაან საგანგაშოდ ბევრი, მაგრამ საკმაოდ ღრმაა არიან და ეგ მადარდებს.
ხოდა 1 პროცედურა $120, სულ დაახლოებით დამჭირდება 8-10 პროცედურა რომელიც კეთდება თავიდან 1 კვირის შუალედით და მერე 2 კვირაში ერთხელო. ანუ ბიუჯეტი საშუალოდ $1000-1200 იქნება საჭირო.
პირველი პროცედური წინ გადაგიღებთ სურათებს და მერე ბოლო პროცედურის ბოლოსაც სურათებსო და შევადარებთო. მე გპირდები რომ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გექნებაო, დარწმუნებული ვარო.
მოკლედ მაგრად მაბოლებდა ტიპი. ეხლა აღარ ვიცი რა ვქნა დავიჯერო და დავბოლდე თუ ხელი ჩავიქნიო და ვიცხოვრო უკეთესი მომავლის იმედით

. პრინციპში ეს ისეთი კატასტროფული თანხა არ არის მამენტ, ჯიბეებს ამოვიტრიალებდი რამე გარანტია რომ მქონდეს რომ ნამდვილად მეშველება, ნახევრად მაინც თუ სულ ბოლომდე არა. ერთადერთი ეგ მაფერხებს. კიდევაც ვკიტხე რა გარანტიაა თქო, და შენ შემტხვევაში თითქმის საუკეთესო შდეგს შეიძლება მივაღწიოთო.
არ ვიცი მოკლედ, "მანი ბექ" გარანტია რომ მოეცა არც დავფიქრდებოდი, თუ გაუმჯობესდებოდა მდგომარეობა ჩემი თავი და ფული ღმერთმა შეარგოთ, და თუ არა და ფულს უკან დამიბრუნებდნენ. მაგრამ ეს გარანტია არ მომცეს.
ხო კიდევ, ლაზერი მაინც თუ მოვინდომკე გულით და სულით თქო, რა დმიჯდება მეთქი, და შენს პატარა მოცულობაზე სადღაც $2500, და ცოტა ვისაც უფრო მთელს მუცელზე აქვს შეიძლება $4000-$6000

.
აზრზე ხართ?!!!!
და მე ვუთხარი რა თქმა უნდა მოვიფიქრებ და ახლო მომავალში დაგიკავშირდებით.
და არ ვიცი ეხლა...
რა ვქნა...
მე მგონი არ მეშველება არაფერი

და მგონია ეგ ყველაფერი ტუFტაა..
ან შეიძლება ვცდები....